ეხ ქალაქო, ქალაქო

ქალაქში ცხოვრება არაა ლობიოს ჭამა

http://www.internetactu.net/2009/01/12/comment-la-ville-nuit-elle-a-notre-cerveau/

http://latribunedessemaines.fr/megapoles-stress-social-et-sante-mentale/

 

დღეს კაცობრიობის ნახევარი ცხოვრობს ქალაქებში. 2050 წლისთვის ქალაქებში იცხოვრებს მსოფლიო მოსახლეობის 2/3. ეს თქვეს. ურბანიზაციის სპეციალისტებმა  ბარსელონაში ეხლახანს ორგანიზებულ ფორუმზე.

Philippe Dorison, le 15/09/2004

მაგრამ. ქალაქი, განსაკუთრებით გიგანტური ქალაქი, რთული გარემოა ადამიანისთვის.

„ ქალაქი მუდამ იყო ინტელექტუალური ცხოვრებისთვის იმპულსის მიმცემი გარემო„ , ამბობს ჟურნალისტი Jonah Lehrer Boston Globe-ში გამოქვეყნებულ წერილში, ეს ჟურნალისტი არის ავტორი შესანიშნავი ნაშრმისა  Proust was neuroscientist

// პრუსტი ნეირომეცნიერი იყო // და. ბოლო დროინდელი ნაშრომისა  How. we decide // როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს //.

ოღონდ. ჩვენ ჯერ კიდევ ცუდად. ვიცით თუ როგორ მოქმედებს ქალაქი ჩვენს ტვინზე.

ქალაქი არ უწყობს ხელს. კონცენტრაციას

ამერიკელმა. და. ავსტრალიელმა მკვლევარებმა დაიწყეს ჩვენება იმისა რომ უბრალოდ ქალაქურ გარემოში ცხოვრება მოქმედებს ჩვენი ტვინის ბაზისურ პროცესებზე, ბაზისურ მენტალურ პროცესებზე.

„ გაჭედილ, ხალხით სავსე ქუჩაში რამოდენიმე წუთის გატარების შემდეგ ტვინს უკვე უჭირს  მიღებული ინფორმაციის ორგანიზება მეხსიერებაში„ , ამბობს  მიჩიგანის. უნივერსიტეტის კოგნიტიური ნეირომეცნიერების ლაბორატორიის ფსიქოლოგი Marc Berman.

ბუნება კი, პირიქით, უაღრესად სასარგებლო უნდა. იყოს ტვინისთვის.

გამოკვლევებმა. ისიც. კი აჩვენეს რომ. საავადყოფოში მწოლიარე ავადმყოფებიდან უფრო სწრაფად ჯანმრთელდება ის ვინც თავისი ოთახის ფანჯრიდან ხედაცს ხეებს.

დედამიწის. მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს ქალაქებში, მომწყვდეული ბეტონსა და ავტომობილებს შორის. 

ეს მოქმედებს ჩვენს. მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მეტიც, ამას შეუძლია ჩვენი აზროვნების წესის შეცვლა.

ამიტომ. ნეირომეცნიერები და ფსიქოლოგები დაინტერესდნენ ქალაქური ცხოვრების პირობებით, ქალაქების მოწყობით რათა ქალაქმა. ნაკლები ზიანი მიაყენოს ჩვენს ტვინს..

ქალაქის. ცენტრში ხეების დარგვას თუ. ქალაქური პარკების შექმნას შეუძლია  ქალაქური. ცხოვრების. უარყოფითი ასპექტების მნიშვნელოვანწილად შესუსტება.

როდესაც ქალაქში დავდივართ ჩვენი ტვინი მუდამ ეძებს პოტენციურ საფრთხეებს, მან უნდა მოაწესრიგოს ტრანსპორტის მოძრაობასთან და ქალაქურ ცხოვრებასთან დაკავშირებული მრავალი სტიმული. 

ქალაქურ. ცხოვრებაში ჩართულობა გვაუძლურებს ვინაიდან ის იყენებს. ტვინის. ერთ-ერთ მთავარ. სუსტ წერტილს :  კონცენტრაციია მისეულ უნარს.

ქალაქი. გვიგზავნის. უამრავ სტიმულს და ჩვენ იძულებული ვართ მუდამ ვცვალოთ. ჩვენი ყურადღება რათა. გარ. გაგვართოს ნაკლებად მნიშვნელოვანმა. რამემ და , მაგალითად არ ჩავვარდეთ მანქანის ქვეშ.

გონება. გავს  ძლიერ. სუპერკომპიუტერს, მაგრამ ქალაქის მიერ გამოგზავნილ ყველა სტიმულზე ყურადღების გაფანტვას მიაქვს უზარმაზარი ენერგია.

ბუნებრივ გარემოში. ცხოვრებას კი არ სჭირდება. ამდენი კოგნიტიური ძალისხმევა.  ბუნებრივი გარემოც სავსეა ობიექტებით რომლებიც იპყრობს ჩვენს ყურადღებას, მაგრამ ისინი არ იწვევენ უარყოფით ემოციურ რეაქციას მაშინ როდესაც მანქანის ან გაურკვეველი ბრბოს მოახლოებამ შეიძლება დაგვძაბოს ან შეგვაკრთოს.

   ქალაქი ასუსტებს ან სულაც სპობს ჩვენი თვითკონკონტროლის 

უნარს

ქალაქური აურზაური  ცუდად მოქმედებს არა მარტო ჩვენი კონცენტრაციის უნარზე.  ის. ცუდად  მოქმედებს. თვითკონტროლის ჩვენ უნარზეც.

ლონდონის ან ნიუ იორკის. ნაირ. დიდ ქალაქებში სეირნობისას ჩვენ გვაცდუნებს მრავალი რეკლამა და ვიტრინებში გამოფენილი და ა.შ. ნივთები.

ასეთი სირინოზებისთვის. წინააღმდეგობის გასაწევად. ჩვენ ვეყრდნობით cortex préfrontal-ს, რაც პასუხისმგებელია მიზანმიმართულ ყურადღებაზე და გვეხმარება ტრანსპორტის მოძრაობისთვის თავის არიდებაში.

ქალაქში ჩვენი ხეტიალით. დაუძლურებულს, მას უკვე ნაკლებად. შეუძლია თვითკონტროლი რის. გამოც ჩვენ შეიძლება ავყვეთ ქალაქურ ცდუნებებს.

„ მე. ვფიქრობ რომ ქალაქები. ამჟღავნებენ. ჩვენი ზოგი „ უმაღლესი „ მენტალური ფუნქციის სისუსტეს „, ამბობს  ილინოისის. უნივერსიტეტის პეიზაჟის და ადამიანის ჯანმრთელობის ლაბორატორიის დირექტორი Frances Kuo.

„ ჩვენ. გვგონია. რომ ჩვენი ნიჭები ერთხელ და სამუდამოდ გვაქვს მოპოვებული, მაგრამ მათი დაცვაა საჭირო. „ 

ჩვენმა. გამოკვლევებმა აჩვენა. რომ ქალაქურ ცხოვრებასთან დაკავშირებული კოგნიტიური ტვირთი ადამინს. უბიძგებს. შოკოლადის. და არა ხილის ყიდვისკენ. ქალაქი ასუსტებს რაღაცის ყიდვისკენ გამუდმებული მოწოდებებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს..

 

ქალაქურმა  ცხოვრებამ შეიძლება დაგვაკარგინოს  ჩვენი გსკონტროლების კონტროლების უნარიც.

Kuo-მ და მისმა კოლეგებმა აჩვენეს. ის. ოოჯახისმ საშინაო ძალადობა ნაკლებია ბინებში რომელთა მცხოვრებლებსაც ფანჯრებიდან შეუძლიათ ბუნების დანახვა. საკუთარი ბინის ფანჯრებიდანაც ბეტონის დანახვა ამხეცებს ადამიანს.

დახერვა, გადატვირთვა, წარმოუდგენელი ხმაურები, ესეც მოქმედებს. აგრესიულობის გაძლიერებაზე.

ქალაქის მიერ გამოგზავნილი სტიმულებით დაღლილი ტვინი უფრო იოლად ეღგზნება.

მაგრამ მარტო მწვანე მინდვრები. არაა. საკმარისი, საჭიროა. ფლორას მრავალფეროვნებაც, როგორც ამას ამბობს ავსტრალიის Queensland-ის უნივერსიტეტის ეკოლოგი Richard Fuller.

კარგად გაშენებულ პარკში ტვინის უნქციონირების გაუმჯობესება შეიძლება. რამოდენიმე წუთში.

როგორც აჩვენა Marc Berman-ის. გამოკვლევამ ჩვენი ყურადღების და ჩვენი მეხსიერების გასაუმჯობესებლად დოპინგზე და წამლებზე უკეთესია სეირნობა ბუნებრივ გარემოში // სადაც ლამაზი ყვავილებია და არა თენგიზ სიგუა და მის თანამებრძოლთა ბრბოები//. 

„ ქალაქში ცხოვრება. ამწვავებს მენტალური ჯანმრთელობის უამრავ პრობლემას, ასუსტებს ყურადღებას, საკუთარი თავის ფლობის უნარს, და ა. შ. მაგრამ რატომ განაგრძობენ ქალაქები ზრდას ?  

და. რატომ რჩება. ქალაქი ელექტრონულ ხანაშიც ინტელექტუალური ცხოვრების წყარო ? ეს კითხვა. დასვა Jonah Lehrer-მა.

იმიტომ რომ. ქალაქებში კონცენტრირებულია. სოციალური ურთიერთმოქმედებებიც რაც არის. ინოვაციის. და შემოქმედებიდობის წყარო, ამბობენ  ინსტიტუტი  Santa Fe-ს მეცნიერები…

ჩვენ არ გავცვივდებით სასწრაფოდ სოფელში ამიტომ ქალაქები უნდა ვაქციოთ ნაკლებად აგრესიულ,ადამიანისთვის უფრო მოხერხებულ, ადამიანის ტვინის შესაძლებლობებისთვის ანგარიშის გამწევ ადგილებად.

http://latribunedessemaines.fr/megapoles-stress-social-et-sante-mentale/

Catherine Belzung, მეგაპოლისები, სოციალური სტრესი და მენტალური, ფსიქიური ჯანმრთელობა,  2016 წლის 21 ოქტომბერი

დიდი ქალაქები // megapoles // გვაძლევენ გამამდიდრებელი შეხვედრების შესანიშნავ შესაძლებლობებს, მაგრამ ბოლო დროინდელი გამოკვლები გვეუბნება რომ მჭიდროდ დასახლებული ქალაქები ბევრ უხერხულობას უქმნის ამ ქალაქების მკვიდრებს. ამ უხერხულობებს შორისაა ჰაერის დაბინძურება, ხმაური, მწვანე სივრცეების არარსებობა :  ეს. ფაქტორები დარდს და ნაღველს უჩენს ადამიანებს. ისინი ცუდად გრძნობენ თავს. 

 

ბოლო ხანების. გამოკვლევები. გვეუბნება. რომ ქალაქების მკვიდრთა ცუდად ყოფნის // mal-être// განცდის. მთავარი მიზეზი უნდა იყოს სოციალური სტრესი, მაგ. მარგინალიზაცია, სოციალური იზოლირება, განსაკუთრებით იზოლირება მჭიდროდ დასახლებულ ადგილას, კრიმინალის მაღალი დონე ან სოციალური მხარდაჭერის არარსებობა.

 

სტრესები არ აჩენენ მარტო ცუდად ყოფნის გრძნობას. ისინი ასევე ხანგრძლივად ცვლიან ქალაქის მკვიდრთა ტვინის ფუნქციონირებას.   

 

მკვლევარებმა აჩვენეს. რომ ტვინის მოქმედება ცვლის, აყალბებს // alterer// ქალაქური კონტექსტი. ქალაქური კონტექსტი განსაკუთრებით მოქმედებს ტვინის იმ ზონებზე რომლებიც იწვევენ დარდის განცდას და არეგულირებენ სტრესს.

 

  უფრო გავრცელდა. ზოგი მენტალური პათოლოგიაც : 21%-ით უფრო გავრცელდა დარდი და ნაღველი, 39%-ით უფრო გავრცელდა დეპრესია. 

 

შიზოფრენიის შემთხვევების რაოდენობა კი 2,75-ჯერ გაიზარდა მათ შორის ვინც თავისი ცხოვრების პირველი 15 წელი გაატარა დიდ ქალაქში. (Pedersen et Mortensen, 2001). რაც. უფრო დიდია ქალაქი და რაც უფრო მეტი ხანია გატარებული იქ მით უფრო დიდია პროცენტი.

 

მაგრამ ეს არაა. შეჩვენება და წყევლა. დიდი ქალაქების მცხოვრებლებს არა აქვთ მისჯილი ფსიქიური ავადმყოფობები. 

 

გამოკვლევებმა აჩვენა. რომ მწვანე სივრცეების არსებობა ქალაქში აუმჯობესებს მოქალაქეთა კეთილდღეობას. და მწვანე სივრცეების სასიკეთო მოქმედება ძლიერდება. მათი ზომის და მათი ბიომრავალფეროვნების  ზრდის შესაბამისად.

 

ამას გარდა ქალაქებით გასრესილებს და გამოთაყვანებულებს შველის ბრძოლა სოციალური იზოლირების წინააღმდეგ, ადამიანთა მოქცევა კეთილგანწყობილ გარემოში, მორალურ, სულიერ და მატერიალურ გასაჭირში ჩავარდნილებისთვის დახმარების გაწევა.

 

უბრალოდ. სურვილი და კეთილგანწყობილი მოქმედებაა საჭირო.

 

ზოგი ფიქრობს. რომ ესაა უტოპია, რომ რამის მიღწევას მცირე მასშტაბით. შესძლებენ მხოლოდ იშვიათი განსაკუთრებით მონდომებული პიროვნებები.

 

მაგრამ არაა ასე. და. გამოცდილებამ აჩვენა  რომ. ქალაქშიც შეიძლება სოლიდარობის დიდ მოძრაობათა შექმნა. : 

 

ასე. მაგალითად 2012 წლის ოქტომბერში აშშ-ს ჩრდილ-აღმოსავლეთი ნაწილის ამაოხრებელი ციკლონი Sandy-ს შემდეგ ნიუ იორკში გაჩნდა სოლიდარობის გიგანტური ქსელი Occupy Sandy (Occupysandy.net). მისი მონაწილეები არ ელოდნენ დახმარებას გარედან, მკვიდრები მობილიზებულები იყვნენ ერთმანეთისთვის დახმარების გასაწევად.

ამან აჩვენა რომ დიდ, გიგანტურ ქალაქებშიც მოსახლეობას შეუძლია გულუხვობის გამოჩენა.

 

ამ მოძრაობამ შემდეგაც განაგრძო არსებობა. რაც მოწმობს იმაზე. რომ ეს მიდგომა ღრმადაა. ფესვგადგმული ადამიანის გულში.

 

გადაწყვეტაა თვალსაზრისის შეცვლა, ცხოვრებით დათრგუნულთა მიმართ თანაგრძნობის მეტად გამოვლენა.  და. ქალაქი სულ სხვა. სახეს მიიღებს.

https://www.letemps.ch/societe/cocaine-cet-obscur-plaisir-suisses

არადა მშვენიერი შვეიცარიაც გადაირია  ნარკოტიკების. და. ტოქსიკომანიების ევროპული ობსერვატორიის// l’Observatoire européen des drogues et des toxicomanies (OEDT)//. თანახმად შვეიცარია არის ქვეყანა. სადაც ყველაზე მეტად

„ ტკბებიან კოკაინით.

„1990-ანი წლების შუა ხანიდან. კოკაინი დემოკრატიზებული იქნა. ის აღარაა განკუთვნილი ელიტისთვის„ , ამბობს შვეიცარელი და ნარკოტიკით ვაჭრობის სფეროში სპეციალიზებული პროკურორი Nicolas Feuz. კოკაინი. გაიაფდა და მისი შოვნა გააიოლა შვეიცარიის ქუჩებში დასავლეთი აფრიკიდან ჩამოსული ნარკოვაჭრების გამოჩენამ.„

„. შვეიცარიაში ძალიან ძნელია, ყოველი მხრიდან სტრესია და არაა. გასაკვირი რომ მივმართავთ ასეთ ნივთიერებებს „

// მომხმარებელი Raymond//.

ეს მომხმარებელი ადასტურებს. რომ შვეიცარიაში შემსყვიდველობითი უნარი ისეთია რომ ადამიანს. დრო და. დრო შეუძლია კოკაინის ყიდვაც. და იოლია კოკაინის მონად გადაქცევაც. ის ამბობს რომ შვეიცარელი ყოველმხრიდან ისეა გტანჯული სტრესით რომ ბოლო წლებში იფეთქა ცხოვრებით გადაღლილ-გადაქანცულთა // burn-out// და. დეპრესიაში ჩავარდნილთა რაოდენობამ. გარემოს წნეხისგან

ამ გადაქანცულებმა და ილაჯგაწყვეტილებმა კოკაინშიც ნახეს როგორც უბრალოდ სიამოვნება-გართობის წყარო  ისე თვითგანკურნების საშუალება.

„ შვეიცარია. საინტერესო ქვეყანაა ამ პროდუქტების გამო. შვეიცარიის ქალაქებში არის ნერვიული კაპიტალიზმი რომელიც ადამიანებისგან მოითხოვს პირველობას კონკურენციაში, ინოვახიას და მასში მოფართხალე ადამიანები ამ პროდუქტს იყენებენ  თუნდაც მოკლე ხნით კონცენტრაციის. და ენერგიათა გასაძლიერებლად.„

ადამის. და ევას შთამომავლებო, ღმერთმა დაგიფაროთ გაკოკაინომანებისგან. მონახეთ ადამიანური საშუალებები რომლებიც არ ავნებს თქვენს ჯანმრთელობას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s