კომუნიზმის შემდეგ სატანიზმი ?

  1.  
    1. http://www.lefigaro.fr/lefigaromagazine/2006/03/17/01006-20060317ARTMAG90328-le_satanisme_capte_une_jeunesse_rebelle.php

 

სატანიზმი ხიბლავს 1960-1970-ანი წლების  ნიჰილიზმით შეპყრობილ აჯანყებულ ახალგაზრდობას.

  • კომუნიზმის მერე მთლა შიშველი სატანიზმი რომ არ მოვიდეს  მთლად ბრმად არ უნდა ავყვეთ გოგიაგვახარიებს და წინდახედულები უნდა ვიყოთ. 

 

Le satanisme capte une jeunesse rebelle

  • დიდი ფრანგული გამოცემა   Le Figaro

„ სატანიზმი საფრანგეთში  უფრო და უფრო ხიბლავს და იზიდავს. ახალგაზრდებს. წაბილწვების, მკვლელობების, და უწესობა-უკანონობების. ფაქტების რაოდენობა იზრდება უკვე 10 წელია…

უნდა. ვიცოდეთ რომ 15-ოდე ბავშვიდან ვინც თავი მოიკლეს რეგიონში Nord-Pas-de-Calais ამ ბოლო თვეებში ყველა დაუფარავად თვლიდა თავს სატანისტად !»
 

სექტანტური მოძრაობების სპეციალისტი. რელიგიათა ისტორიკოსი Jacques Cordonnier ღელავს ამ „ რელიგიური გადახრების „ გამო. 

ის ფიქრობს. რომ სატანიზმი ხიბლავს და იზიდავს. უკვე 9-10 წლის ბავშვებს.

ძლივს  მოზარდებად. გამხდარები კი ღიად გამოხატავენ თავის სატანისტობას ძალადობით თუ კრიმინალური აქტებით. 

ეს  მეცნიერი გვეუბნება რომ საფრანგეთში ყოველ წელს ჩადენილი დანაშაულებიდან სულ მცირე 500 ჩადენილია სატანისტების მიერ.

ერთადერთი მაგალითი. 2005 წელს 14 წლის 2 გოგო გადახტა Ivry-sur-Seine-ს კოშკის მე-17 სართულიდან. 

  ეს. თვითმკვლელობა თეატრალიზებული იყო: გოგონებმა დაპატიჟეს თანაკლასელები რათა ისინი ყოფილიყვნენ მე-17 სართულის ფანჯრიდან მათი გადახტომის, თვითმკვლელობის მოწმეები….

დღეს ვიცით რომ ეს. გოგონები სატანას. თაყვანისმცემლები //adoratrices de Satan// იყვნენ.

   თვითმკვლელობამდე. რამოდენიმე დღით ადრე  Julie-მ დაწერა თავის დღიურში ინტერნეტზე // ბლოგი // : „ არის ჭრილობა. საიდანაც მუდამ მოედინება სისხლი… ამ სიტყვებს თან ახლდა ხელფეხშეკრული და პირზე ალიკაპამოდებული გოგოს სადომაზოხისტური ფოტოების სერია: სიცოცხლის უარყოფა, ბოროტების აპოლოგია.

  რელიგიის. ლექსიკონი ამბობს. რომ სატანიზმი არის: „ სატანას და ბოროტების სულების კულტი რომელსაც თან ახლავს დამახინჯებული რელიგიური რიტუალები 

// შავი მესები, კუდიანობა-ჯადოსნობა-მაგია,sabbat, ღვთისმგმობელობა-წაბილწვა და სხვადასხვა რელიგიური პრაქტიკა //. „

 ინტერნეტზე ჩაწერთ სიტყვას «Satan» როგორც გამღებ სიტყვას და ნახავთ ოფიციალურად აღრიცხულ 40-ოდე საიტს // სინამდვილეში ინტერნეტში თარეშობს სატანისტთა თუ მოსატანისტოთა ათასობით არაფორმალური ჯგუფი. აქ ნახავთ დაჯერებულ-დარწმუნებული მუტრუკების ასობით ბლოგს.

 მაგ. 15 წლის Antoine: « მე თაყვანს ვცემ სატანას… მე მუდამ მოვიხრი ქედს სატანას წინაშეეე, მორჩა. „

   ან კიდევ იგივე ასაკის სხვა მუტრუკი რომელიც ემუქრება ვიღაცას : 

«  სინამდვილე ისაა რომ თქვენ ჩვენი გეშინიათ. თქვენ არ იცით თუ რისი ჩადენა შეგვიძლია. მაშ, იცახცახეთ, ძრწოდეთ! უარესი მოვა. პარტია დაიწყო ! !»

არის სიკვდილის განმადიდებელი ნაწერებიც.

კლინიკოსი ფსიქოლოგი Christophe Allanic ამბობს. რომ სატანასკენ მოზარდს ექაჩება თავისი მშობლებისგან გამოყოფის სურვილი.  ღმერთის. წინააღმდეგ აჯანყებული სატანას მსგავსად საკუთარი მეობის დამკვიდრების მსურველი ინდივიდუალისტი ახალგაზრდები. ხაზს უსვავენ თავის დაპირისპირებას მშობლების ავტორიტეტთან. 

აჯანყებული ანგელოზი ეშმაკი ერთადერთია. ვინც გაბედა ღმერთის გამოწვევა. მოზარდისთვის ის განასახიერებს მაცდურს, ბრალმდებელს, აჯანყებულს, ცილისმწამებელს.  ის გადაიქცა იდეალად ფრანგი ჯეელ-მუტრუკისთვის რომელსაც „ უნდა ავტონომია, ყოვლისშემძლეობა ღვთაებრივი კანონების გარეთ, ყველანაირი საზღვრების და შიშის დაძლევა., აბსოლუტური თავისუფლება, გამძაფრებული ლიბიდო, და ა.შ. //Christophe Allanic//.

გასატანისტობას თუ მოსატანისტობას ხშირად თან ახლავს გარეგნობის რადიკალური შეცვლა და გათავხედება.

  „ მათ. უყვართ მარტო შავი ფერი, მათ იზიდავს rock metal-ის ყველაზე უხეში ფორმები, შემაძრწუნებელი, ზარდამცემი ფილმები, ვამპირიზმი, წარმართული ემბლემები, სამხედრო სამოსი, კელტური ჯვრები, კანის რიტუალური გაჭრა//scarifications // , სიკვდილის განმადიდებელი ნაწერები. ყველაფერი ეს ძალიან საგანგაშოა „, ამბობს მენტალური მანიპულაციების წინააღმდეგ ცენტრის პრეზიდენტი Daniel Groscolas //Centre contre les manipulations mentales.//

სამაგიეროდ. ყველა ამბობს. რომ სატანიზმი არ უნდა გავაიგივოთ გოთიზმთან // gothisme.//.

მოზარდები  რომლებიც თავის. უგუნებობას და. ცუდად ყოფნას გამოხატავენ ფოლკლორული  ელემეტებით და რომანტიკულ-ავადმყოფური იდეებით არ არიან სატანას თაყვანისმცემლები მაგრამ დღევანდელი გოთური მოძრაობა სატანისტთა საყვარელი კარია ვინაიდან  „ ისაა ყველაზე ექსტრემელური. და. ყველაზე დამქცევ-დამღუპველი //la plus subversive»//.ამას ამბობს საფრანგეთის სექტარული გადახრების წინააღმდეგ სიფხიზლის და ბრძოლის სამინისტროთაშორისი მისიის //Mission interminérielle de vigilance et de lutte contre les derives sectaires, Miviludes// 2004 წლის ანგარიში.

ესაა მრავალ რამესთან დაკავშირებული და ბუნდოვანი რწმენის წვრილ-წვრილი ჯგუფები რომლებიც დღეს აერთიანებენ მრავალ ათას თაყვანისცემელს.

როგორც. წესი შეძლებული წრეებიდან გამოსული ბიჭ-ბუჭები კითხულობენ „ შავი პაპი „ Anton LaVey-ს „ სატანურ ბიბლიას „ //Satanic Bible// და არა ეგზიუპერის „ პატარა უფლისწულს „ თუ „ როლანდის სიმღერას „. სამი მუშკეტერიც აღარ ახსოვთ, თანამედროვე სატანიზმის დამფუძნებელი ანტონ ლავეის //გარდაიცვალა 1997 წელს// მიერ დაწერილი ეს ოხერი „ სატანური ბიბლია „ ფრანგულადაც ითარგმნა და მთელ მსოფლიოში გაიყიდა მისი 600 000 ეგზემპლარი. ესაა ეხლა ევროპელი სატანისტი მუტრუკების და გოგოცუნების სამაგიდო წიგნი.

ეს წიგნი არის მკრეხელობით სავსე 319 ფურცელი.

იქ შეიძლება წაიკითხოთ შემდეგი მოწოდება : 

„ დაამკვიდრეთ, შეასრულეთ. უფრო ძლიერის კანონი და მთელი დედამიწა იქნება თქვენი. თქვენ ასე დაიპყრობთ და დაიმორჩილებთ მთელ დედამიწას…„ ან კიდევ : 

„  შეაძრწუნეთ თქვენი მტერი, დარტყმას უპასუხეთ დარტყმით, ზიზღს და უკადრისობას უპასუხეთ ზიზღით და უკადრისობით… მუდამ 4-ჯერ, 100-ჯერ მეტად.„ 

  ამ სიტყვებს ღიალებს ტრადიციული როკის ექსტრემისტული ვარიანტი  black metal, რომელიც გაჩნდა 1980-ანი წლების ბოლოს. ესაა ღრიალი, სამგლოვიარო, დაკრძალვის  და ულტრარეალისტური მიზანსცენები, დასახიჩრებათა, მასტურბაციათა, ჯვარზე გაუპატიურებების… ოდნავ შენიღბული „ სურათები „.

ჯგუფების სახელებიც არაორაზროვანია:  : God Dethroned, Dark Funeral, Cephalic Carnage, Napalm Death…

რაც შეეხება. სიტყვებს სულისკვეთების გასაგებად საკმარისია ამ ფრაგმენტის გაცნობაც:

„ სიკვდილი ყველა ანგელოზს, დაე ჩამოცვივდნენ ციდან!  სიკვდილი და ნგრევა, დაე. ეს საღამო ააგიზგიზოს სატანურმა მკვლელობამ !  დაე მოკვდეს წმინდა ღმერთი !  „

// «Mort à tous les anges, qu’ils tombent du ciel ! Mort et destruction, que le meurtre satanique s’enflamme ce soir ! Que Dieu saint meure !»//

ახალგაზრდობის გადარჩენის იმედით კათოლიკურმა ეკლესიამ გამოაცხადა მობილიზაცია. თებერვლის დასაწყისში  საკითხის განსახილავად ლიონში შეიკრიბა ასიოდე მღვდელი.
ეგზორსისტი იყო ეპისკოპოსის მიერ მოვლინებული მღვდელი რომელსაც უნდა მიეღო, ესმინა, რჩევები მიეცა, ემკურნალა ლოცვით და ეშმაკის განდევნით.
ხშირად მღვდლებს მიმართავენ დაბნეული მშობლები რომლებსაც უნდათ თავისი შვილების სატანიზმიდან გამოთრევა. მაგრამ მათ ოკულტურ პრაქტიკებზე ლაპარაკობს ლიცეუმების და კოლეჯების ბევრი მოწაფეც. მღვდლები ცდილობენ მათთვისაც დახმარების გაწევას.
Benoît Domergue-მ 2005. წელს. გამოსცა ნაშრომი „ ახალგაზრდული კულტურა და ეზოტერიზმი „
DCulture jeune et Esotérisme (Ed. Bénédictines, 2005), რომელშიც ის ლაპარაკობს დღევანდელი კულტურის ანტიქრისტულ, ანტიქრისტიანულ ხასიათზე.
  ის ტეხს. განგაშს იმის გამო რომ წიგნის და. სხვა მაღაზიების ბავშვებისთვის განკუთვნილი თაროები სავსეა და ილეწება წიგნებით და თამაშ-სათამაშოებით რომლებიც ბავშვებს ასწავლიან სატანისტურ რიტუალებს.
   „ ზოგი მოდური კომიქსი და ვიდეოთამაში თვალშისაცემად შხამიანია.
მაგრამ რა უნდა უქნა უზარმაზარი შემოსავლის მომტან, მილიონობით საშინელების გამყიდველ ბაზარს.
   არის  ვიდეოთამაშები რომლის გმირებადაც ხდებიან მოთამაშე ბავშვები.
ერთ-ერთ თამაშში ბავშვი გადაიქცევა Manhunt-ად რომელიც საკუთარი ხელით კლავს ასობით მტერს,ახრჩობს მათ პლასტიკის პარკებით, ჭრის ყელს ბოთლების ნამტვრევებით…„
მშობლებმა უნდა გამოიჩინონ სიფხიზლე. ამ ოხრობასთან მებრძოლმა სპეციალისტებმა შექმნეს საგანგებო საიტი. ეს არაა არც დაშინება, არც დიაბოლიზაცია, არც საფრთხეებზე თვალის დახუჭვა.
უბრალოდ გაცნობიერებაა, სინათლის შეტანა ოკულტისტურ ბნელეთში.
ნიჰილიზმის ფორმა სატანიზმი
როდესაც. სატანას ფიგურა ხიბლავს ახალგაზრდებს
არის განსაკუთრებით musique-metal-ის // მეტალის მუსიკის// გამოკვლევით ცნობილი სოციოლოგი Nicolas Walzer, რომელმაც დაწერა ნაშრომი „ საერო, პროფანული სატანა: ჩაბნელებული ახალგაზრდობის პორტრეტი „  //Satan profane: Portrait d’une jeunesse enténébrée //.
მან ყურადღება მიაქცია ზოგი ახალგაზრდის დაინტერესებას სატანას ფიგურით.
ის დაინტერესდა ამ სატანიზმის კავშირით მუსიკალურ ჟანრებთან.
მუსიკა techno, rap, metal/ gothic  იზიდავს მიღებული თუ ისტორიული ეროვნული და კულტურული ღირებულებების უარმყოფელ  ნონკონფორმისტ ახალგაზრდებს.
ასეთ ახალგაზრდებს აცდუნებს სატანისტური სიმბოლოების გამოყენების იდეა და ისინიც იყენებენ ამ სიმბოლოებს. ამას ვხედავთ metal/ gothic-ის შემთხვევაში.
სატანიზმის ისტორიის შესახებ ბოლო ოც წელიწადში ყველაზე დოკუმენტირებული ნაშრომი იტალიურად გამოქვეყნდა 1994 წელს. და 1997 წელს გამოვიდა მისი ფრანგული თარგმანი.
ესაა  Massimo Introvigne-ს „ კვლევა სატანიზმის შესახებ //ფრანგულად  Enquête sur le satanisme, Paris,1997//.
400. ფურცელზე. მეტი. მოცულობის ამ წიგნი სატანიზმის წინაისტორიას საფრანგეთში  ათარიღებს XVII საუკუნით, შემდეგ კლასიკური სატანიზმის პერიოდად მითითებულია 1821-1951 წლები, დაბოლოს თანამედროვე სატანიზმი დაიწყო 1952 წლიდან.
Anton LaVey-მ // 1930-1997 // 1966 წელს აშშ-ში დააარსა სატანას ეკლესია
// ფრანგულად L’Eglise de Satan  //. 1969 წელს მან გამოაქვეყნა თავისი. „ სატანური ბიბლია „// ფრანგულად Bible satanique //….
სატანას. ეკლესია. არასოდეს ყოფილა მასობრივი მოძრაობა. და  მან თავისი მნიშვნელობა დაკარგა სქიზმების შემდეეგ, სეტის ტაძარმა // Temple of Set // გამოაქვეყნა სატანას ეკლესიის ისტორიის თავისი საკუთარი ვერსია.  შემდეგ კი გარდაიცვალა დამფუძნებელი.
  სატანიზმის. „ იატაკქვეშა „ პერიოდის შემდეგ გაჩნდა სატანიზმი რომელიც არ იხევს უკან რეკლამის წინაშე.

 Nicolas Walzer-ის თანახმად სატანიზმი როგორც ახალი რელიგია გაჩნდა მხოლოდ LaVey-სთან ერთად 1966 წლის შემდეგ.  სხვათა შორის ფაქტიურად  ათეისტური რელიგიური ორგანიზაცია:

„ სატანა არის სიცოცხლის მეტი ძალის მეტაფორა „ // გვ. 27//.

La Vey-ს მოქმედებამ და პუბლიკაციებმა ხელი შეუწყვეს სატანიზმის გავრცელებას.

1976. წელს საფრანგეთში გაჩნდა. სატანისტთა ფრანგული ფედერაცია // Fédération sataniste française //  წევრთა ძალიან მცირე რაოდენობით, Walzer-ის თქმით.

დღეს. სატანისტების უმრავლესობა მისდევს  La Vey-ს ხედვას. მათთვის სატანა არაა ბოროტი ძალა რომელსაც უნდა შესწირო სისხლიანი მსხვერპლი.  სატანა მათთვის არის რელიგიურ ასკეტიზმთან დაპირისპირებული ბუნების ძალა.

Walzer  ფიქრობს. რომ საფრანგეთში უნდა იყოს სატანისტური ორგანიზაციების ასიოდე წევრი.

სატანიზმის სახელით ისინი აშინებენ ხალხს და ეწევიან თვითრეკლამას. metal-ის ზოგი მუსიკოსი არის ამ ჯგუფების წევრი.

 

 Site internet de la Miviludes : www.miviludes.gouv.fr

 

Walzer ამბობს  ოკულტიზმში და სხვა მსგავს მოვლენებში // მაგია, სექსუალური მაგია თუ ქაოსის მაგია // არსებული საკულტო სატანიზმი უნდა განვასხვავოთ „ კულტურული „ სატანიზმისგან რომელიც. გავრცელებულია ახალგაზრდებში. ეს ახალგაზრდები სატანისტურ სიმბოლოებს იყენებენ როგორც მათი კონტრ-კულტურულობის ემბლემას.  მისი აზრით მუტრუკები სატანურ ბიბლიას კითხულობენ ისევე როგორც უყურებენ საშინელებათა ფილმებს.

დღვანდელი ადამიანი ერთობა სატანისტური ფანტაზიებით მაგრამ იშვიათად მიდის საკუთრივ სატანიზმამდეო, გვამშვიდებს ეს ავტორი.

რაც შეეხება კრიმინალურ მოქმედებეს // წაბილწვები, სასაფლაოების და ეკლესიების დარბევები,მკვლელობები, მათ შორის ელზასში კათოლიკე მღვდლის მოკვლა, ამის ჩამდენები უნდა იყვნენ სატანისტური ელემენტების გამომყენებელი ფსიქოტიკური პირები, ფსიქიური ავადმყოფები და არა ნამდვილი სატანისტები // პირადად მე არა მგონია რომ სატანისტობა შეიძლება იყოს ფსიქიური ჯანმრთელობის ნიშანი //.

ჩვენი ავტორი ამბობს. რომ სატანისტური ფანტაზიები შეიძლება ხელს უწყობდეს კრიმინალური მიდრეკილებების გამოვლენას და აძლიერებდეს მათ.

ხანდახან საფრანგეთის ტელევიზიითაც. შეიძლება თვალი და ყური მოკრა ასეთ რამეს.
ტერორისტი, სატანისტი, სურვივალისტი… მაინც ვინაა. სინამდვილეში Kristian ” Varg ”  Vikernes?
black métal-ის. ეს ნორვეგიელი მომღერალი  2013 წლის. ივლისში ის დაიჭირეს საფრანგეთში,Corèze-ში.  ითვლება რომ  მას შეიძლება ჩაფიქრებული ქონოდა „ მასშტაბური „ ტერორისტული აქტის მომზადება. ის სამშაბათს გაასამართლეს პარიზში. , 03.06.2014

ჯგუფი  black métal Burzum-ის ამ მომღერალმა. თქვა რომ თავისი საკმაოდ თავისებური მიდრეკილებების აღსაწერად  მან გამოიყენა მრავალი ცნება, მათ შორის სატანიზმი, ნაციონალიზმი, რასიზმი, წარმართობა და ნაციზმიც კი…

ნორვეგიული პრესა ამ  ნორვეგიელ „ ვარგს „ // მგელი ნორვეგიულად // უძახის ხან ტერორისტს და ხან არტისტს.

ტერორისტი ?

2013. წლის 16 ივლისს დილის 6 საათზე. პოლიციამ Corèze-ში გატეხა მისი სახლის კარი, სადაც ის ცხოვრობდა 2009 წლის შემდეგ ფრანგ Marie Cachet-თან ერთად ვისგანაც ყავს 3 ბავშვი.

ეჭვი იყო რომ  “Varg ” Vikernes აპირებდა. ტერორისტული აქტის ჩადენას. ბოლოს. და. ბოლოს ითქვა რომ ამ „ მგელს „. არ. ჰქონდა. არც. გარკვეული მიზანი და არც გარკვეული პროექტი. ის 48 საათი ჰყავდათ დაკავებული და შემდეგ ის გაუშვეს.

მაგრამ უნდა ითქვას რომ ამ კაცს აქვს მძიმე წარსული. 1993. წელს მას მიუსაჯეს 21 წლით პატიმრობა იმიტომ რომ მან დაწვა ეკლესიები, მოკლა თავისი მეგობარი გიტარისტი Oystein Aarseth-Euronymous black métal-ის ჯგუფში. მისი დაპატიმრების დროს ნორვეგიულმა პოლიციამ მის სახლში ნახა 150 კილო ასაფეთქებელი და იარაღი

  სატანისტი?

უნდა ითქვას რომ ეს კაცი ახალგაზრდობაში მეტისმეტად საინტერესო ვინმე იყო. 1990-ან წლებში ის გახდა  Black Metal Inner Circle-ს წევრი.

ეს ნორვეგიული ახალგაზრდული მოძრაობა გამოირჩეოდა ხელოვნებისადმი სატანისტური მიდგომით.

ოსლოს. ეს. პატარა. ბანდა. ამბობდა რომ არის. რადიკალურად ანტიქრისტიანული. მან სახელი გაითქვა იმით რომ დაწვა მრავალი ეკლესია. მათ შორის ამ მუტრუკებმა დაწვეს  Fantoff-ის მე-12 საუკუნის ეკლესია Stavkirke.

Vikernes  ამბობს. რომ თანამედროვეობის ყველა პრობლემის წყაროა ებრაელებთან დაკავშირებული ქრისტიანობა. მაგრამ ამბობს რომ არის ოდინისტი, ვოტანის მამა ოდინის თაყვანისმცემელი და არა სატანისტი.

ნაციონალ-სოციალისტი?

Vikernes  თავის ბლოგზე ამბობს და იმეორებს რომ მას ეჯავრება „ დაბალი რასები „

ის ამბობს. რომ ნაცისტები სამაგალითოდ იქცეოდნენ დანიაში და ნორვეგიაში და ამიტომაა ის ნაცისტი.

 

პატიმრობისას მან გააკეთა ნეონაცისტური საიტი. შემდეგ ის გახდა მოძრაობა National socialisme black métal-ის ვარსკვლავი.

სურვივალისტი ? საფრანგეთის  პოლიციამ Vikernes-ის სახლში 2013 წლის ივლისში ნახა იარაღი. ადვოკატმა თქვა. რომ ესაა. სურვივალისტთა. წყვილი და იარაღი ლეგალურადაა შეძენილი. ეს სურვივალისტები თვლიან რომ დღევანდელი გამოთაყვანებული კაცობრიობის მოქმედებები აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკოლოგიურ კატასტროფებს და მოლოდინში საკუთარი თავის და ოჯახების გადასარჩენად ქმნიან სურსათ-სანოვაგის, წყლის მარაგებს და იარაღის საწყობებს ასეა ამერიკაში, ევროპაში, რუსეთში….
ოდალისტი ?
   odal  არის. გერმანელი ხალხების ძველი ანბანი-რუნების ასო.
ამბები დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროს. რუნა მაშინ სიმბოლოდ გამოიყენა SS-ის ერთმა დივიზიამ
ცნება ოდალისტი ეხლა აღნიშნავს ექსტრემისტ მემარჯვენეთა ჯგუფებს რომლებიც იცავენ გერმანულ სისხლზე დაფუძნებულ ევროპულ მეობას.
1990-ან წლებში Vikernes  მონაწილეობდა მოძრაობაში All german heathen front  // გერმანელ წარმართთა ფრონტი // . ეს იყო ნეოწარმართ ულტრარასისტ ოდალისტთა ასოციაცია… მოკლედ დღევანდელობა აჩენს ბევრ გიჟს.
 
2005. წელს ფრანგულად. გამოიცა Paul Ariès-      Satanisme et vampirisme.Le livre noir- ანუ სატანიზმი და ვამპირიზმი. შავი წიგნი
რეზიუმე : სატანიზმის. განახლება ახალგაზრდებშიაღელვებს ხელისუფლებას : წაბილწვები და დარბევები, შავი თუ წითელი მესები, ძალადობის აქტები და თვითდასახიჩრება, ანტისოციალური გამოსვლებიდა გამოხდომები არის თანამედროვე სატანიზმის დამაფიქრებელი სიმპტომები.
მაგრამ ეს მიმდინარეობა. არ დაიყვანება გადაგვარებულთა უწესობაზე თუ უკანონობაზე.
    ის. ასევე. არის. მემკვიდრე. სიმბოლური სატანიზმისა. რომლის მიზანიზაა შეძვრა, შოკში ჩაგდება რათა ჩამოცვივდეს ჩვენი საზოგადოების ნიღბები.
ეს სატანიზმი დღეს იღებს ახალ სახეებს. ის შეთამაშებულია ვამპირიზმთან თუ ზოგ მარგინალურ სექსუალობასთან. ის. თანაარსებობს რელიგიურ თუ პოლიტიკურ ექსტრემისტულ იდეებთან.
ესაა ნიშანი იმისა. რომ ადამიანები ცუდად გრძნობენ თავს დღევანდელ საზოგადოებაში. ესაა. ულტრალიბერალური იდეოლოგიის. სიმპტომი. ის ახლოა ჩვენს საზოგადოებასთან და ამიტომაა. უფრო საშიში.
ის არაა კიბო ჯანმრთელ სხეულზე. ისაა ავადმყოფი საზოგადოების მეტასტაზი.
Il n’est pas un cancer sur un corps sain mais une métastase d’une société malade.

 

წიგნი მიზნად ისახავს იმის ჩვენებას თუ რატომაა სატანიზმის ეს იდეოლოგია საშიში როგორც მისი ადეპტებისთვის ისე მთელი საზოგადოებისთვის.

 

 
 
 
 
 
 

http://www.leparisien.fr/une/le-satanisme-seduit-17-02-2006-2006751825.php

ფრანგული გაზეთი Le Parisien;
Nathalie Perrier, Anne-Cecille Juillet, სატანიზმი ხიბლავს ევროპელ ახალგაზრდებს,2006. წლის 17 თებერვალი

პანიკაა. ეკლესიების და სასაფლაოების წაბილწვა-დარბევები, თვითმკვლელობები, 
ინტერნეტზე საიტების რაოდენობის ზრდა…სატანიზმი და. მისი ისეთი ავატარები 
როგორიცაა. „ გოთური კულტურა „ საფრანგეთში ხიბლავს,აცდუნებს და იზიდავს 
ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს.
სექტების წინააღმდეგ ბრძოლის სამინისტროთაშორისი მისია
ტეხავს განგაშს.
 
სატანასადმი მიძღვნილი ინტერნეტ-საიტების წარმატება, მოზარდებში
სატანური სიმბოლოების ბანალიზაცია, ჩვეულებრივ რამედ გადაქცევა,მათი
პოპულარიზაცია განსაკუთრებით მრავალი მუსიკალური ჯგუფის ან
Marylin Manson-ის ნაირი ვარსკვლავების მიერ, გატაცება შავი მაგიით, სასაფლაოების
პროფანაცია-წაბილწვა…
ახალგაზრდებში სატანისტური მოძრაობების პოპულარობის ზრდა
შემაშფოთებელია.
ინტერნეტში ეხლა აღრიცხულია 40-ოდე სატანისტური მოძრაობა.
საფრანგეთში მეთვალყურეობის ქვეშაა სატანიზმის 4 000 აქტივისტი.
შარშან ოქტომბერში Ivry-ში  ( Val de-Marne) ორმა გოგონამ თავი მოიკლა  
თანაკლასელების
თვალწინ. ისინი დაუფარავად ამბობდნენ რომ სატანას თაყვანისმცემლები იყვნენ.
 
ისინი იყვნენ შავი როკის და death metal-ის მუსიკის ფანები.
ერთი თვეა რაც ბრეტანი შეძრა კაპელების, ეკლესიების და საკრალური, წმინდა
სიმბოლოების წაბილწვა-პროფანაციამ.
ბოროტმოქმედებმა დატოვეს სატანიზმის კლასიკური სიმბოლოები:
გადაყირავებული ჯვრები, 5-ქიმიანი ვარსკვლავები //pentacles//, კედლებზე
 დაბღაჯნილი რიცხვი 666, ე.ი. სახელგანთქმული „ მხეცის ნიშანი „…
დღევანდელი სატანიზმი ფოლკლორიდან მიდის ნგრევამდე, მეტიც, სიკვდილამდე.
„ მოზარდები რომლებიც ცუდად გრძნობენ თავს.
 
ეს პირველ რიგში აღელვებს. სექტებთან მებრძოლ ასოციაციებს ვინაიდან 
სატანიზმი თუ არაა სექტა ამ სიტყვის მკაცრი გაგებით მან სატანისტს
შეიძლება უბიძგოს როგორც თვითონ სატანისტისთვის ისე მთელი საზოგადოებისთვის.
 საშიში მოქმედებისკენ.
 
სექტების წინააღმდეგ ბრძოლის სამინისტროთაშორისი მისიის. // Mivludes// 2004 წლის
ანგარიში მიუთითებდა. საფრანგეთში სატანისტურ გადახრათა გავრცელებაზე რაც 
ვლინდებოდა წაბილწვებში.
 
ვინ არიან სატანისტები?  
ისტორიულად ისინი არიან მონოთეისტურ რელიგიებში ბოროტების განსახიერება სატანას
თაყვანისმცემლები. დღეს ისინი არიან ბუნდოვანი მსოფლმხედველობის და რავალი
კავშირების მქონე ჰიბრიდული მიკროჯგუფები, ამას ამბობს Milvudes.
 
ამ ჯგუფების. წევრები როგორც წესი არიან  საზოგადოების შეძლებული წრეებიდან
გამოსული, ნასწავლი, მაგრამ საზოგადოებაში თავისი ადგილის ვერ მპოვნელი
ახალგაზრდები რომლებიხ ახდენენ სატანიზმის და ნიჰილიზმის სინთეზს და ზოგჯერ მიდიან
ნეონაციზმთან ფლირტაობამდე.
 
„ ესენი  სინამდვილეში არიან საკუთარი ადგილის ვერ მპოვნელი მოზარდები რომლებმაც არ 
იციან თუ რა არის სატანიზმი, დაასკვნა დემონოლოგიის სპეციალისტმა მამა Benoît Domergue-მ
რომელიც ურთიერთობს კოლეჯების და ლიცეუმების მოწაფეებთან.
ისინი ატარებენ ინტერნეტით , metal-ის ზოგი ჯგუფის მიერ, ფილმებით, კომიქსებით
თუ ზოგი წიგნით  გავრცელებული სატანისტური
 ფანტაზიებით შთაგონებულ რიტუალებს.
ეს სუსტი, ღირებულებების და იდეალების არმქონე ახალგაზრდები იოლად შეიძლება
დაიკარგონ არეულ დღევანდელობაში და მარგინალებად გადაიქცნენ.„
 
„ სატანური წმინდა ომი და ნეონაცისტური წმინდა ომი „
„ არის ძლიერი სტრუქტურების მქონე 40-ოდე სატანისტური ჯგუფი, მაგ „ 9 ანგელოზის ორდენი ანი სატანას მხეცები „ , რომლებიც ქადაგებენ ნეონაცისტურ იდეოლოგიას.
 
ეს ძალიან პატარა, მაგრამ უაღრესად საშიში ჯგუფები იყენებენ სატანიზმით და მისი სიმბოლიკით ამ  ამ გატაცებას ნეონაცისტური იდეოლოგიის. გასავრცელებლად იმ ახალგაზრდებში რომლებიც სატანისტური ნიღბების გარეშე არ მიიღებდნენ ამ ექსტრემიზმს. 
 
„ სატანისტური წმინდა ომის. და ნეონაცისტური წმინდა ომის ამ ერთმანეთთან დაახლოებაშია უდიდესი საფრთხე „, ამბობს. რელიგიათა ისტორიკოსი Paul Ariès.
 
9 ანგელოზთა. ორდენი ჰიტლერის Mein Kampf-ისთვის პატივის მისაგებად აწყობს ნამდვილ შავ მესებს.
 
სატანას ეკლესია მოითხოვს თანასწორობის დასასრულს, სიკვდილით დასჯის აღდგენას, რეპრესიული აპარატის გაძლიერებას და საუკეთესოთა გენეტიკურად გადარჩევას…
 
სიძულვილისკენ მოწოდება არის უკვე 30 წლის წინ ინგლისურად გამოცემულ „ სატანურ ბიბლიაში „ რომელიც ეწევა ქრისტიანული ბიბლიის პაროდირებას და ამბობს რომ არ უნდა მიუშვირო მეორე ლოყა., ხოტბას ასხამს სატანას, ცოდვის სიმბოლოს და ქადაგებს ზეადამიანის კულტს.
 
 
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s