ევროპის აფრიკანიზაციისკენ.

 

ფრანგული ჟურნალი  Le Courrier International, თარგმანი სტატიისა რომელიც გამოქვეყნდა იტალიურ ჟურნალში L’Espresso,  21.06.2006,

ხელახლა  დავასახლოთ ევროპა, ამბობენ ისინი

ეკონომიკის, სოციოლოგიის, დესერტად ფსიქოანალიზის ათწლეულების შემდეგ ეხლა დემოგრაფები დაფიქრდნენ მსოფლიოს ხვედრზე და მომავალზე.

„ ჩვენი დისციპლინის ხელახლა გამოჩენა მაინც და მაინც გერმანიაში არაა. შემთხვევითი იმიტომ რომ ის. გაჩნდა. სწორედ აქ 30-წლიანი ომის კატასტროფის შემდეგ „, ამბობს  Herwig Birg.

30-წლიანი ომი, რომელიც 1648 წელს დამთავრდა ვესტფალიის შეთანხმებებით იყო სასტიკი და ულმობელი სასაკლაო. რომლებმაც. ყველა. სოციალურ კლასში დაღუპა არნახულად ბევრი ადამიანი.

ევროპის  მთელი რეგიონები დაიცალა მოსახლეობისგან. გერმანია იყო ამ ომის მთავარი ველი. და. გერმანელები დაფიქრდნენ დემოგრაფიულ ნაკადებზე. 

 დემოგრაფიის. უდიდესი თანამედროვე თეორეტიკოსი Herwig Birg არის Bielefeld-ის დემოგრაფიული. კვლევების. ინსტიტუტი და. ავტორი წიგნებისარომლებიც ნაკლებად მყვირალა სათაურების მიუხედავად იქცა ბესტსელერებად. გერმანიაში.

მაგ. Die demographische Zeitenwende-ანუ „ დემოგრაფიული ტეხილი „ //2001// ან მოგვიანებით, Die ausgefallene Generation ) ანუ თაობა რომელიც გადახტა // 2005//.

თავის  ნაწერებში ბირგი ამბობს. რომ XXI საუკუნეში იქნება  „ კაცობრიობისთვის უმაგალითო დემოგრაფიული რევოლუცია „. 

ფროფესორს არ  უყვარს აპოკალიპტური აზრების აქეთ-იქით სროლა. მისი ყოველი განცხადება დასაბუთებულია. მათემატიკური მონაცემებით და სტატისტიკური ვარიაციებით. 

კაცობრიობისთვის უმაგალითო დემოგრაფიული. რევოლუცია. კი მისი თქმით ისაა  რომ ძლივს დაწყებულ საუკუნეში ევროპა იქნება ერთადერთი კონტინენტი სადაც იქნება მოსახლეობის შთამბეჭდავი და შეუქცევადი კლება.

აი სიზუსტეზე. რუდუნებით. შერჩეული ზოგი ციფრი : 1950 წელს // ე.ი. სექსუალურ და ა.შ. რევოლუციამდე და პერესტროიკებამდე // ევროპის მოსახლეობა შეადგენდა მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 25 %-ს, დღეს // ანუ სექსუალური და ა.შ. რევოლუციების და პერესტროიკების შემდეგ // მისი წილი დაეცა 11%-მდე და 2050 წელს ეს წილი იქნება 7 %. ეს ჭირი. შეეყრება სხვა ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებსაც.

გამონაკლისი იქნება აშშ სადაც. მოსახლეობა ისევ გაიზრდება, 

პროფესორის  პროგნოზის თანახმად ინდუსტრიალიზებული ქვეყნები // აშშ-ს გარდა//  საუკუნის ბოლოსთვის. უნდა გადაიქცნენ „ დემოგრაფიულ ჯუჯებად „.

ნოსტრადამუსის. წინასწარმეტყველება ?  სულაც არა. პროგნოზები ევროპის დემოგრაფიული დაცემა-დაკნინების შესახებ ეყრდნობა სტატისტიკურ მონაცემებს რომელთა უარყოფაც შეუძლებელია. 

2003 წელს. ყველაზე ნაკლებ შვილებს აჩენდნენ იტალიელები და ესპანელები

 //1,2 ბავშვი საშუალოდ //, მათ მოსდევდნენ გერმანელები // 1,3 //, ბრიტანელები და ჰოლანდიელები  საშუალოდ 1,7 ბავშვით.

 Herwig Birg ასევე. ხსნის. რომ მდიდარი ქვეყნების ქალებს შორის მარტო ამერიკელებმა შეინარჩუნეს გამრავლების ის დონე რომელსაც დემოგრაფები უწოდებენ „ მათემატიკურ იდეალს „, დაბადებათა საშუალო დონე რომელიც  იმიგრანტთა წვლილის გარეშე იძლევა ქვეყნის დემოგრაფიული სტაბილურობის გარანტიას.

გერმანიაში ოჯახთა მესამედზე მეტი უშვილოა.

​„ ნეგატიური ტენდენცია არაა. აბსოლუტური სიახლე ევროპაში, ამბობს დემოგრაფი.  უკვე ათწლეულებია რაც დავადეგით კატასტროფისკენ მიმავალ გზას.. „.  და. უმატებს // აი გერმანიაში მისი პოპულარობის

მიზეზი //:

 :   „. გერმანია. ყველა. სხვა. ქვეყანაზე. მეტად შევიდა ამ ჩიხში. „…
 
აი რამოდენიმე. ციფრი :  გერმანიაში, რომელიც ადრე  იყო ევროპის განვითარების ლოკომოტივი, დემოგრაფიული დაცემა დასავლეთში დაიწყო 1972 წელს და 1969 წლიდან დაიწყო აღმოსავლეთში, ევროპის. სხვა ქვეყნებზე ბევრად ადრე.
 
გერმანელებისაა. მეორე. მსოფლიო რეკორდიც :  გერმანიაში ყველაზე დიდია. უშვილო ოჯახთა პროცენტი // მესამედზე მეტი თაობაზე //.
 
2005. წელს. ძლივს 700 000 ბავშვი გაჩნდა გერმანიაში :  ესაა ქვეყნის. დემოგრაფიულ ისტორიაში ყველაზე. დაბალი. დონე.
 
რატომ აღარ აჩენენ გერმანელები შვილებს ? 
 
„ ისტორიკოსები. და. სოციოლოგები ამბობენ რომ ამის. მიზეზია კლონტრაცეფციის. საშუალებათა გავრცელება, მაგრამ არც კონტრაცეპტივები და არც ჰედონიზმის. ბატონობა ანუ ის. რომ ადამიანებს ტკბილად  დროისტარება ურჩევნიათ შვილების გაჩენით თავის გაცხელებას არ უნდა  იყოს საკმარისი ფენომენის ასახსნელად.
 
„ მე. დავსვი შემდეგი კითხვა :  როგორ მოხდა. ისე რომ ევროპაში ყველაზე უშვილო ქვეყანაა. გერმანია რომელმაც მე-19 საუკუნეში მოიგონა სოციალური დაცვა
 ( ფრანგულად protection sociale) და. სადაც მშობლები იღებენ მნიშვნელოვან დახმარებას ყოველი ბავშვისთვის?  
 
აი პასუხიც : 
 
 ეს. ადასტურებს ჩვენი ფისციპლინის ფუნდამენტურ კანონებს, რასაც. ვუწოდებთ ეკონომიკურ-დემოგრაფიულ ფარადოქსს. რაც უფრო მდიდარია. და. კომფორტულია საზოგადოების ცხოვრება, რაც უფრო მეტია და ძლიერია უსაფრთხოება და მომავლის გარანტიები მით უფრო ნაკლები ადამიანი ფიქრობს გრძელვადიან პერსპექტივაზე, მაგ. შვილების გაჩენაზე.„, ამბობს Herwig Birg.
 
 
დაიწყება. სოციალური, ეროვნული ერთიანობის კრიზისი
 
 
პროფესორი. ბირგის. ანგარიშით 2050 წელს. გერმანიაში იცხოვრებს დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი ანუ 20 მილიონით ნაკლები ვიდრე დღესაა. 56 მილიონი იტალიელის მაგივრად იქნება 37 მილიონი. იტალიელი, .
 
და. 2100 წელს. იქნება. 32 მილიონი. გერმანელი, 11 მილიონი. იტალიელი და. 11 მილიონი ესპანელი.
 
მოსახლეობის. ასეთი კლება. კი. გადააყირავებს ასაკთა პირამიდას. ევროპულ საზოგადოებებში უკვე თვალსაჩინოა თანდათანობითი დაბერება.
 
უშვილობას. ნაწილობრივ მაინც აანაზღაურებ ახალი ახალშობილებით და მიგრაციით,  მაგრამ. „  უკვე შეუძლებელია მომავალ 50 წელში  ევროპული საზოგადოებების დაერების შეჩერება „, ამბობს დემოგრაფი.
 
სამაგიეროდ. იქნება. შედეგები. რომლებსაც. ეხლა ვერ ვხედავთ.
 
„ წყვილები. მუდამ გააჩენენ. ბავშვებს „, ამბობდა 1950-ან წლებში გერმანიის კანცლერი Konrad Adenauer , მას ვერც წარმოედგინა. თუ რამოყვებოდა. სექსუალური რევოლუციის, რადიკალური ინდივიდუალიზმის  და ჰედონიზმის თარეშს. 
ხოდა. ნახევარი. საუკუნის შემდეგ  უშვილობის. გავრცელებამ და. ცხოვრების ვადის გახანგრძლივებამ შეიძლება მოსპოს სოციალური დაცვის // protection sociale //  სისტემა.
 
„ იქნება ევროპული ქვეყნების სოციალური, ეროვნული ერთიანობის. და. გეოპოლიტიკური ქსოვილის კრიზისი „, გვაფრთხილებს. პროფესორი ბირგი რომელიც ხედავს. რომ. იქნება. უფრო და უფრო ძლიერი დაპირისპირება დემოგრაფიულად უფრო და უფრო ღარიბ რეგიონებს და უფრო და უფრო ხალხმრავალ უზარმაზარ ქალაქებს შორის.
 
ესაა. უზარმაზარი ქალაქების რეალობა და არა. ზღაპარი ან ფანტასტიკა. ბერლინში, ლონდონში, პარიზში, და ა.შ. უფრო და უფრო მოხუც ავტოქტონებს უპირისპირდებიან მიგრაციის. სხვადასხვა ტალღიდან გამოსული ახალგაზრდები და არის კონფლიქტები.  
 
დემოგრაფისთვის უეჭველია. რომ „რამოდენიმე წელში  უცხოელი ახალგაზრდები იქნებიან  ევროპის. უზარმაზარი, უდიდესი ქალაქების 
// metropoles//. მოსახლეობის უმრავლესობა. „
 
ეს პროგნოზი ავლენს მომავლის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას : 
 
აუცილებელი ხდება. ინტეგრაციის. ადექვატური პოლიტიკა თორე ევროპის ქალაქები დაიმსხვრევა ათასობით გეტოდ თუ პარალელურ საზოგადოებებად.
 
მაგრამ პროფესორი Herwig Birg  აღიარებს. რომ ამ სტადიაზე დემოგრაფია არაა საკმარისი, საჭიროა სოციოლოგების დახმარებაც.
 
Stefano Bastano
 
ოჯახური პოლიტიკა
 
ევროპელთა ნახევარზე მეტს უნდა სულ მცირე 2 შვილი. მაგრამ ბევრი სიძვირის და მომავლის შიშის გამო არ აჩენს ორ შვილს.
 
ეს გამომდინარეობს ევროკომისიის. ფინანსური დახმარებით დაწერილი და შარშან თებერვალში გამოქვეყნებული ანგარიშიდან.
 
„14 ქვეყანაში ჩატარებული კვლევა აჩვენებს რომ  ოჯახებს სჭირდებათ სახელმწიფოს როგორც ფინანსური ისე სხვა სახის მორალური დახმარება.
 
ზოგ. ქვეყანაში // გერმანია, ჰოლანდია //  კი შვილი იმდენს არ უნდა   რომ  საეჭვოა რომ რამე გააწყოს ოჯახის  პოლიტიკამ „ .
 

 

Fondé en 1955 par Eugenio Scalfari, qui créera ensuite La Repubblica, le titre s’est vite imposé comme le grand hebdomadaire du centre gauche.

 

იტალიური მემარცხენე ცენტრისტული გამოცემა Espresso

არის 1956 წლის 30 ოქტომბერს დაბადებული Stephen William Smith, ისაა აფრიკული კვლევების პროფესორი აშშ-ს Duke-ს უნივერსიტეტში, აშშ-ს მოქალაქე.

1986-2005 წლებში ის იყო აფრიკის სპეციალისტი ჟურნალისტი საფრანგეთის პრესისთვის. მან ფრანგულად გამოაქვეყნა 13 წიგნი.

2018. წევრს. მან გამოაქვეყნა ნაშრომი „ გადასახლება ევროპაში-ახალგაზრდა აფრიკა გზაზე ძველი კონტინენტისკენ „ // La Ruée vers l’Europe)La jeune Afrique en route pour le Vieux continent .. სადაც  თქვა. რომ გადასახლება ერთი კონტინენტიდან მეორეზე თვალშისაცემი ფაქტია, რომ მიგრაციის მომხრეობას თუ მოწინააღმდეგეობას არა აქვს არავითარი აზრი და. სცადა მომავლის სხვადასხვა სცენარის გამოვლენა.


​„ ევროპა გააფრიკულდება„ : Stephen Smith-ს უნდა დებატის დამშვიდება.

მან შეგვახსენა. რომ 2050 წელს იქნება 2,5 მილიარდი აფრიკელი და 450 მილიონი ევროპელი.

 

205ო. წელს. აფრიკაში იცხოვრებს. 2,5 მილიარდი ადამიანი.  აფრიკის. სპეციალისტი Stephen Smith  თვალს უსწორებს რეალობას. აფრიკელი ახალგაზრდები მოდიან ევროპაში სადაც ევროპელებს აღარ უნდათ შვილების გაჩენა.

ევროპა განიცდის მიგრაციულ კრიზისს. ამ თემატიკამ განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა იტალიაში ბოლო არჩევნების დროს. ევროკავშირში ცხოვრობს 510 მილიონი ადამიანი, მათ შორის 21 მილიონი, მოსახლეობის. დაახლოებით 4 %  არაევროპელია (ციფრები Eurostat 2016).

საუბარი აფრიკის. სპეციალისტ Stephen Smith-თან. მისი თქმით ევროპაში მოდიან ის მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობების მქონე აფრიკელები და არა ღატაკები.

თქვენ ამბობთ რომ აფღიკელების აფრიკიდან ევროპაში გადმოსახლება გარდაუვალია. რატომ ?

იმიტომ რომ აფრიკა. ამთავრებს თავის დემოგრაფიულ გარდაქმნას // transformation démographique// და ამავე. დროს არის კეთილდღეობის საწყისი.

დრო როდესაც იყო მრავალრიცხოვანი ოჯახები და დიდი სიკვდილიანობა აფრიკაში მთავრდება იქ დადგა  უფრო მცირერიცხოვანი და უფრო დღეგრძელი ოჯახების დრო.  ასეთ დროს. მსოფლიოს. ყველა ნაწილიდან იყო მასობრივი მიგრაცია. აფრიკა არ იქნება გამონაკლისი.

დღეს ევროკავშირში ცხოვრობს. 500 მილიონი ადამიანი. მის პირისპირ აფრიკაში ცხოვრობს 1,25 მილიარდი აფრიკელი. 2050 წელს იქნება 2,5 მილიარდი აფრიკელი და 450 მილიონი ევროპელი. ახალგაზრდა აფრიკელები დაიწყებენ ცხოვრების უკეთესი შანსების ძიებას ევროპაში. ეს ეწერება ფაქტებში.

თქვენ ამბობთ. რომ  ევროპაში გადმოსახლება მოუნდება ას მილიონზე მეტ აფრიკელს. საიდან ასეთი ციფრები ?

ესაა. ვარაუდი მომავალი თაობებისთვის 2050 წლის ჰორიზონტზე. ამას გვაფიქრებინებს. ისტორიული. მაგალითები. ყელაზე ახლო :

1975 და 2010 წლებს შორის მექსიკის მოსახლეობა გაორმაგდა. იქ უკვე 120 მილიონი კაცი ცხოვრობდა და არა 60 მილიონი. და. დაახლოებით 20 მილიონი მექსიკელი გადასახლდა აშშ-ში, მათი ბავშვებით. დღეს ისინი შეადგენენ აშშ-ს მოსახლეობის 10 %-ს.

უფრო ადრე. 1850 წელსა. და პირველ მსოფლიო ომს შორის ევროპიდან გადასახლდა 60 მილიონი ევროპელი. 43მილიონი ევროპელი გადასახლდა ამერიკაში. 

დიდი ხნის მანძილზე. ყოველ ევროპელ ოჯახს. ბიძა ყავდა  ამერიკაში.

მე. ვამბობ რომ. ორ თაობაში ყოველ ევროპულ ოჯახს ეყოლება აფრიკელი ძმისშვილი ან დისშვილი. ევროპა გააფრიკულდება.// ანუ აფრიკის ევროპეიზაცია დამთავრდა, დაიწყო ევროპის აფრიკანიზაცია //.

აფრიკა განიცდის კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს დემოგრაფიულ ზრდას და. მიგრაციული ზეწოლა იქ მაქსიმალურია. ამავე. დროს ეხლა. უფრო და. უფრო მეტ აფრიკელს შეუძლია ევროპაში გადასასახლებლად საჭირო თანხების-სულ მცირე 2-3 ათასი ევროს შეგროვება. 
 
ევროპაში კი უკვე არის აფრიკელთა თემები. რომლებიც გააადვილებენ აფრიკელთა დამკვიდრებას. 
მთავარია იმის გაგება. რომ მოდიან   ყოჩაღები რომელთაც  შეძლეს  წამოსვლისთვის აუცილებელი თანხების შეგროვება, რომელთაც აქვთ მხარდამჭერი ქსელები და არა ბეჩავი ღატაკები.
მილიონობით აფრიკელი   უკვე გზაშია ევროპისკენ.
 
მასობრივი ინფორმაციის  საშუალებები. ლაპარაკობენ. რომ  ბეჩავი აფრიკელები გარბიან  ჯოჯოხეთად ქცეული აფრიკიდან.
სინამდვილეში  კი მიგრანტთა  უმრავლესობა დღეს მოდის  ისეთი იმედიანი ქვეყნებიდან როგორებიცაა სენეგალი, განა, სპილოს ძვლის სანაპირო თუ ნიგერია.
ჩვენ. ვლაპარაკობთ მარტო მიგრაციის გმირულ ფაზაზე, როდესაც ინდივიდი გადალახავს ათას დაბრკოლებას რათა მივიდეს აღთქმულ მიწამდე.
მიგრანტი კი არის ადამიანი  ვისაც არ სჯერა თავისი ქვეყნის მომავლისა.
 
და ბოლოს ჩვენ  ვფიქრობთ რომ  მიგრანტის ხსნაა ევროპის მიწაზე ფეხის დაბიჯებაც. სინამდვილეში ინტეგრაცია არის ხანგრძლივი დიდი შრომა რომლის წარმატებაც ხშირად ჩნდება მეორე,მეტიც, მესამე თაობაში
 
ევროპის პოლიტიკა. ნაყოფიერია ?
 
მიგრანტების მოსაგერიებლად ევროპას უნდა. ფულის კედლის აგება თავის სამხრეთ საზღვრებთან. 
ევროპამ 6 მილიარდი ევრო მისცა თურქეთს რათა მან გააჩეროს 2,5 მილიონი მიგრანტი და. იტალია ელაპარაკება ლიბიაში მოთარეშე  ბანდების ბელადებს რათა მათ გააჩერონ საჰარას სამხრეთიდან მომავალი მიგრანტები.
 
Sahel-ში ევროკავშირი პირდება  რენტას მთავრობებს ვინც დააკავებენ მათ მოსახლეობას, მაგრამ ამ ფულს მალე და იოლად გაფლანგავენ მმართველი ელიტები.  ეს. არაა საჭირო პასუხი.  სხვა მასშტაბზე გადასვლაა საჭირო. 
 
და. როგორი პასუხია საჭირო?
 
მთავარი პრინციპი ისაა. რომ ევროპამ უნდა გადაწყვიტოს თუ ვინ მოხვდება ან არ მოხვდება ევროპაში. 
არაფერი არ უნდა ხდებოდეს მიმღების, მასპინძლის გარეშე. 
მიღების უფლება  არ ხორციელდება სიცარიელეში. 
 
საზღვარი არაა ბარიერი, ზღუდე, ისაა  ერთმანეთის პრობლემების მცოდნე მეზობლების ურთიერთობების, მოლაპარაკებების სივრცე.
 
აფრიკა განიცდის მიგრაციულ ზეწოლას დამას არ ძალუძს ყოველ წელს 22 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა რაც საჭიროა მის შრომის ბაზარზე პირველად მოსულებისთვის სამუშაოს მისაცემად.
 
მაშ, ევროპაა უნდა იყოს გადაწყვეტის ნაწილი. 
 
სხვანაირად. ვერ იქნება იმ შემთხვევაშიც როდესაც ევროპა ვერ იქნება გადაწყვეტა. გადაწყვეტის. ნაწილია აფრიკაში ბავშვთა გაჩენის. საჩქარო გაკონტროლებაც…
 
ძლიერია. საკუთარ თავში ჩაკეტვით ცდუნება, რასიზმი…
 
იმიგრაციის. უარყოფა. არაა. მაინც და მაინც რასიზმი. 
Brexit-ის დროს ვნახეთ რომ ბრიტანელებმა უარყვეს პოლონელები მაშინ როდესაც პოსტკოლონიალურ მიგრაციას არ შეუქმნია პრობლემა დიდ ბრიტანეთში.
 
ტყუილია. იმის თქმაც რომ ევროპის საზღვრების გახსნა საკმარისი იქნება აფრიკის განვითარებისთვის.
არაა საჭირო ვითარების გამარტივება ! 
 
როგორ. უნდა. დავამშვიდოთ დებატი ?
 
არ უნდა მოვიქცეთ ისე თითქოს მიგრაცია სიკეთეს გამოყოფს ბოროტებისგან. 
 
ევროპის ნახევარი იქცევა ისე თითქოს მიგრაცია მოკლავს ევროპის სულს. ევროპის მეორე ნახევარი კი ამტკიცებს რომ სწორედ მიგრაცია დაამტკიცებს რომ ევროპას აქვს სული.
ეს არაა ევროპის სულის არსებობა-არარსებობის პრობლემა.
 
ესაა ევროპის და აფრიკის კეთილმეზობლობის საკითხი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s