ადამიანის უფლებებზე 2

რა კავშირი აქვს ადამიანის უფლებებს ტრანსჰუმანიზმთან ?

1948 წლის ადამიანის უფლებებმა ხელახლა განაცხადეს ადამიანის ბუნების არსებობა, ამ ბუნების ღირსება და პიროვნების პირველობა.

შემდეგ კი ინდივიდუალიზმმა ადამიანის ბუნების წიაღში სული დაუპირისპირა მატერიას რათა სხეული დაემონებინა ნებისთვის. 

დაბოლოს ტრანსჰუმანიზმმა. განაცხადა რომ სულმა. უნდა. მართოს მატერია. 

ესაა. ცნობიერების მოწყვეტა მატერიისგან. ფრანჩესკო ასიზელი მადლობას უხდიდა ღმერთს რომ მან შექმნა  მზე, მთვარე, ქარი, ვარსკვლავები…

ქართული ხალხური პოეზია
მზე დედაა ჩემი,
მთვარე-მამაჩემი,
და წვრილ-წვრილი ვარსკვლავები
და და ძმაა ჩემი.

***
ბჟა დიდა რე ჩქიმი,
თუთა-მუმაჩქიმი,
ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი
და დო ჯიმა ჩქიმი.

გალობდა ძველი ქართველი რომლისთვისაც მატერიალური სამყარო და ბუნებრივი ფენომენები იყო საყვარელი ოჯახი და სახლი.

თანამედროვე ადამიანისთვის, ტრანსჰუმანისტისთვის კი გარემომცველი სამყარო არის უსულო, უმნიშვნელო. მხოლოდ სახმარი უტილიტარული ღირებულების მქონე რამ რომელიც შეიძლება იხმარო მის სრულ გაცვეთამდე.
ადამიანის სული მომწიფდა ბუნებაზე. ბატონობისთვის, ესაა დღევანდელი ადამიანის, მით უმეტეს ტრანსჰუმანისტის დოგმა. მორჩა შვლის ნუკრის ამბები.
 
ადამიანის. უფლებები ჯერ იცავდნენ ადამიანის პიროვნებას, შემდეგ ემსახურებოდნენ ინდივიდის განთავისუფლებას. 
ადამიანის უფლებები ეხლა მიზნად ისახავენ კაცობრიობის გაუმჯობესებას.
 
გაუმჯობესების ეს იდეა უნდა გავიგოთ ფართო მნიშვნელობით, როგორც საკუთარ თავზე ადამიანის ძალაუფლების ზრდა რის შედეგიც უნდა იყოს ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესება.
 
ყველაფერმა ამან გააჩინა. უფლებათა, ამჯერად ტრანსბუნებრივ უფლებათა ახალი თაობა.  ესაა. საკუთარი წადილების ბუნების მიღმა განხორციელების უფლებები.
ტექნომეცნიერები აძლიერებენ, ზრდიან ჩვენს შესაძლებლობლებს და ამის კვალდაკვალ იზრდება ამ უფლებათა რაოდენობაც.
ეს უფლებები უკვე ჩნდება. უკვე არჩევენ და აჩენენ ბავშვებს რომლებსაც არა აქვთ გენეტიკური ავადმყოფობა. გენეტიკური მანიპულატორები და ინჟინრები უკვე წყვეტენ თუ ადამიანის რომელ ჩანასახს აქვს არსებობის უფლება და რომელი უნდა მოისპოს აბორტით.
არის კიდევ სქესის და მეობის როგორც მოგინდება ისე შეცვლის და ა.შ. უფლებები.
ადამიანსა და. მის უფლებებს შორის არსებობს მკაცრი თანაფარდობა რის გამოც ახალი უფლებების შემოღება იწვევს ადამიანის სოხიალურად ხელახლა განსაზღვრას იმდენად რომ ადამიანის უფლებებს შეუძლიათ ახალი ტექნოლოგიების მიერ გამოწვეული ცვლილებების ნორმალიზება.
ჩვენ დავკარგეთ ადამიანის ბუნების ხედვა, მაგრამ გვაქვს ადამიანის უფლებების ქვიშაზე გამოსახული ადამიანის სახე. 
 
ადამიანის ახალი უფლებები არ უპირისპირდებიან ტრანსჰუმანიზმს, პირიქით,ისინი ტრანსჰუმანიზმში პოულობენ უსასრულო პროგრესის პერსპექტივას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s