ზორო-უნაბომბერი !!!

სინამდვილეა ეს და არა ჰოლივუდის საშინელებათა ფილმი, შეშლილი დღევანდელობის მიერ დაღუპული გენიოსის და სხვათა ტრაღიკული ისტორია

 

 
 
   ტუხაჩევსკი, ძერჟინსკი, ბჟეზინსკი, კაჩინსკი, მოკლედ მაგარი კამპანიაა….
 აშშ-ში მას უძახოდნენ Unabomber-ს. 1978 წლიდან 1996. წლამდე. მას. დაეძებდნენ აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო და დაზვერვის ცენტრალური სააგენტო რომლებმაც მისი თავი შეაფასეს მილიონ დოლარად.  18 წლის მანძილზე Kaczynski ფოსტით უგზავნიდა ბომბებს უნივერსიტეტის პროფესორებს, კომპიუტერის გამყიდველებს, საჰაერო კომპანიების პატრონებს…. შედეგი :  3 მკვდარი, 23 დაჭრილი. 
 
1995. წელს მან მუქარით მიაღწია იმას რომ Washington Post-მა და New York Times-მა გამოაქვეყნეს. მანიფესტი „ ინდუსტრიული საზოგადოების მომავალი „.
 
1996. წელს. ის. ბოლოს და. ბოლოს. დაიჭირეს იმიტომ რომ მისმა ძმამ 1971 წლის მანიფესტში ამოიცნო ამ ტექსტის ესკიზი.
 
Jacques  Ellul-ის. ნაშრომების. გავლენის განმცდელი Theodore Kaczynski  ტექნოლოგიას  უყურებს. თავისუფლებისკენ მისწრაფებაზე უფრო დიდ ძალას და ასკვნის  რომ 
„ ინდუსტრიულ-ტექნოლოგიური კომპლექსის. რეფორმა შეუძლებელია და ამიტომ მოუწოდებს ამ კომპლექსის უბრალოდ დანგრევისკენ.
 
მისი სიგიჟე  და რადიკალობა გიჟური და რადიკალური ეპოქის ნაყოფია.
 
ეს ეპოქალური დოკუმენტი ფრანგულადაც გამოსცეს, ჩავუღრმავდეთ 😂
 
 
 
 
 
 
ნაწყვეტი უნაბომბერის. მანიფესტიდან (1995) შესავალი :
 
  1. ინდუსტრიული რევოლუცია  და. მისი შედეგები კატასტროფა იყო კაცობრიობისთვის. 
  2. მათ ძალიან გაზარდეს  ცხოვრების. ხანგრძლივობა იმათი. ვინც. ცხოვრობს „ მოწინავე-დაწინაურებულ „ ქვეყნებში, მაგრამ მათ მოახდინეს. საზოგადოების დესტაბილიზაცია, ცხოვრება ნაკლებად დამაკმაყოფილებელი გახადეს, ადამიანები უღირსობებს დაუმორჩილეს, საყოველთაოდ გაავრცელეს ფსიქოლოგიური ტანჯვა, მესამე სამყაროში გაავრცელეს ფიზიკური ტანჯვაც.

ინდუსტრიულმა  რევოლუციამ და. მისმა შედეგებმა. დიდად აზარალეს და დააზიანეს ბუნებრივი სამყარო.

 
 
    ტექნოლოგიის. განვითარების გაგრძელება კიდევ უფრო გააუარესებს და დაამძიმებს ვითარებას. ის. კიდევ უფრო. დიდ. უღირსობებს დაუმორჩილებს ადამიანებს. და  კიდევ უფრო დიდ ზარალს მიაყენებს ბუნებრივ სამყაროს.
 
ის. ალბათ გმოიწვევს სოციალურ ტეხილს და უფრო დიდ ფსიქოლოგიურ ტანჯვას და. მან შეიძლება. ფიზიკურად დატანჯოს. „დაწინაურებული-მოწინავე „ ქვეყნების მკვიდრებიც.
 
 

2.  ეს. ინდუსტრიულ-ტექნოლოგიური. სისტემა შეიძლება გადარჩეს ან შეიძლება დაინგრას.გადარჩენის. შემთხვევაში მან შეიძლება შეასუსტოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, მაგრამ ეს მოხდება გარდაქმნის. ხანგრძლივი და ძალიან მტკივნეული პერიოდის შემდეგ და. მხოლოდ ადამიანის და სხვა ცოცხალი ორგანიზმების მანუფაქტურულ პროდუქტებად და. სოციალური მანქანის უბრალო ჭანჭიკებად გადაქცევის ფასად.

ამას გარდა, თუ. სისტემა. გადარჩება. მისი შედეგები გარდაუვალი იქნება :   არ არსებობს. სისტემის. გარდაქმნის თუ შეცვლის საშუალება. ის ადამიანებს წაართმევს ღირსებას და ავტონომიას.

3. მტკივნეული. იქნება სისტემის დამხობის შედეგებიც, მაგრამ რაც უფრო დიდი გახდება სისტემა მით უფრო საშინელი იქნება მისი დამხობის შედეგები. ამიტომ ჯობია მისი უფრო ადრე დამხობა.

4. მაშ, ჩვენ აუცილებლად. ვთვლით ინდუსტრიული სისტემის წინააღმდეგ რევოლუციის მოწყობას.  ამ რევოლუციამ. შეიძლება გამოიყენოს ძალადობა და შეიძლება არ გამოიყენოს ის. ეს რევოლუცია შეიძლება უცაბედი იყოს. მას შეიძლება დასჭირდეს რამოდენიმე ათწლეული.

ჩვენ ვერაფერს ვიტყვით წინასწარ ამის შესახებ.

მაგრამ ჩვენ. ძალიან ზოგადად აღვწერთ ზომებს რომლებიც უნდა. მიიღონ იმათ ვისაც სძულს ინდუსტრიული სისტემა. ისინი გაუხსნიან გზას რევოლუციას საზოგადოების ამ ფორმის წინააღმდეგ. 

ეს არ  უნდა იყოს. პოლიტიკური რევოლუცია. მისი მიზანი არ იქნება მთავრობების დამხობა. მისი მიზანია  დღევანდელი საზოგადოების ეკონომიკური და ტექნოლოგიური საფუძვლის დანგრევა.

5. ამ წერილში ჩენ ყურადღებას მივაქცევთ  ინდუსტრიულ-ტექნოლოგიურისისტემიდან გამოსულ ნეგატიურ ელემენტებს. 

ჩვენ მხოლოდ. გაკვრით შვეხებით ან სულ არ ვახსენებთ სხვა მოვლენებს.

ეს არ. ნიშნავს იმას რომ ჩვენ ამ სხვა ელემენტებს უმნიშვნელო რამედ ვთვლით.

პრაქტიკული. მოსაზრებებით. ჩვენ ჩვენი დისკუსია. უნდა. შემოვფარგლოთ სექტორებით რომლებსაც საზოგადოებამ არ მიაქცია საკმარისი ყურადღება ან რომლებზეც გვაქვს რამე ახალი სათქმელი.

ასე. მაგალითად არის. განვითარებული ეკოლოგიური და ველური სიცოცხლის დამცველი საზოგადოებები და. ჩვენ ძალიან ცოტა დავწერეთ ბუნებრივი გარემოს თუ ველური ბუნების მოსპობაზე, თუმცა ამ სიუჟეტებს ჩვენ ვთვლით ძალიან მნიშვნელოვან თემებად.

თანამედროვე. მემარცხენეობის // gauchisme moderne //. ფსიქოლოგია

6.  ყველა ან თითქმის ყველა აღიარებს. რომ ჩვენ ვცხოვრობთ დიდად მღელვარე არეულ-დარეულ საზოგადოებაში.

ჩვენი სამყაროს სიგიჟის. ერთ-ერთი ყველაზე. გავრცელებული ფორმაა მემარცხენეობა-gauchisme რომლის. ფსიქოლოგიის. განხილვაც იქნება შესავალი საზოგადოდ თანამედროვე საზოგადოების პრობლემების განხილვისთვის.

7.  მაგრამ რა არის ეს ოხერი მემარცხენეობა-gauchisme?

XX  საუკუნის პირველ ნახევარში მემარცხენეობა. შეიძლებოდა პრაქტიკულად გაიგივებულიყო სოციალიზმთან.

დღეს ეს მოძრაობა. დამსხვრეული და გაფანტულია, ძნელია იმის დადგენა თუ ვის შეიძლება ეწოდოს მემარცხენე. როდესაც  ამ წერილში. ვლაპარაკობთ მემარცხენეებზე ჩვენ უმთავრესად ვგულისხმობთ სოციალისტებს, კოლექტივისტებს, „. პოლიტიკურად კორექტულ „ ინდივიდებს, ფემინისტებს, გეი აქტივისტებს…პირუტყვთა. უფლებების აქტივისტებს და ყველა ამნაირ ხალხს. მაგრამ ამ მოძრაობებთან დაკავშირებულ ინდივიდებს შორის ყველა არაა მემარცხენა-gauchiste.

მემარცხენე-gauchiste  უფრო ფსიქოლოგიურიტიპია ვიდრე  ასოცირებული ტიპების კოლექცია თუ იდეოლოგია….

9. თანამედროვე  მემარცხენეობა-gauchisme-ს საფუძველში არის ორი ფსიქოლოგიური ტენდენცია-ჩამორჩენილობის, სიმდაბლის // infériorité// და ზესოციალიზაციის // sursocialisation // განცდები. 

ჩამორჩენილობა-სიმდაბლის განცდა აქვს. მთელ თანამედროვე მემარცხენეობას, მაშინ როდესაც ზესოციალიზაცია ახასიათებს თანამედროვე მემარცხენეობის ერთ თუმცა ძალიან გავლენიან სეგმენტს.

10. ​ჩამორჩენილობა-სიმდაბლის ცნება აქ ნახმარია არა მარტო მისი უმკაცრესი მნიშვნელობით.

ესაა თავმოყვარეობის არქონა, უძლურების განცდა, დეპრესიუი ტენდენცები, დამარცხების სურვილი // défaitisme//, დანაშაულის ჩადენის განცდა, საკუთარი თავის სიძულვილი, და ა.შ…

15.  gauchistes-მემარცხენეებს სძულთ ყველაფერი რაც ჩანს ძლიერ, კარგ, წარმატებულ რამედ.

მათ. სძულთ ამერიკა, დასავლური ცივილიზაცია, თეთრკანიანი მამრები, რაციონალობა.

ისინი  ამბობენ რომ მათ სძულთ დასავლეთი იმიტომ რომ ის არის მეომარი, იმპერიალისტი, სექსისტი, ეთნოცენტრული და ა.შ. მაგრამ თუ კი იგივე თვისებები ჩანს სოციალისტურ ქვეყნებში ან ველურ-პირველყოფილ კულტურებში მემარცხენე-gauchiste ამართლებს მათ, უკეთეს შემთხვევაში ის უგულოდ და უხალისოდ აღიარებს მათ არსებობას.

სამაგიეროდ. მემარცხენე-gauchiste  ენთუზიაზმით და არანორმალური გადაჭარბებით აღნიშნავს ამ თვისებების არსებობას დასავლურ ცივილიზაციაში.

ე.ი. მას სძულს ამერიკა. და. დასავლეთი იმიტომ რომ ისინი ძლიერები და წარმატებულები არიან.

16. ისეთ ცნებებს. როგორებიცაა  საკუთარი თავის ნდობა, დამოუკიდებლობა, ინიციატივა, წარმოება, ოპტიმიზმი, და ა.შ. ცოტა ადგილი თუ აქვს. მემარცხენე-gauchiste-ს ლექსიკონში.

მემარცხენე-gauchiste. არის. ანტი-ინდივიდუალისტი, პრო-კოლექტივისტი, მას უნდა რომ საზოგადოებამ დააკმაყოფილოს ყოველი ადამიანის საჭიროებები ამ ადამიანთა გაუნძრევლად, რომ საზოგადოებამ იზრუნოს მასზე.

მემარცხენე-gauchiste-ს არ სჯერა რომ მას აქვს თავისი საკუთარი საჭიროებების და მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უნარი.

მემარცხენე-gauchiste  უპირისპირდება კონკურენციის კონცეფციას იმიტომ რომ გულის სიღრმეში ის საკუთარ თავს ხედავს დამარცხებულად.

Virginie Ikky,  Ted Kaczynski, Unabomber, 2015 წლის 24 მაისი
 
 
 

 

Ted Kaczynski  Montana-ში დაკარგული თავისი მიწის ნაკვეთიდან 1978-1995. წლებში ტერორის კამპანიას ატარებდა აშშ-ს ტერიტორიაზე. მან მოკლა 3 კაცი  და დაჭრა 23. სამართალდამცველები მას დიდხანს დასდევდნენ. ქვეყანას ეს ძვირად დაუჯდა.

მათემატიკის. გენიოსი Ted Kaczynski გაექცა თანამედროვე საზოგადოებას. მან სცადა პირველყოფილი საზოგადოებების ცხოვრებით ცხოვრება, მაგრამ თანამედროვე ცივილიზაციამ მას არ მისცა. გასაქანი და ისიც გაბოროტდა. მან დაიწყო მოქმედება რათა თავისი წვლილი შეეტანა თანამედროვე ცივილიზაციის დანგრევაში. მაგრამ მას უნდოდა თავისი იდეების პოპულარიზაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ამ სურვილმა  განაპირობა მისი მარცხი.


Ted Kaczynski დაიბადა 1942 წლის 22მაისს ილინოისში, Evergreen Park-ში, პოლონელ იმიგრანტთა ოჯახში.

9. თვის ასაკში მას. დაემართა. მძიმე. მედიკამენტური ალერგია, შეეყარა ჭინჭრის ციება

 // urticaire //.  ის. 8 თვის. მანძილზე იზოლირებული იყო საავადმყოფოში. მშობლებს და. გარემოს ჩამოშორებული ბავშვის პიროვნებაში მოხდა. ცვლილებები . მის. ფსიქიკაზე იმოქმედა 1949 წლის 9 ოქტომბერს მისი ძმა დავიდის დაბადებამაც.

 ის იყო. ზენიჭიერი //. ფრანგულად. surdoué // ბავშვი. ის. გადაახტა. მრავალ კლასს. ლიცეუმში. ის. გაიტაცა მათემატიკამ. ის 16 წლისა იყო. როდესაც მიიღეს ჰარვარდის. უნივერსიტეტში. მან იქ. დაიცვა თავისი პირველი დიპლომი.  25. წლის Ted Kaczynski   მათემატიკის დოქტორი გახდა მიჩიგანის უნივერსიტეტში.

თავისი ზენიჭიერობის და ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ისედაც მარგინალიზებულმა Ted Kaczynski-მ მისდა. სამწუხაროდ 1962. წელს. მონაწილეობა მიიღო შემაშფოთებელ ფსიქოლოგიურ  ექსპერიმენტში რომელსაც ატარებდა. ფსიქოლოგიის პროფესორი Henry Murray.

ამ ექსპერიმენტის ნებაყოფლობით მონაწილე ახალგაზრდა სტუდენტებს თავიდან წერილობით უნდა აღეწერათ მათი რწმენა, შეხედულებები და მათი ყველაზე ინტიმური მისწრაფებები. 

შემდეგ. ახალგაზრდების. ნაწერებს. საჯაროდ მასხრად იგდებდნენ და ამცირებდნენ. ელექტროდები კი აღნუსხავდნენ ამ სტუდენტების. ფიზიოლოგიურ და ემოციურ რეაქციებს.

Kaczynski. ამ „ ექსპერიმენტულ „ საჯარო შეურაცხყოფებს და დამცირებებს იტანდა კვირაში ერთხელ 3 წლის მანძილზე.  

უნდა. დაზუსტდეს. რომ. დოქტორი  Murray-ს ეს ძალიან სპეციალური ექსპერიმენტები კვებავდა Central Intelligence Agency-ს // ანუ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს // CIA// გამოკვლევებს ტვინის რეცხვის თაობაზე რომელსაც ერქვა Project MKUltra.

დღეს. ფართოდ. გამოყენებული ამ ხერხების მიზანია ჩვენი თავისუფალი ნების გარკვეული მიმართულებით წარმართვა. ჩვენი ტვინის cortex-ის კოგნიტიური, ფიზიოლოგიური და ნეიროლოგიური შეცვლით.

აი ამ საშინელების გადატანის მიუხედავად 1967. წლის. მაისის. ბოლოს Ted Kaczynski გახდა

კალიფორნიაში Berkeley-ს უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორის. თანაშემწე.

მაგრამ მას,უკვე. მეტისმეტად არეულს, კონფლიქტი მოუვიდა. სტუდენტებთან და 1969 წელს 26 წლისა ის გადადგა თანამდებობიდან. უნიჭიერესმა მათემატიკოსმა უარი თქვა მეცნიერულ კარიერაზე.

იმ დროს. მისი. სოციალური არსი დამსხვრეული იყო. ერთი ნაპერწკალიც საკმარისი იყო დრამის გამოსაწვევად. 

შემდეგ. მან 2. წელი  გაატარა მშობლების. სახლში რის შემდეგაც. ის. წავიდა. Montana-ს მიკარგულ კუთხეში სადაც ცხოვრობდა. საკუთარი ხელით აგებულ რუდიმენტარულ ქოხში.

Montana არის აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე ველური და ნაკლებად დასახლებული შტატი. რომლის მოსახლეობის თითქმის 90 პროცენტს თეთრკანიანები შეადგენენ.

მათემათიკის. გენიოსი იქ ცხოვრობდა ონკანის. წყლის და ელექტრობის გარეშე.


მათემატიკის გენიოსი  Ted Kaczynski იქ ცხოვრობდა. წვრილ-წვრილი სამუშაოებით და თავისი ოჯახის ფინანსური დახმარებით რასაც იყენებდა მიწის საყიდლად და ტერორის თავისი კამპანიის დასაფინანსებლად. ამავე დროს ბიბლიოთეკაში კითხულობდა კლასიკურ ავტორებს ორიგინალების ენებზე.

Kaczynski-ს თავდაპირველი მიზანი იყო  იზოლირებულ აგილას თვითმკმარი ცხოვრება.

მან დაიწყო ველურ გარემოში გადარჩენის ხერხების სწავლა // ისწავლა საკვები საკვები მცენარეების. გამორჩევა, წვრილ პირუტყვზე ნადირობა, იარაღის კეთება//. ის ველოსიპედით დადიოდა. უახლოეს ქალაქში არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმის

// ფქვილის, ბრინჯის, მარცვლეულის, სიმინდის, ზეთის, რძის//. საყიდლად. 

გენიოსი მათემატიკოსი Kaczynski მოგვიანებით ამბობდა. რომ ნანობს იმის გამო რომ ვერ ისწავლა მშვილდის კეთება ნადირობისთვის, რომ ვერ ისწავლა თხის ტყავის კარგი მოკასინების კერვა. ეს მოკასინები კარგია ბორცვების კლდოვან ფერდობებზე ხტომისას და რომ ვერ ისწავლა ცეცხლის დანთება ასანთის გარეშე.

 ის. ბავშვობიდანვე. გატაცებული. პირველყოფილი, მეტიც, წინაისტორიული საზოგადოებებით რომლებიც  ცხოვრობდნენ მაქსიმალურად რუდიმენტარული ცხოვრებით.

მათემატიკის. გენიოსი  Ted Kaczinski  კი გაექცა გაგიჟებულ დღევანდელობას მაგრამ დღევანდელობა გამოეკიდა მას.

   ურბანულ-ინდუსტრიული განვითარება მის ირგვლივ სპობდა ულამაზეს ველურ ბუნებას.   Kaczynski-მ მაშინ დაიწყო საბოტაჟის აქტები რომლებიც მიზნად ისახავდნენ მისი ქოხის ახლომახლო ინდუსტრიული ექსპანსიისთვის ხელის შეშლას.

ის  სულ გადაირია მაშინ როდესაც სეირნობისას აღმოაჩინა რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი, მესამეული // tertiaire //. ხანის ულამაზესი კლდოვანი ზეგანი ააფეთქეს გზის გასაყვანად.

დღევანდელობით გაგიჟებულმა ჩვენმა გენიოსმა დაიწყო სოციოლოგიური და პოლიტიკური ფილოსოფიის ლიტერატურის კითხვა. 

მან წაიკითხა Jacques Ellul-ის ნაშრომებიც, განსაკუთრებით კი  the technological society. 

მან მალე. დაასკვნა. რომ უდიდესი პრობლემაა. ინდუსტრიული ცივილიზაცია რომელიც აამიანებს ართმევს ყოველგვარ თავისუფლებას და ავტონომიას. და მათ აქცევს რაღაც მანქანის ჭანჭიკებად. და რომ ამ ოხრული ტექნო-ინდუსტრიული ცივილიზაციის ტირანიის მოსპობა შეიძლება მარტო მძაფრი ძალისმიერი აქციებით.

პირველი ბომბა. მან 1978. წლის მაისში გაუგზავნა Northwestern-ის. უნივერსიტეტის მასალათა გენიის // génie. des matériaux // პროფესორ Buckley Crist-ს. ამ უბედურს მარცხენა ხელი დაუშავდა პაკეტის გახსნის შემდეგ აფეთქებისას.

 

 

979 წელს Ted Kaczynski-მ ბომბი დაუდო  თვითმფრინავ Boeing 727-ს რომელიც მიფრინავდა ჩიკაგოდან ვაშინგტონში.

ბომბამ დაიწყო ბოლვა და. პილოტი იძულებული გახდა სასწრაფოდ დაესვა თვითმფრინავი. საბედნიეროდ სინქრონიზაციის. მექანიზმი დეფექტური იყო და ბომბი ამიტომ არ აფეთქდა. ბომბა კი საკმარისი იყო თვითმფრინავის ასაფეთქებლად.

თვითმფრინავების დაბომბვა ფედერალური დანაშაულია აშშ-ში და აღელდა გამოძიების ფედერალური ბიუროც. ვერაფერი გაარკვიეს, ვერც ამის ჩამდენის ვინაობა დაადგინეს. ჩვენი გენიოსი ბომბებს აკეთებდა ხარახურიდან რომელიც თითქმის ყველგან იშოვება.

1980 წელს მთავარმა აგენტმა John Douglas-მა  გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთეული Behavioral Science Unit-ის აგენტებთან ერთად  შეადგინა ტერორისტის. ფსიქოლოგიური პორტრეტი რომელშიც ის. აღწერილი იყო როგორც საშუალო გონიერებაზე უფრო მაღალი გონიერების მქონე და საუნივერსიტეტო სამყაროსთან 

დაკავშირებული ინდივიდი.

   შემდეგ ეს. პორტრეტი დახვეწეს და ტერორისტი დაახასიათეს როგორც მეცნიერებებში საუნივერსიტეტოდიპლომის მქონე néo-luddite.

მაგრამ 1985 წელს ამ პორტრეტზე უარი თქვეს და. იფიქრეს. რომ ტერორისტი უნდა ყოფილიყო ავიამექანიკოსი.

1985 წელს  Kaczynski-ს. ყუმბარით 4 თითი და ერთი თვალით მხედველობა დაკარგა დიპლომირებულმა სტუდენტმა და აშშ-ს. საჰაერო არმიის კაპიტანმა John Hauser-მა. ეს ხელნაკეთი ყუმბარაც ფოსტით იყო გაგზავნილი.

1985. წელს მისი მაღაზიის. პარკინგზე დადებული. ყუმბარის აფეთქებამ მოკლა ინფორმატიკის მაღაზიის მფლობელი Hugh Scrutton, ესეც ჩვენი მათემატიკის გენიოსის მიღწევაა.

  1987. წლის. 20 თებერვალს ასევე დესხნენ თავს  Salt Lake City-ს ინფორმატიკის მაღაზიას. ესეც.

  6-წლიანი პაუზის შემდეგ Kaczynski-მ ისევ გლიჯა 1993 წელს.  მან ყუმბარა. გაუგზავნა 

Yale-ს უნივერსიტეტის ინფორმატიკის მეცნიერებათა პროფესორ David Gelernter-ს. ის მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა.

იმავე შაბათ-კვირას მან ყუმბარა. გაუგზავნა სახლში სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის პროფესორ Charles Epstein-ს რომელმაც ფუთის გახსნისას დაკარგა მრავალი თითი.

 Kaczynski-მ შემდეგ დაურეკა Gelernter-ის ძმას,  ქცევის გენეტიკოს Joel Gelernter-ს და უთხრა რომ ის იქნება შემდეგი. 

  გენეტიკოსმა Le  Phillip de Sharp-მა  Massachusetts-ის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან 2 წლის შემდეგ ასევე მიიღო მუქარით სავსე წერილი.

  Kaczynski-მ წერილი მისწერა  New York Times-ს სადაც ნათქვამი იყო რომ თავდასხმებზე პასუხისმგებელია მისი „ ჯგუფი „   FC (freedom club).


1994 წელს.  სახლში გაგზავნილმა. ყუმბარამ მოკლა  კომუნიკაციის სააგენტო 

Burson Marsteller-ის ხელმძღვანელი  Thomas J. Mosser.  

New York Times-თვის გაგზავნილ სხვა წერილში Ted Kaczynski-მ განაცხადა. რომ მან მოკლა Thomas Mosser  იმიტომ რომ Burson Marsteller ( sic )  დაეხმარა Exxon-ს რათა მას გაელამაზებინა თავისი სახე Exxon Valdez-ის ინციდენტის შემდეგ და, რაც მთავარია, იმიტომ რომ „ მისი  საწარმო ემხრობა ტექნიკის განვითარებას ადამიანთა მიდგომების მანიპულაციისთვის. „ 

  ამას. 1995. წელს. მოყვა  კალიფორნიაში ხის ინდუსტრიის lobbying-ის ჯგუფის თავმჯდომარე Gilbert Brent Murray-ს მოკვლა.

En 1995 წელს  Ted Kaczynski-მ მრავალი წერილი გაუგზავნა თავის მსხვერპლებს და მასობრივი ინფორმაციის დიდ საშუალებებს. 

ამ წერილებში Ted Kaczynski აღწერდა მის მიზნებს და. მოითხოვდა. რომ მისი მანიფესტი Industrial Society and Its Future  სიტყვა სიტყვით დაებეჭდა რომელიმე დიდ გაზეთს ან ჟურნალს.

მან თქვა. რომ  თუ კი მის მოთხოვნას. დააკმაყოფილებდნენ. ის  შეწყვეტდა დაბომბვების თავის კამპანიას.

დოკუმენტი იყო მჭიდროდ. დაწერილი დოკუმენტი რომელიც მოუწოდებდა თანამედროვე საზოგადოების „ ინდუსტრიულ-ტექნოლოგიური სისტემის „ შედეგების. წინააღმდეგ 

მთელ მსოფლიოში რევოლუციის მოწყობისკენ.

ატყდა. კამათი დაებეჭდათ თუ არა. ეს დოკუმენტი. მაშინ გაიგზავნა მეორე წერილი მუქარით რომ მოკლავდნენ მეტ ხალხს.   აშშ-ს იუსტიციის მინისტრმა და და. გამოძიების. ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა თქვეს რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ჯობია დოკუმენტის გამოქვეყნება მით უმეტეს რომ მკითხველმა შეიძლება ამოიცნოს ავტორი.

 Bob Guccione-მ   Penthouse-იდან თქვა რომ დაბეჭდავს, მაგრამ  Kaczynski-მ დაიწუნა

 Penthouse როგორც არასკმარისად პატივცემული.  ბოლოს და ბოლოს 1995 წლის 19 სექტემბერს. ბროშურა გამოაქვეყნეს New York Times-მა და  Washington Post-მა.

მანიფესტი ამბობს რომ თანამედროვე. საზოგადოება ადამიანებს აიძულებს იცხოვრონ ისეთ პირობებში რომლებიც რადიკალურად განსხვავდება პირობებისგან რომლებშიც განვითარდა  კაცობრიობა.
 
ის. ამბობს. რომ თანამედროვე საზოგადოებაში ცხოვრების პირობები არის მთავარი მიზეზი სხვადასხვა ავადმყოფობის, მაგ. დეპრესიის,და ა.შ. გავრცელებისა.
 


Kaczynski ამბობს. რომ რომ ადამიანები დღეს ცხოვრობენ „ პირობებში რომლებიც ადამიანებს აქცევენ საშინლად უბედურ არსებებად„. და. სისტემამ შექმნა და განავითარა მეტისმეტად ძლიერი სტრესის მომგვრელ გარემოზე ადამიანთა რეაქციის მაკონტროლებელი საშუალებები : 

„. წარმოიდგინეთ საზოგადოება რომელიც იძულებით აცხოვრებს ადამიანებს პირობებში რომლებიც მათ გადააქცევს საშინლად უბედურ არსებებად. და შემდეგ ამ უბედურებს აძლევს წამლებს რათა მათ იგრძნონ შვება. მეცნიერული ფანტასტიკა?

sსულაც არა.  გარკვეულწილად ასეა უკვე ჩვენს საკუთარ საზოგადოებაში. 

კარგადაა ცნობილო რომ ბოლო ათწლეულებში დიდად გავრცელდა კლინიკური დეპრესია. 

   ყველა. რომ არ გაწყდეს დეპრესიით სისტემა გატანჯულებს სთავაზობს გასართობ, გამრთობ ინდუსტრიას.  დიდი ოდენობით ვრცელდება სექსი და ძალადობა

 // პორნოგრაფია, ნარკოტიკი, საშინელებათა ფილმები, და ა.შ.//. 

ასეთი გართობით ადამიანი გაურბის აუტანელი სტრესის გამომწვევ სინამდვილეს.

ტელევიზიით, ვიდეოებით და ა.შ. შთანთქმულ ადამიანს შეუძლია სტრესის, ღელვის,დარდის, უკმაყოფილების დავიწყება.

მანიფესტის. ბოლო ნაწილებში Kaczynski ამბობს. რომ. მიუხედავად ტექნოლოგიური პროგრესისა სისტემა მაინც ვერ ახერხებს. ადამიანთა სრულად გაკონტროლებას.

ის  წინასწარმეტყველებს. რომ სისტემა ალბათ გადარჩება თუ კი ის მოახერხებს ადამიანის ქცევის საკმარისად გაკონტროლებას.

თუ კი არა და. სისტემა დაემხობა. ეს საკითხი ალბათ გადაწყდება, ვთქვათ 40-100 წელში.

Kaczynski აცხადებს. რომ სისტემის რეფორმა შეუძლებელია, მაგრამ რევოლუცია შესაძლებელია და მკითველებს სთავაზობს რევოლუციის დაწყებას რისთვისაც იძლევა გარკვეულ რეკომენდაციებსაც, მაგ. მემარცხენე-gauchites-ებთან თანამშრობლაზე უარის თქმას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების მხარდაჭერას.

როგორც. ტექნოლოგიური საზოგადოების კრიტიკა მანიფესტი არის ტექნოლოგიის და ინდუსტრიალიზაციის თანამედროვე კრიტიკოსთა, მაგ. Jacques Ellule-ს თუ Aldous Huxley-ს დისტოპიური რომანი  Brave New World-ის გამოძახილი.

 Anders Behring Breivik-მა გამოაქვეყნა მანიფესტი რომლის  დიდი ნაწილებიც აღებულია Kaczynski-ს მანიფესტიდან თუმცა ზოგი ცნება შეცვლილია. მაგ. მემარცხენე gauchistes-ბის მაგივრად ის იყენებს ცნებებს  „ კულტურული მარქსისტები „ // marxistes culturels // თუ „მულტიკულტურალისტები „.

ამ პუბლიკაციამ დაღუპა Ted Kaczynski.

მანიფესტის გამოქვეყნებამდეც მისმა რძალმა. უბიძგა მის ძმა David Kaczynski-ს მის დასმენისკენ. მაგრმა ძმა. სკეპტიკოსი რჩებოდა.

მანიფესტის. წაკითხვის. შემდეგ  David Kaczynski-მ. გადახედა  ოჯახის ძველ ქაღალდებს და ნახა Tzd-ის მიერ 1970-ან წლებში დაწერილი და ჟურნალ-გაზეთებში დაგზავნილი წერილები რომლებითაც ის პროტესტს აცხადებდა ტექნოლოგიის. უკანონოდ გამოყენების წინააღმდეგ. იქ იყო ფრაზა რომელიც გავდა Unabomber-ის მანიფესტის ფრაზას. 

აშშ-ს. ხელისუფლებამ კი Unabomber-Ted Kaczynskis თავი მილიონ დოლარად შეაფასა.

Ted Kaczynski-ს ძმა David Kaczynski-მ ბოლოს და ბოლოს ამხილა თავისი ძმა.

გამოძიების. ფედერალური ბიუროს აგენტებმა Ted Kaczynski  დააპატიმრეს მის ქოხში 1996 წლის 3 აპრილს. იქ იპოვეს ყუმბარების კომპონენტები, 40 000 ხელნაწერი ფურცელი სადაც აღწერილი იყო Unabomber-ის ექსპერიმენტების და დანაშაულების აღწერა. იყო გასაგზავნად გამზადებული ყუმბარაც.

კიდევ იყო ის. რაც გავდა დაქტილოგრაფიულ ხელნაწერს რომელიც უნდა ყოფილიყო მანიფესტის საწყისი.

აპირებდნენ. Ted Kaczynski-სთვის სიკვდილის მისჯას, მაგრამ გადაიფიქრეს და მიუსაჯეს 

8-ჯერ სამუდამო პატიმრობა.

 

 


Kaczynski ჩასვეს აშშ-ს. ყველაზე დაცულ ციხეში, კოლორადოში.

 Kaczynski. ციხეშიც აქტიურად წერდა და აძლევდა ინტერვიუებს. მისი ქოხი დაანგრიეს.  ის წიგნებს ჩუქნიდა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს, მაგრამ მისი საჩუქრები უარყოფილი იქნა. 

ასე აგიჟებს და ღუპავს დღევანდელობა ნიჭიერ ადამიანებს.

 

Virginie Ikky, le 24 mai 2015 pour Greffier Noir

ted7.jpg

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s