გლობალურ კრიმინალურ იმპერიაზე

ლენინის კომინტერნის. მერე კრიმინალური ინტერნაციონალიც მობრძანდა.

 

https://fas.org/irp/eprint/snyder/globalcrime.htm

NOTE D’ACTUALITÉ N°274 / 2012 წლის ივნისი, ALAIN RODIER,ორგანიზებული კრიმინალი-XXI საუკუნის მთავარი საფრთხე
 
ორგანიზებულ კრიმინალს დღეს. ვერ აუქცევ გვერდს, მას. ვეღარ უარყოფ ისე. როგორც ამას
 წარსულში უარყოფდნენ პოლიტიკური ხელმძღვანელები…. პრესაც. კი ლაპარაკობს  მაფიათა დასასრულზე რაც ან შეცდომაა ან ტყუილია.
 
ორგანიზებული კრიმინალი არსებობს. ის. აქტიურია, ავრცელებს თავის გავლენას და უშუალოდ ემუქრება დემოკრატიულ სახელმწიფოებს, თავს ესხმის მათ ეკონომიკას.
 
ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციებს ( ფრანგულად ORGANISATIONS CRIMINELLES TRANSNATIONALES-OCT) უფრო. და. უფრო საშიშ ძალად გადააქცევს მათი დიდი ფინანსური ძალა. ეს. ორგანიზაციები შენიღბულები არიან რის გამოც ანგარიში ამ სფეროში ძნელია, მაგრამ გაეროს ოფისი ნარკოტიკის და კრიმინალის წინააღმდეგ ფიქრობს რომ 2,1 ტრილიონი // ანუ 2,1 მილიარდი მილიარდი // დოლარი ფისკალური გარიდების. გარეთ, ანუ. მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 3,6% სულ მცირე „ საეჭვოა „. 
ეს. ფული. უმთავრესად. მი„რებული. უნდა. იყოს. ნარკოტიკით, იარაღით, ადამიანებით,და ა.შ. უკანონო ვაჭრობით, მიგრანტთა ფარული უკანონო შემოყვანით.
 
კრიმინალური ფული ინვესტირებულია ლეგალურ ეკონომიკაში
 
კრიმინალური აქტივობით მიღებული ბინძური ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი ინვესტირებულია  ფინანსურ ბაზრებში,
ამის შედეგად მრავალი სახელმწიფოს სახელმწიფო ვალი ამიერიდან ნაწილობრივ არის კრიმინალური ორგანიზაციების ხელში. ზოგი ქვეყანა, მაშ, დამოკიდებული ხდება ფულის გამღებებზე რომელთაგანაც ზოგიერთი დამოკიდებულია კრიმინალურ ჯგუფებზე.
 
და კრიმინალური ჯგუფები. ბაზრებზე მათი აქციების მეშვეობით ფარულ გავლენას ახდენენ მთავრობათა მაკრო-ეკონომიკურ პოლიტიკაზე.
 
ლეგალურ ეკონომიკაში ფარულად შესაღწევად ორგანიზებული კრიმინალი აღწევს ზოგ ბანკში, იურიდიულ კაბინეტებში, ტრანსპორტის. და. სხვა. საზოგადოებებში რომლებიც კრიმინალს აძლევენ რჩევებს, უტარებენ ექსპერტიზას. და. აძლევენ ძვირფას ლეგალურ საფარველს.
 
კრიმინალი ეკრანი-საზოგადოებების გამოყენებით აღწევს ბირჟაზეც, ნედლეულ-წიაღისეულის და სხვა სპეკულატურ ბაზრებზეც.
 
ტრანსნაციონალური. ორგანიზებული კრიმინალი ოსტატურად იყენებს მონდიალიზაციას და. პლანეტარულ კრიზისს. ის. უკანონოდ ნაშოვნ ფულს დებს. საწარმოებში რომლებიც ვეღარ ახერხებენ სესხის აღებას შეშინებული ფინანსური დაწესებულებებისგან. 
 
ქუჩაში გაბატონებული კრიმინალი ბოსები კი შესძლებენ მრავალი საზოგადოების ყიდვას რაც მათ  მისცემს მათთვის ძალიან სასურველ რესპექტაბელურობას.
 
ის. რასაც ადრე. უწოდებდნენ. იატაკქვეშა ეკონომიკას. ამიერიდან მჭიდროდაა დაკავშირებული ოფიციალურ ეკონომიკასთან
 
ოფიციალური. ეკონომიკის. ბედიც ზოგჯერ. ნაწილობრივ დამოკიდებულია ორგანიზებულ კრიმინალზე.
 
ასე მაგალითად. ნაყალბევი 1990-ან წლებში ხელოსნური იყო და ეხლა მან ინდუსტრიულ დონეს მიაღწია. ეს. საფრთხეში. აგდებს. პატარა და სუსტ დასავლურ საწარმოებს. 
 
კრიზისის. გამო დასავლეთის მკვიდრთა მსყიდველობით უნარი მცირდება და. დასავლელები უკვე. უყოყმანოდ ყიდულობენ იაფ პროდუქციას, რბილად რომ ვთქვათ ძალიან საეჭვო წარმომავლობის იაფ საჭმელსაც.
 
ეს. საზიანოა. ეროვნული ინდუსტრიებისთვის, მაგრამ ძალიან სახიფათოა თვითონ მყიდველებისთვის ვინაიდან იაფი ნაყალბევის წარმოება არ ექვემდებარება ხარისხის კონტროლს.
 
იაფი ნაყალბევის ყიდვა შიძლება. საშიში იყოს მყიდველის უსაფრთხოებისთვის, მისი ჯანმრთელობისთვის.
 
   ცუდი  საათის ან ცუდი ხარისხის სამოსის ყიდვა კიდევ არაფერი. მაგრამ პატარა ბავშვების „ გახარება „ უხარისხო სათამაშოებით, ყალბი წამლების, მანქანის უხარისხო მუხრუჭბის, თვითმფრინავის უხარისხო სათადარიგო დეტალების ყიდვა ძალიან საშიშია. 
 
არადა განვითარებადი და. საქართველოს ნაირად დანგრეული ქვეყნები სწორედ უხარისხო პროდუქციას ყიდულობენ. მათ არა  აქვთ ნორმალური პროდუქციის. შეძენის საშუალებები.
 
ირანული. სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავების კატასტროფები შეიძლება აიხსნას ამ ფაქტით ვინაიდან საერთაშორისო ემბარგოს ქვეშ მყოფი თეირანი იძულებულია. იყიდოს მისი მოკავშირე ჩინეთისგან რომელსაც შეუძლია მარტო საეჭვო ხარისხის ნაყალბევი სათადარიგო ნაწილების შეთავაზება.
ორგანიზებული კრიმინალი. სახელმწიფოს მტერი ნომერი 1
 
ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციებს ძნელად თუ დაინახავთ ზედაპირზე. ჟურნალ-გაზეთების მოწინავე წერილები უფრო ეძღვნება. ცალკეულ კრიმინალურ შემთხვევებს, მაგრამ სწორედ. ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციებია დღეს დასავლური დემოკრატიების უპირველესი მტერი, ბევრად. უფრო მეტად ვიდრე ტერორისტული მოძრაობები. რომელთაც არა. აქვთ საკმარისი ძალა სახელმწიფოების ფუნქციონირების საფრთხეში ჩასაგდებად.
 
ტერორისტულ. ჯგუფებს. უნდათ თავისი პრობლემების ჩვენება შთამბეჭდავი ძალადობის მეშვეობით.
 
ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციები კი მოქმედებენ ჩუმად, იატაკქვეშეთში.
 
ფარული. მოქმედება. აუცილებელია. მათი უკანონო საქმიანობის წარმატებისთვის.
 
მაგრამ თუ კი ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაცია მოახერხებს ლეგალურ, კანონიერ ეკონომიკაში შეღწევას მისი. პოვნა. გაცილებით უფრო ძნელდება. და მისი ამოძირკვა შეუძლებელი ხდება იმიტომ რომ მტკიცე და აქტიური მოქმედება მის. წინააღმდეგ კლავს სტრუქტურას რომელშიც მან შეაღწია.
 
ამ თვალსაზრისით მრავლისმთქმელია. საფრანგეთის ლაჟვარდის სანაპირო //CÔTE D’AZUR//.
 
იქ. ძირითადად არის იტალიური, რუსული და კორსიკული ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციები. ბრძოლა. მათ. წინააღმდეგ გამოიწვევს ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვას ტურიზმის, რესტორანული ბიზნესის, უძრავი ქონებით ვაჭრობის, გართობა-დროისტარების და სხვა სფეროებში,რომელი. ხელმძღვანელი გაბედავს ისეთი რამის. გაკეთებას. რაც ხელს. შეუშლის. ადამიანთა დასაქმებას და საქმიანობას?
ვინც გაბედავს ასეთ რამეს დაკარგავს არჩევნებში გამარჯვების ყოველგვარ შანსს.
 
პარადოქსია  მაგრამ დემოკრატიულ სისტემებს უჭირთ ორგანიზებულ კრიმინალთან ეგექტურად ბრძოლა. 
 
 
უსფრთხოების. და. მართლმსაჯულების. სამსახურებსაც უჭირთ ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალის მოხელთება. რაც ამ ორგანიზაციებს აქცევს კიდევ უფრო საშიშ ძალად. 
 
  ხმაურიანი ტერორისტული მოძრაობა ჩანს, ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების წევრები იმალებიან, ინიღბებიან. ამიტომ კრიმინალები ტერორისტებზე უფრო საშიშები არიან.
 
  ტრანსნაციონალურ. ორგანიზებულ კრიმინალს არ უნდა ძალაუფლება ძალაუფლებისთვის. მისი ხელმძღვანელები და წამყვანი ფიგურები არ გამოდიან წინა პლანზე. მათ წინა პლანზე გამოჰყავთ დაქირავებული და იოლად სამართავი ინდივიდები რომლებიც დაქირავებულები არიან არა ბნელ უწიგნურებში. დიდი უნივერსიტეტის კარგად დიპლომირებული ინდივიდებიც თანამშრომლობენ დიდი შემოსავლის მომტან კრიმინალურ ორგანიზაციებში.
 
როგორ მოხდა  ორგანიზებული კრიმინალის ასეთი გაშლა-განვითარება ?
 
    

2012 წ
საბჭოთა. ანუ. ბოროტების. იმპერიის დამხობის შემდეგ მონდიალიზაციამ და. სახელმწიფოთა ბალკანიზაციამ დიდად შეუწყო ხელი. ტრანსნაციონალური კრიმინალის გაძლიერებას და გავრცელებას
1990-ანი წლების დაწყებამდე კრიმინალური ორგანიზაციები როგორც წესი ეტეოდნენ თავის საწყის გეოგრაფიულ არეში. გამონაკლისი იყო იტალიური მაფიები, რომელთა მეტასტაზები იყო დასავლეთ ევროპაში და  აშშ-ში.
რკინის ფარდის // მოუმწადებლად და წინდაუხედავად// მოსპობამ  სხვადასხვა ორგანიზაციას მისცა მთელ დედამიწაზე გავრცელების საშუალება. ეს ორგანიზაციები დრო და დრო ეომებიან ერთმანეთს, მაგრამ  ყველაზე ხშირად ისინი კავშირს, ალიანსებს ქმნიან უცხოელ კრიმინალ კოლეგებთან.
    მათ. შექმნეს. ორგანიზებული კრიმინალის ერთგვარი „ საერთო ბაზარი „.
მეტიც, სახელმწიფოების გამრავლებამ  დაასუსტა 1990-ან წლებამდე არსებული სახელმწიფოები და გააჩინა ახალი სუსტი სახელმწიფოები რომელთაც  დიდად აკლიათ ან სულაც არა აქვთ ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლის საშუალებები და გამოცდილება.
ამანაც დიდად. გააძლიერა ორგანიზებული კრიმინალი.
ამავე. დროს. ორგანიზებული. კრიმინალი  დიდ. ფულს. ხარჯავს. პოლიტიკოსების, მოხელეების  და. მისთვის საჭირო ინდივიდთა მოსაქრთამად და მოსასყიდად.plata o plomo :
„ ფული ან ტყვია „, ამ სიტყვების. გაგონება როგორც წესი ჭრის. 
ასე. სპობს. ორგანიზებული კრიმინალი მისი გაძლიერების ხელის შემშლელ დაბრკოლებებს.
იქ. სადაც ხელფასები ძალიან დაბალია კორუფცია უფრო ადვილია. 
ემუქრებიან დაუცველებს და თუ ხელისუფლება დროულად და ჭკვიანურად არ გაირჯება არ იქნება გასაკვირი დეპრესიის და ნარკომანიის ეპიდემიის გავრცელებაც.
 
კრიმინალის. წინააღმდეგ. ბრძოლას  ამავე. დროს. ხელი შეუშალა. ტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებულმა ომმა // Global War On Terrorism- GWOT //.
 
დიდი. პოლიციური და სასამართლო ძალები გადაისროლეს ტერორიზმის წინააღმდეგ აშშ-ში. 2001 წლის. 11 სექტემბერს მომხდარი ამბების შემდეგ.
 
 
   შემცირდა. კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი სახსრები, აშშ-ს. გამოძიების ფედერალურმა ბიურო FBI-მ , მაგალითად,  ორგანიზებული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა მეექვსეხარისხოვან საქმედ. ასობით აგენტმა დატოვა თანამდებობები რომლებზეც ისინი ებრძოდნენ ორგანიზებულ კრიმინალს. ისინი შეუდგნენ ტერორიზმთან ბრძოლას. 
ბობოლა და არაბობოლა კრიმინალებმა ამით დიდად გაიხარეს.
 
ამას. გარდა. ტრანსნაციონალურ. ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლა ძალიან ძნელია იმიტომ რომ ეს კრიმინალი არ სცნობს საზღვრებს. პოლიციურმა და სასამართლო სისტემებმა კი ანგარიში უნდა გაუწიონ საზღვრებს. დეკლარაციები ბევრია, შედეგი კი ნაკლებად.
 
არის. ფისკალური სამოთხეები. სადაც თეთრდება კრიმინალების მიერ მოხვეჭილიუზომოდ დიდი ფულის ნაწილი.
 
  ფისკალური. სამოთხეები არაა მარტო კარაიბების კუნძულებზე, ისინი არის. დიდ ცივილებულ ქვეყნებთან ბევრად უფრო ახლოც. 
 
მიკროსახელმწიფოები ამ ხერხით შოულობენ სუბვენციებს მათი ეკონომიკისთვის. ამის გარეშე ისინი ვერ გადარჩებოდნენ იმიტომ რომ მათი ლეგალური რესურსები მცირეა და არასაკმარისი.
 
კოსოვო, მონტენეგრო, გვინეა ბისაუ, და ა.შ. უკვე ჩაუცვივდნენ ხელში ტრანსეროვნულ ორგანიზებულ კრიმინალს.
 
უფრო. დიდი ქვეყნებიც შეიძლება გახდნენ ამ კრიმინალის მსხვერპლები. კითხვებია აღმოსავლეთი ევრობის, ცენტრალური ამერიკის ქვეყნების, ალბანურენოვანი ქვეყნების, მექსიკის თაობაზე.
 
    ტრანსეროვნული ორგანიზებული კრიმინალის მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას აქვს დრამატული შედეგები ვინაიდან კრიმინალებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ოფიციალური პირადობის მოწმობები, დიპლომატიური წარმომადგენლობები რომლებიც მათ აძლევენ ექსტრატერიტორიალობას და უადვილებენ გადაადგილებას. კრიმინალებს ამ შემთხვევაში ეხსნება საბანკო სფეროც. 
 
ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალი, მაშ, ფენომენალური საფრთხეა მსოფლიო ეკონომიკისთვის.
 
მას. დიდად. დაეხმარა. მრავალი ეკონომისტის მიერ ნაქადაგები და მრავალი პოლიტიკური ხელმძღვანელის მიერ ატაცებული ველური ლიბერალიზმი // libéralisme sauvage-ფრანგულად//.
 
პოლიტიკოსების. ცოტა გასამართლებლად უნდა ითქვას ის. რომ. მათი მოქმედების შესაძლებლობები // ფრანგულად marge de manoeuvre //. უფრო და უფრო შეზღუდულია. 
 
მონდიალიზაციამ. სახელმწიფოები შებოჭა. 
 
საინტერესო. და მნიშვნელოვანი კითხვებია. თუ ვინ ექვემდებარება ვის. და. ვინ იმალება ე.წ. ბაზრების. უკან. 
 
 მაგრამ. საზოგადოებების დაცვა. ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალისგან პოლიტიკოსების. საქმეა. ესაა ყველა ქვეყნის ყველა მთავრობის მოვალეობა.
 
ამიტომ პოლიტიკურმა. ხელმძღვანელებმა მამაცურად უნდა შეასრულონ თავისი მოვალეობები თუ კი სურთ რომ ისინი შემდეგადაც აირჩიონ.
 
პოლიტიკური. ხელმძღვანელები იძლევიან ბრძანებს. პოლიცია და მართლმსაჯულება ნაყოფიერად შრომობს. მაშინ როდესაც მიცემული ინსტრუქციები ნათელია, გააზრებულია, ენერგიულია….
 
დანარჩენი სპეციალისტების საქმეა და აქ ვჩერდები.https://fas.org/irp/eprint/snyder/globalcrime.htm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s