ტრანსჰუმანისტურ ტოტალიტარიზმზე

იყო რენე დეკარტი (ფრანგ. René Descartes; დ. 31 მარტი1596, ლაე (ტურენი) ― გ. 11 თებერვალი1650სტოკჰოლმი), აგრეთვე ცნობილი როგორც კარტესიუსი — ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მეცნიერი. სოყოველთაოდ აღიარებული, როგორც თანამედროვე ფილოსფიის ფუძემდებელი და „თანამედროვე მათემატიკის მამა“. დეკარტმა შექმნა ანალიზური გეომეტრიის საფუძვლები, შემოიღო ცვლადი სიდიდის ცნება, დაამუშავა კოორდინატთა მეთოდი და აგრეთვე, დაამყარა კავშირი ალგებრასა და გეომეტრიას შორის.
დეკარტეს ნაშრომი „მსჯელობა მეთოდის შესახებ“-ის //Discours de la Méthode,1637// მე-6 თავში დეკარტე წერს რომ მეცნიერებამ და ტექნიკამ შეიძლება გადაგვაქციოს ბუნების ბატონის და მფლობელის მსგავს არსებებად // « comme maîtres et possesseurs de la nature ».// 
დეკარტეს. აზრით ბუნების ბატონად რჩება ღმერთი, რომლისგანაც ვიღებთ 
„ მარადიულ ჭეშმარიტებებს „, , ღმერთი განუწყვეტლად ქმნის სამყაროს რომელშიც ვცხოვრობთ, მაგრამ ის არ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას.
ბუნების ბატონის და მფლობელის მსგავსი ადამიანი კი ასევე პასუხისმგებელია იმაზე რასაც ის უშვრება საკუთარ თავს და მის ირგვლივ არსებულ სამყაროს.
სუბიექტი ერთდროულად რაციონალური და თავისუფალია, მაგრამ მისი თავისუფლება უფრო დიდია ვიდრე მისი ცოდნა და ამიტომ შეიძლება გადაიქცეს რაციონალური სუბიექტი ყველაფრის მნგრეველ და მომსპობ არამზადად.
ადამიანი სამყაროს ბატონია  თავისი აზრით იმ შემთხვევაში თუ კი ის არის თავისი აზრების ბატონი, ესაა დეკარტეს ნაშრომი „ ტრაქტატი ვნებებზე „-ს // Traité des passions.//  აზრი.
   . დამონებული ბუნება ვერ დაუწესებს ადამიანს საზღვრებს. ღმერთი არ შეზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და ამიტომ თვითონ ადამიანმა უნდა დაუდგინოს საზღვრები საკუთარ თავს.
ესაა დეკარტეს გაკვეთილი.
მაგრამ დღევანდელი ადამიანი გააგიჟა თავისი ყოვლისშემძლეობის ილუზიამ.
https://www.firstthings.com/web-exclusives/2016/06/who-lost-christian-europe
Who Lost Christian Europe? | William Doino Jr. | First Things
Our daily blog content exclusive to the web hits on hot topics in both religion and public life and will keep you informed and entertained all week.
http://www.firstthings.com
საფრანგეთის რევოლუციის მიერ დაწყებული ევროპის დექრისტიანიზაცია მთავრდება. ევროპაში ქრისტიანობა კვდება. მორწმუნეებისგან დაცლილ ეკლესიებს ყიდიან, ვრცელდება ათეიზმი და აგნოსტიციზმი,კანონმდებლობათა უმრავლესობაში ქრისტიანული მორალი უარყოფილია. ევროპა გადაიქცა სარწმუნოებისადმი მტრულად განწყობილ რამედ
over the collapse of Christianity in Europe. Pews are emptying, churches have gone on sale, atheism and agnosticism are on the rise, and Christian morality has been repudiated in major legislation dealing with life, death, sexuality, and marriage. Formerly the very symbol of cultural Christianity, Europe has become hostile to the faith
​ფრანგული. გაზეთი Le Figaro, Tugdual Derville, ტრანსჰუმანიზმი მიგვათრევს ტოტალიტარიზმში, 04.06.2016
http://www.lefigaro.fr/vox/politique/2016/06/04/31001-20160604ARTFIG00090-tugdual-derville-le-transhumanisme-nous-entraine-dans-un-scenario-totalitaire.php
FIGAROVOX/დიდი საუბარი- ეხლახანს. გამოვიდა ტუგდუალ დერვილის ბოლო წიგნი „ ადამიანის დრო //Tugdual Derville, Le temps de l’Homme // რომელშიც ავტორი მოგვიწოდებს ადამიანის ეკოლოგიაში რევოლუციის მოწყობისკენ რათა არ იქნეს დაშვებული ფესვებისგან დაგლეჯილი მაწანწალებისგან შემდგარი ატომიზებული საზოგადოების გაჩენა.
ავტორს. ესაუბრება Eleonore de Vulpillieres
LE FIGARO. – სახელმწიფო საბჭომ 30 მაისს ერთ ქვრივ ქალბატონს მისცა მისი დაღუპული მეუღლის სპერმის ესპანეთში გადატანის უფლება. ქალბატონს სურს ესპანეთში დაფეხმძიმება თავისი გარდაცვლილი მეუღლის სპერმით. რას ფიქრობთ ამის თაობაზე?
Tugdual DERVILLE. –  ესაა საგანგაშო ანტროპოლოგიურიტეხილი. 
კაცობრიობას, ადამიანს აქვს 3 მისი თანაარსი საზღვარი-სქესის მქონე სხეული, დათვლილი დრო და გარდაუვალი სიკვდილი.
ამ სამი საზღვრის დარღვევის და გადალახვის შემდეგ იწყება სიგიჟე.
აქ ითხოვენ მამით უკვე ობოლი ბავშვის გაჩენის უფლებას და შესაძლებლობას.
აი როგორ გადადის ჩვენი საზოგადოება ყოვლისშემძლეობისკენ: ანგრევენ ჩვენი ადამიანობის მზიდავ კედლებს და ეს მუდამ ხდება უფრო სუსტების ხარჯზე.
თავს იმართლებენ იმით რომ სურთ ქმრის დაკარგვით გატანჯული ქალის მდგომარეობის შემსუბუქება.
მაგრამ. როგორც მე თვითონ დავასკვენი მგლოვიარე პირების თანხლებისას მარტო რეალობის მიღება ანუგეშებს ადამიანს.
ბავშვების მკვდრებისგან გაჩენას კაცობრიობა შეჰყავს გენეალოგიური არეულობის ხანაში.
  „ შესაძლებლის ტირანია „ წარმოშობს ფესვებისგან მოგლეჯილი მაწანწალებისგან შემდგარ ატომიზებურ საზოგადოებას.
და რითია. ადამიანის ეკოლოგია // l’écologie humaine// სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კაცობრიობისთვის ?
ადამიანის ეკოლოგია მიზნად ისახავს „ ყოველი ადამიანის და ყველა ადამიანის „ დაცვას:
ეი ადამიანის ყველა ასპექტის და ადამიანთა მრავალფეროვნების დაცვას. როგორც ძლიერების ისე სუსტების დაცვას. ესაა ინტეგრალური ჰუმანიზმი.
მისი განხორციელების სფეროა ადამიანის ყველანაირი საქმიანობა მიწათმოქმედებიდან კულტურამდე. მიზანი ერთია: ადამიანის სამსახური.  ადამიანს არ უნდა მოექცნენ როგორც ობიექტს, როგორც შესაკეთებელ ან გადასაკეთებელ რაღაცას.
ადამიანის ეკოლოგია არის ათასწლეულის გამოწვევა. იმიტომ რომ ადამიანი შეეხო სიცოცხლეს. ტრანსგენური ემბრიონი ახლოა.
კაცობრიობამ მომავალ თაობებს უნდა გადასცეს როგორც საცხოვრებლად ვარგისი დედამიწა ისე ანტროპოლოგიური და , ამიერიდან, „ გენეტიკური „ ღირებულებები რომლებითაც ყველამ ვისარგებლეთ.
მდგომარეობა საგანგაშოა ვინაიდან ადამიანის ბუნებას ემუქრება თვითნგრევა.
ევგენიზმი დღესაც პოპულარულია:
რაღაც ფიზიკური ნაკლის მქონე პიროვნებები ითვლებიან უბედურების წყაროდ. ამიტომ  გენეტიკური მანიპულაციების სპეციალისტთა დასკვნის საფუძველზე ამქვეყნად გაჩენამდეც იშორებენ თავიდან.
პერმანენტული ომია  ყველაზე სუსტების წინააღმდეგ.
ევგენიზმის. მეშვეობით ადამიათა. გადარჩევის შემდეგ პროგრესისტი სციენტისტები ოცნებობენ ტრანსჰუმანიზმით ადამიანების ზეადამიანებად გადაქცევაზე.
ისინი ფიქრობენ რომ ადამიანი ნებისმიერ ფასად უნდა გასცდეს თავის ადამიანურ მდგომარეობას, რომ მან უკან უნდა ჩამოიტოვოს თავისი ადამიანობა.
ბუნებრივი ადამიანის ბუნება ბოჭავს პროგრესისტის ნებას და ამიტომ ის მოსაშორებელია თავიდან. ადამიანობის მოსპობა და მისი შეცვლა ზეადამიანობით, ესაა დღევანდელი კაცობრიობის მოწინავე ელიტის მიზანი.
ქეციანი და ფსორიაზიანი მოკვდავი ადამიანი უნდა მოკვდეს და მისი ადგილი უნდა დაიკავოს ყოვლისშემძლე ადამიანმა-ღმერთმა.
მაგრამ ამ წიგნის ავტორის აზრით ესაა ადამიანობის მასობრივი დაკარგვა, დეჰუმანიზაცია, ვინაიდან მოწყვლადობა არის ადამიანური ღირებულება.
ჩვენ ვართ ოლდოს ჰაქსლის „ საუკეთესო სამყაროს „ მსგავსი ტოტალიტარული სცენარის განხორციელების მცდელოობის მოწმე. დედობის ეტატიზაცია-გასახელმწიფოებრიობა მოკლავს თავისუფლებას და თავისუფლებებს.
ტრანსჰუმანისტური ჩანაფიქრი უაღრესად ელიტისტურია:
ეს ასე ვთქვათ პროგრესი. განკუთვნილია მდიდარი საზოგადოებებისთვის. ღარიბებს გადაისვრიან მეორეხარისხოვან კაცპბრიობაში.
რატომ ფიქრობთ რომ დედობას საფრთხე ემუქრება?
   ბავშვის ჩასახვა, ფეხმძიმობა,მშობიარობა არნახულად მდიდარი საყოველთაო და ორიგინალური გამოცდილებაა. ისაა ძღვენის ანტროპოლოგიის წყაროსთან და ეს ანტროპოლოგია სტრუქტურას აძლევს მთელ საზოგადოებას.
ზოგი „ დეკონსტრუქტორი სქესის ეგალიტარიზმის სახელით „ წინასწარმეტყველებს ბავშვის ბუნებრივად ჩასახვის და გაჩენის უარყოფას. 
მათი და თავქუდმოგლეჯილი ფემინისტების აზრით ქალის უნდა განთავისუფლდეს მძიმე ტვირთისგან, ფიზიკურუ დედობისგან.
არის კონტრაცეპტივი, აბორტი, სხვისთვის შვილის გაჩენა. უამრავი ბეჩავი ქალი უკვე ცხოვრობს თავისი მუცლის გაქირავებით. ეს უკანასკნელი კი დედობას ამსხვრევს სამად.
უკვე არიან გენის მიმცემი დედა, მშობელი დედა და აღმზრდელი დედა.
შემდეგი ნაბიჯი-ხელოვნური საშო-საშვილოსნო წაშლის განსხვავებას სქესებს შორის.
ცდილობენ ოლდოს ჰაქსლის „ მშვენიერი სამყაროს „ ტოტალიტარული სცენარის განხორციელებას.
 ტექნიკისთვის მინებებული დედობის ეტატიზაცია-გასახელმწიფოებრიობა მოკლავს თავისუფლებას და თავისუფლებებს. 
ტრანსჰუმანისტების ჩანაფიქრი უაღრესად ელიტისტურია
ეს ასე ვთქვათ პროგრესი განკუთვნილი იქნება მდიდარი საზოგადოებებისთვის. ღარიბებს გადაისვრიან მეორეხარისხოვან კაცობრიობაში.

ჩანართი

https://www.huffingtonpost.fr/johann-roduit/avortement-postnatal-aton_b_1374577.html

ჩანართი, პროგრესისტები სულ გამხეცდნენ და გამოდებილდნენ

27/03/2012 

Avortement post-natal: a-t-on le droit de tuer un nouveau-né?

​ახალშობილის აბორტი, გვაქვს თუ არა ახალშობილი ბავშვის მოკვლის უფლება?
თანამედროვე მაღალდიპლომირებულმა ბიოეთიკოსებმა 
  • Alberto Giubilini-მ და  Francesca Minerva-მ პრესტიჟულ. ჟურნალში Journal of Medical Ethics გამოაქვეყნეს წერილი”After-birth abortion: why should the baby live?” ანუ „ აბორტი მშობიარობის, გაჩენის შემდეგ, რატომ უნდა ეცოცხლა ბავშვს?
    ისინი აცხადებენ რომ მშობელს თავისი ახალშობილი შვილის მოკვლის უფლება უნდა ჰქონდეს ყველა იმ შემთხვევაში რა შემთხვევებშიც დაშვებული და ნებადართულია აბორტი.
    ეს გულისხმობს იმას  რომ მშობელს უნდა ჰქონდეს თავისი საკუთარი  როგორც ავადმყოფი ისე ჯანმრთელი ახალშობილი შვილების მოკვლის უფლება მაშინ როდესაც მშობლების ოჯახური,ფინანსური თუ სხვა სირთულეები არ აძლევს მათ თავის შვილებზე ზრუნვის საშუალებას ან ეს შვილები არ არიან სასურველი.
    ეს ბიოეთიკოსები ამტკიცებენ რომ ახალშობილი ბავშვის აყვანა სხვა ადამიანების მიერ არაა საუკეთესო გამოსავალი იმიტომ რომ ბავშვის მიტოვება ბიოლოგიურ დედას უფრო გატანჯავს ვიდრე ამ ბავშვის სიკვდილი.მათი მტკიცებით ბიოლოგიურ დედას მთელი ცხოვრება გატანჯავს მისი ბავშვის დაბრუნების აზრი.  და თუ ნებადართულია აბორტი, რატომ არ უნდა იყოს დაშვებული ახალშობილი ბავშვის მოკვლა, რა მორალური განსხვავებაა 3,6, 9 თვის ჩანასახსა და ახალშობილს შორის?
    დღეს ორიგინალებს რა გამოლევს. აკადემიურ წრეებში ეს დისკუსია სულაც არაა ახალი ამბავი, პრინსტონის უნივერსიტეტის ბიოეთიკის პროფესორი  Peter Singer უკვე დიდი ხანია რაც ამტკიცებს რომ ახალშობილი ბავშვი არაა სრულფასოვანი პიროვნება და ამიტომ ახალშობილის მოკვლა არაა მოკვლა პიროვნებისა რომელსაც შეგნებულად და გააზრებულად უნდა სიცოცხლე, ცხოვრება.
  • და ამიტომ ახალშობილის მოკვლა დასაშვებია.

______________________________________________________________________________

მაგრამ საბედნიეროდ  ორიგინალი ტრანსჰუმენისტების წინაშე ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა.
საბედნიეროდ. რეალობის. „ სირთულის ბარიერი „ ხელს. უშლის პრიმიტიულ პრომეთეულ ფანტაზიებს.  ადამიანის „ მექანიკა „ უსასრულოდ უფრო რთულია ვიდრე კომპიუტერის მექანიკა.
ხელოვნურმა გონიერებამ კი მოახდინა სრულიად მოულოდნელი რამეები მაგრამ ადამიანი არაა მარტო ტვინი, ის სხეულიცაა გარემოსთან ურთიერთობით, საიდუმლოა…
ამაზე მოწმობს სირთულე იმისა რაც თამაშდება. დედასა და მის მიერ ნაზიდ ბავშვს შორის.: ეპიგენეტიკური გადაცემები, ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური  ურთიერთქმედებები, დედის სხეულში სიცოცხლე უდიდეს გავლენას ახდენს დედაზე და მისი შვილის მომავალზე.
   საწინააღმდეგოდ იმისა რასაც ამბობენ სხვისთვის  შვილის გაჩენის მქადაგებლები უაზრობაა ბავშვის დედისგან ნაადრევი გამოყოფა მარტო სრულწლოვანთა სურვილების დასაკმაყოფილებლად. 
    შეიძლება მოხდეს. დრამები, გაუთვალისწინებლად, შემთვევით დაიღუპოს ვინმე. 
საშინელება ისაა. რომ. სხვებისთვის შვილის გამჩენი, საკუთარი მუცლის გამქირავებელი ქალებისთვის წყვეტა დაპროგრამებულია.
ოჯახი. თქვენი აზრით. ეკოსისტემაა, დასუსტდა. ის. თუ არა ?  როგორ ფიქრობთ თქვენ ოჯახის შენარჩუნებას ? 
ოჯახი არის ბაზისური ეკოსისტემა. 
   როდესაც ადამიანი ჩნდება ამქვეყნად ის არ ჩნდება გიურზებით სავსე უდაბნოში და მშიერი მხეცებით სავსე ტაიგაში. 
ადამიანი ამქვეყნად ჩნდება კულტურაში რომელსაც დედობრივს // maternelle  // უწოდებენ.
ეს. ოჯახური ეკოსისტემა არის ყოველგვარი საზოგადოების საწყისი.  სოფელი არის ოჯახთა ოჯახი.  ქვეყანა სიახლოვის თვალსაზრისით არის ოჯახთა ოჯახების ოჯახი….
ფრანგმა. ერმა. თავის დევიზში პატივი მიაგო ლამაზ სიტყვას „ ძმობა „. 
ეს მეტყველებს იმაზე. თუ რამდენად ძვირფასია ყოველგვარი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ოჯახური კავშირი. მე არ უარვყოფ რომ ის ასევე შეიძლება იყოს ტანჯვის ადგილიც.
​დღეს მიუხედავად დასუსტებისა. ოჯახი სწევს. წინააღმდეგობას: ფრანგთა 70% ისევ ცხოვრობს თავის ორ მშობელთან ერთად.  ფრანგთა 80 % თვლის. რომ. ბავშვს. უკეთესად ზრდისთვის სჭირდება. თავის დედ-მამასთან ცხოვრება.  პოლიტიკოსები ცდებიან როდესაც დაშლილ და დანგრეულ ოჯახებს, ცალმშობლიან ოჯახებს ათანაბრებენ ერთიან მტკიცე ოჯახს. ბავშვს ტანჯავს და აწვალებს მშობლების გაყრა.
არ. უნდა. დაგვავიწყდეს რომ. კაცობრიობა შედგება მამაკაცებისგან და ქალებისგან. სწორედ ეს ფუნდამენტური პარიტეტი უნდა დავიცვათ. 
დიდ. ბრიტანეთში უკვე ლეგალურია სამ-მშობლიანი, 3-მშობლიანი ბავშვის,3 მშობლის მყოლი ბავშვის გაჩენა. ერთი მამაკაცისა და 2 ქალის შვილის გაჩენა. 
1 ქალი აძლევს თავის მიტოქონდრიულ ADN-ს.
ანგრევენ. სტრუქტურის შემქმნელ ანტროპოლოგიურ საფუძველს. დეკონსტუქტორებს სურთ მამაკაცის და ქალის პარიტეტის გაუქმება. არადა ის დაცული უნდა იყოს ბავშვის გაჩენაში.
    აგრესიულმა. ლიბერტარობამ გატანჯა ბევრი ოჯახი მაგალითად იმით რომ მასხრად აიგდო. სექსუალური ერთგულება.
არადა. მიუხედავად ამისა. ის ისევ ძვირფასი ღირებულებაა  ფრანგთა უმრავლესობისთვის.
     1968. წლის. მაისმა. გაავრცელა ემოციური დაუცველობა და სიღარიბე, რაც მოხდა ყველაზე მეტად ქალების და ბავშვების საზარალოდ. 
  1968. წლის. მაისის იდეოლოგები საზოგადოებას არწმუნებდნენ იმაში რომ ისეთი ლოზუნგები როგორიცა. „ ტკბობა, სექსუალური სიამოვნება დაუბრკოლებლად
// jouir sans entraves // ან  „ აკრძალულია აკრძალვა „ // il est interdit d’interdire // ანთავისუფლებს ინდივიდებს.
სინამდვილეში იმისთვის რომ შესაძლებელი იყოს ნდობის, უსაფრთხოების და სუსტთა მცველი საზოგადოების არსებობა აუცილებელია მათ შორის. ყველაზე ლეგიტიმური მისწრაფებების რეგულაცია.
ნაშრომში. „ ადამიანის დრო „ //  Le temps de l’Homme // მე. ვაჩვენებ თუ სად მიდის დეკონსტრუქტორების // déconstructeurs // ლოღიკა. 
ეს. დეკონსტრუქტორები მოითხოვენ   „ უკანასკნელი სექსუალური ტაბუ-აკრძალვების „ მოსპობას, ინცესტისდა ზოოფილიის დაშვებას. 
იმ დროს როდესაც საფრანგეთში. გავრცელდა უგუნებობა, დეპრესია, დაკნინების განცდა თქვენ საფრანგეთში ხედავთ ადამიანური ეკოლოგიისთვის შესაფერის  „ აჯანყებულ „ მიწას. რატომ ?
 
ესაა. ფრანგული. პარადოქსი:  დეკონსტრუქციის. ქვეყანაში ამ ბოლო წლებში დაიწყო ანტროპოლოგიური გამოღვიძება
 
მთელ მსოფლიოში ცნობილი ფრანგი მეცნიერები, მაგ. Jacques Derrida, ბოლომდე იყვნენ ლიბერტარულ ლოღიკაში. 
    ეს. დერრიდა. სიკვდილის. წინ ითხოვდა ჰომოსექსუალთა ქორწინების დაშვებას და ამავე დროს. ფიქრობდა. რომ ქორწინება როგორც ასეთი გაუქმებული უნდა ყოფილიყო!!!
 
ესაა. პატარა ნაბიჯების. და. ტროას. ცხენის. მეთოდი. ტროას ცხენი აღწევს ინსტიტუტის შიგნით ინსტიტუტის შიგნიდან დასანგრევად.
 
მიუხედავად. ამისა. საფრანგეთი არის. ღირსების. და. პიროვნების , ბიოეთიკური გამონაკლისის ქვეყანაც რომელიც. უარყოფს ცოცხალის გადაქცევას ყიდვა-გაყიდვის ობიექტად :  ადამიანის. სხეულის. ელემენტები რჩება კომერციის. გარეთ.
 
ანგლო-საქსურ ქვეყნებში და ზოგ ღარიბ რეგიონში მოთარეშე უტილიტარიზმი და ცოცხალის ყიდვა-გაყიდვის ობიექტად გადაქცევა ჯერ არ შეყრია საფრანგეთს.
 
საფრანგეთმა უარყო ქალის მიერ სხვისთვის შვილის გასაჩენად თავისი მუცლის გაქირავების იდეა.
 
საფრანგეთი წინააღმდეგობას უწევს. შეშლილ დღევანდელობას.
 
წინააღმდეგობაში ჩაბული არიან ყველა თაობის ფრანგები პოლიტიკოსების ჩათვლით…
 
ტრანსჰუმანისტური პროექტის მიზანია. ზეადამიანის // super-homme  // შექმნა , ცოცხალი ადამიანის. და. მანქანის შედუღაბება-შეერთება.
 
გაზრდილი ადამიანი //  homme augmenté// გიჟური ფანტაზიაა ?
 
გაზრდილი ადამიანი, ტრანს-ადამიანი, გენეტიკურად შეცვლილი ადამიანი //L’homme augmenté, le trans-humain, l’homme génétiquement modifié // იკაროსის. მითის. აქტუალიზაციაა და მისი ბოლოც დაპროგრამებულია :  დაცემა. და. სიკვდილი. ოღონდ იმ განსხვავებით რომ ამიერიდან ეს გვეხება ჩვენ ყველას.
 
ტრანსუმანისტური პროექტი მიზნად ისახავს ცოცხალი ადამიანის და მანქანის ჰიბრიდი. ზეადამიანის შექმნას. ის. დაკავშირებულია. ცოდნის არნახულ ზრდასთან ნანო-ტექნოლოგიების, მოლეკულური ბიოქიმიის, ინფორმატიკის. და. ნეირომეცნიერებათა 4 სფეროში.
ამ აკვიატებულ-აჩემებული იდეების გულშია ყოველგვარი ტრანსცენდენტურობის უარყოფა.
 
ამ აკვიატებულ-აჩემებული იდეის განსახორციელებლად გახსნეს სციენტიზმის პანდორას ყუთი, განსაკუთრებით  in vitro  ანუ ლაბორატორიაში, სინჯარაში ჩასახულ ემბრიონზე. ცოცხალ ასებაზე ცდების ჩატარებით. ცოცხალ არსებას ეპყრობიან როგორც საგანს.
 
ტრანსჰუმანისტების ჟინი და ავადმყოფური ფანტაზიები ეფუძნება მატერიალისტურ დოგმას და ამას პროპაგანდას უწევენ ყოველივე ამის მილიარდობით დოლარით დამფინანსებელი ინტერნეტის დიდი საერთაშორისო ფირმები. 
 
სახელმწიფოები ვერ ახერხებენ ამ ჩანაფიქრების რეგულაციას.
 
საფრანგეთის. პოლიტიკური სამყარო აზროვნებს მოკლევადიანი, არჩევნების თარიღებით განსაზღვრული პერიოდებით, მაშინ როდესაც აუცილებელია გრძელვადიანი პერსპექტივით მოაზროვნე ელიტა. მოკლევადიანი პერსპექტივით მოაზროვნე ელიტას არა აქვს კაცობრიობის, ადამიანობის, ისტორიის გლობალური ხედვა….
 
პოლიტიკურმა. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს. რომ ტრანსუმანიზმი არის ათასწლეულის უმთავრესი პრობლემა.
 
ეს ბიოპოლიტიკური გამოწვევა კლიმატურ პრობლემაზე უფრო მნიშვნელოვანი რამეა.
 
კაცობრიობის მომავალი დამოკიდებულია იმაზე მოგვერევა ტრანსჰუმანიზმი თუ ჩვენ მოვერევით მას.
 
მეცნიერების. რეგულაცია. ეთიკით. არის სასიცოცხლო, ვიტალური მნიშვნელობის იმპერატივი. 
 
რა. თქმა. უნდა. არ უნდა უარვყოთ შესანიშნავი მეცნიერული და სამედიცინო აღმოჩენები. მაგრამ დაკუნთულ მუტრუკს ასწავლიან რომ მან არ უნდა მიასკივდილოს ცემით სუსტები,პატარები და მოხუცები. 
 
   იგივე უნდა ისწავლონ ძალიან და ზოგჯერ მეტისმეტად ბევრი რამის მცოდნე მეცნიერებმა.
 
და თქვენი აზრით რა უნდა გააკეთოს  პოლიტიკურმა ხელისუფლებამ იმისთვის რომ დამკვიდრდეს ადამიანური ეკოლოგია?
 
მონდიალიზაციის და. ცოცხალის ყიდვა-გაყიდვის ხანაში განა ილუზორული არაა მისგან რამის მოლოდინი?
 
ადამიანური ეკოლოგია არის რეალობის პრინციპი რომელსაც პოლიტიკოსები ვერ გაექცევიან  ის თვითონაა პოლიტიკური მიზანი და ჩანაფიქრი ამ ცნების კეთილშობილი მნიშვნელობით ვინაიდან ესაა ინტეგრალური ჰუმანიზმისთვი  სამსახურის გაწევა ჩვენი საქმიანობის ყველა  სფეროში, ადამიანის ფიზიკური, ფსიქიური, ინტელექტუალური და სულიერი განზომილებებისთვის ანგარიშის გაწევით.
 
რაც.   რსც უფრო მეტი ამის მცოდნე ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკაში მით უფრო წინ წაიწევს ადამიანური ეკოლოგიაც.
 
 ყოველ ადამიანს. დღიდანვე. შეუძლია მოქმედება როგორც პოლიტიკოსს  თავისი კომპეტენციის სფეროში სამართალზე ზრუნვით,  ჰუმანიტარული მოღვაწეობით, მისი მხედველობის არეში მყოფებისთვის ინიციატივის გამოჩენით, სოციალურ მუშაკს შეუძლია ზრუნვა იმათზე ვისაც ის სჭირდება.
 
ჩვენ ამოვდივართ. სიახლოვიდან. და. კავშირებიდან პიროვნებებსა და მათ საქმნიანობას შორის რათა რეალისტურად შევხედოთ სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ განზომილებებს.
 
ვიღებთ „ სუბსიდიარობის პრინციპს „ და. უარვყოფთ  ინდივიდუალო-კოლექტივისტურ გადახრას  რომლისთვისაც. საზოგადოება არის   ტექნოკრატიის მიერ დამონებული უპასუხისმგებლო ავტონომიური ინდივიდების კოლექცია და ბრბო.
 
 ხელოვნურ. დაყოფა. დაპირისპირებებზე, ეგოთა ომებზე, ეფემერულ პოზებზე და რეალობის გამამარტივებელ ლოზუნგებზე დაბუძნებული, ადამიანის შესახებ ობიექტური ჭეშმარიტების უარმყოფელი პოლიტიკური ხელისუფლება ამაო და უაზროა.
 
საბედნიეროდ. ყოველ ჩვენგანს შეუძლია  მოცეულობის შეცვლა  საზოგადოებაში ცხოვრების რთული პრობლემის სხვებთან ერთად გადაჭრით.
 
ფრანგებს. უნდათ ნდობის საზოგადოება და საჭიროა ამ საზოგადოების საფუძვლიდან აგება.
 
ადამიანური ეკოლოგია. საბოლოო ანგარიშით „ მეტაპოლიტიკაა „ ვინაიდან პოლიტიკა უაზროა თუ კი ის არაა „ ადამიანის სიმაღლეზე „ რათა ყოველ ადამიანს დაეხმაროს საზოგადოებაში თავისი ადგილის დაკავებაში.
 
აღარ უნდა ველოდოთ. პროვიდენციალურ ადამიანს. ჩვენს ქვეყანა საფრანგეთს უყვარს იდეები, დიდი თეორიები, მაგრამ მას სჭირდება წყნარი, თავმდაბალი // humble  // ლიდერები.
უნდა  „ ჩამოვიდეთ ადამიანობაში „.
 
ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების ავადმყოფობაა რელატივიზმი და ჭეშმარიტების შეზიზღება, მისი აბუჩად აგდება.
 
  ჯერ იქნება. კულტურული ცვლილება და შემდეგ მას მოყვება პოლიტიკური ცვლილება.
   ტრანსუმანიზმი არსით არის  ყველა ღირებულების და იდეალის მოსპობა, ყველა ფესვის დაგლეჯა და საზოგადოების დანაყვა-გათხიერება. 
ამის საწინააღმდეგო ანტროპოლოგიური აჯანყება ლეგიტიმურია.

https://www.scienceshumaines.com/demain-les-posthumains_fr_23806.html

​ხვალე პოსტადამიანები, Jean-Michel Besnier, Demain les posthumainsHachette,2009

 

 ადამიანის. და. მანქანის შრწყმა-შეერთება, ინტერნეტთან და ვირტუალურ სამყაროებთან დაკავშირებული ტვინი, ნუმერიზებული მოგონებები რომლებიც იძლევიან სხეულის სიკვდილის შემდეგ სულის გადარჩენის გარანტიას….
ზოგი ფუტოროლოგის თქმით მეცნიერული წინსვლა ისეთია და იქნება რომ გაზრდილი, უკვდავი, ყველაფერი შესძლებლის შემძნე ადამიანის ცნობა შეუძლებელი იქნება.
მაშინ მნიშვნელოვანი იქნება ცოდნა იმისა თუ როგორი ადამიანის შექმნა გვინდა. და არა იმისა თუ რა არის ადამიანი.
უნივერსიტეტი Paris-IV-ის. ფილოსოფიის. პროფესორი მიშელ ბესნიეს //Michel Besnier  // თქმით ესოდენ აღტაცებულ-აღტკინებული ლაქლაქი სულაც არაა ოპტიმიზმის გაკვეთილი. პირიქით, ესაა უარყოფის, პასუხისმგებლობებზე უარის თქმის // abdication  // ფორმა.
ადამიანს აღარ თვლიან ღმერთის მიერ ღმერთის სახედ და ხატად შექმნილ და უკვდავი სულის მფლობელ არსებად.
კოპერნიკმა. გვითხრა. რომ ადამიანი არაა არც სამყაროს ცენტრში დარვინმა გვითხრა რომ ადამიანი არის მაიმუნის შთამომავალი.
ზიგმუნდ ფროიდმა გვითხრა რომ მაიმუნის შთამომავალ იდიოტ ადამიანს არ ესმის თუ რა არის მის მოქმედებათა ნამდვილი მიზეზი და მიზანი.
ეხლა. სულ მოწინავე პროგრესისტი მეცნიერები შლიან საზღვარს ადამიანს და მანქანას შორის,.
  იტალიელი. ფილოსოფოსი  Guido Calogero  მოითხოვდა ადამიანური მორალის გავრცელებას რობოტებზე რათა. შექმნილიყო. „ რესპუბლიკა არსებებისა რომლებსაც აქვთ უფლება რომ მათი ესმოდეთ //« république des êtres qui ont le droit d’être compris ».//
 Le Massachusetts Institute of Technology-ში (MIT) ეხლა ფიქრობენ რობოტების სამართალის შექმნაზე..
სამხრეთ კორეაში კი. წერენ ადამიანები-რობოტების ურთიერთობების ქარტიას.
Günther Anders-ს 50 წლის წინ ჰქონდა წინათგრძნობა. რომ  ადამიანს შერცხვება იმისა რომ ის არ იქნება მისი თვითმმართველი, მორალის მიმართ გულგრილი, სხვისი ტკივილის ვერ მგრძნობი და მალე შეუმცდარი ქმნილებების სიმაღლეზე.
ადამიანის. უდიდესი. დიდება მაშ უნდა იყოს. გაქრობა და ადგილის დათმობა თავისი საკუთარი ქმნილებისთვის, უარის თქმა ძველ ოცნებაზე ბატონობის და პასუხისმგებლობის შესახებ, წაშლა და ჩადნობა მანქანაში, უპასუხისმგებობა.
ეს სულაც არ იქნება ჰუმანიზმის ახალი ეტაპი.
J.6M. Besnier-ის თქმით ეს იქნება არსებობით და საკუთარი თავით დაღლილი არსების უკულტურობის, უნებისყოფობის და უსურვილობის ზეიმი…..
ა.  
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s