ბრძოლა კულტურულ მარქსიზმთან

კულტურულ მარქსიზმთან და ფრანკფურტის სკოლასთან მებრძოლი ამერიკა
 საშინლად. დაძაბული დროა ბერლინის კედლის დამხობის შემდეგი ხანა, ფანატიკოსი ექსტრემისტები კულტურულ მარქსიზმთან ბრძოლის სახელითაც ღვრიან სისხლს, მაგრამ  მარტო ექსტრემიზმი და ტერორიზმი კი არა კულტურული მარქსიზმიც და ფრანკფურტის სკოლა სერიოზული პრობლემაა ნორმალური ადამიანისთვისაც რომელსაც არც სისხლისღვრა უნდა და არც რამის აფეთქება. დავუკვირდეთ და დავფიქრდეთ.

 

ანდერს. ბრეივიკი. და. „ კულტურული მარქსიზმი, მოკლე შინაარსის. ოდნავ შემოკლებული ვარიანტი
Anders Breivik et le « marxisme culturel » : Etats-Unis/Europe
Jérôme Jamin, Résumé
 
201
   
​ინტეგრალური ტექსტი

2011. წლის. ივლისში. ტერაქტების. მოწყობით Anders Breivik  ღიად და ძალიან დრამატულად ჩაეწერა. სიაში ავტორებისა. რომლებიც. ოც. წელზე მეტია, კომუნისტური რეჟიმების დაცემის შემდეგ, დღევანდელ სიავეთა, დასავლური ცივილიზაციისთვის საშიში მულტიკულტურალიზმის წყაროს ხედავენ ფრანკფურტის სკოლაში და ამ სკოლის მთავარ ფიგურებში.

მრავალი პოლიტიკური. და. რელიგიური. დაჯგუფება ებრძოდა და ებრძვის იმას რასაც. უწოდებენ კულტურულ მარქსიზმს.

ამ ბრძოლის. სახელით ჩადიან დანაშაულებსაც.  მაგ. ამერიკული არმიის. ვეტერანმა Timothy James McVeigh-მა  საბარგო მანქანა ააფეთქა ფედერალური შენობის წინ  Oklahoma City-ში//1995 წლის. 19 აპრილი // და თავისი მოქმედება გაამართლა Andrew Macdonald-ის ნაწერი „  The Turner Diaries-ის ხსენებით.

 Anders Breivik -მა. თითქოს პროჟექტორის შუქი მიანათა. ფართო საზოგადოებისთვის. ნაკლებად. ცნობილ ლიტერატურას. რომელიც. გაჩნდა აშშ-ში და რომელიც. ევროპულმა რადიკალურმა ჯგუფებმა. აიტაცეს ბევრად უფრო გვიან, განსაკუთრებით 2011 წლის და ოსლოს ტერაქტების შემდეგ.

რა უნდათ. აშშ-ში  1990-ან წლებში გავრცელებული ამ ლიტერატურის ავტორებს, კულტურულ მარქსისტებს ?

ისინი ამბობენ რომ პროლეტარიატის დიქტატურის დამყარებისთვის მებრძოლი კლასიკური სოციალური მარქსიზმი მოკვდა.

ისინი  ამბობენ. რომ დღევანდელ მემარცხენეებს. უჭირთ ტერორის და ტოტალიტარიზმის დამყარების მსურველი მუშა პროლეტარების პოვნა.

და. ამიტომ ამ „ კულტურულმა მარქსისტებმა „ თავისი რევოლუციური მიზნების მისაღწევად მონახეს  „ ახალი პროლეტარები „ .

ისინი  ეხლა. იცავენ ქალებს „ მხეცი„ მამაკაცებისგან, უცხოელებს „ რასისტი ეროვნულებისგან„, ჰომოსექსუალებს „ჰომოფობებისგან„, ჰუმანისტებს ქრისტიანებისგან, კრიმინალებს „გამხეცებული და აგრესიული „ პოლიციისგან.

ამის. მისაღწევად. კულტურული. მარქსისტები თავის მოწინააღმდეგეებს აცხადებენ რასისტებად, ანტისემიტებად, ჰომოფობებად, ფაშისტებად, ნაცისტებად, კონსერვატორებად.

ამის იარაღია  „ პოლიტიკურად კორექტულის //politiquement correct// იდეოლოგია, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, გამორიცხავს გარკვეულ თემებს საჯარო, საზოგადოებრივი დებატიდან და. ხელს უშლის, შეუძლებელს ხდის კულტურული მარქსიზმის ყოველგვარ კრიტიკას.

და. რატომ იქცევიან კულტურული მარქსისტები ასე ?

კულტურული მარქსისტების მიზანია ერის, სამშობლოს, იერარქიების, ავტორიტეტის, ოჯახის, ქრისტიანობის,წესრიგის და მორალის, ღირებულებათა ცნებების და ფენომენების გაუფასურება და ამით ხელის შეწყობა ულტრა-ეგალიტარული მულტიკულტურული უსულო და უფესვო მსოფლიო ერის გაჩენისთვის.

ასეთი  პოლიტიკური. ანალიზის. მიმდევრების აზრით დღეს არის ამ ანალიზის. სისწორის დამამტკიცებელი საბუთები.

ლაპარაკობენ ვაშინგტონის და ბრიუსელის აურჩეველი აპატრიდი ანუ უსამშობლო და უფესვო ელიტების ძალაუფლებაზე და მათ ხელისუფლებაზე რაც მოწმობს ახალი მსოფლიო ხელისუფლების არსებობაზე.

ლაპარაკობენ „მულტიკულტურალური საზოგადოების„ დოგმაზე რომელსაც თუ გააკრიტიკებ დაგიჭერენ და დაგსჯიან.

ლაპარაკობენ რევოლუციის. ავანგარდში მყოფ ყოვლისშემძლე ანტირასისტულ ორგანიზაციებზე.

დაბოლოს ლაპარაკობენ ევროპაში და ამერიკაში. უცხოური მოსახლეობის ყოფნაზე.

ამბობენ რომ  სწორედ კულტურულმა მარქსისტებმა ჩამოიყვანეს ევროპაში მასობრივად ეს უცხოური მოსახლეობა რომელიც შედგება ამ კულტურული მარქსისტების ახალი პროლეტარებისგან და კლიენტებისგან.

„ კულტურული მარქსიზმი „ ჩნდება. 1990-ანი წლების დასაწყისის ამერიკულ კონსერვატულ და/თუ რადიკალურ ლიტერატურაში, წერილებიდან რომლებიც გამოქვეყნებულია. ხშირად კონფიდენციალურ გამოცემებში. ამ გამოცემების ნაწილი აღარ არსებობს ან აღარ აქვეყნებს.

როდესაც კითხულობთ ამ პრობლემატიკისადმი მიძღვნილ წერილებს ხედავთ რომ ისინი ეკუთვნიან ფუნდამენტურ ტექსტებად მიჩნეულ რამოდენიმე ტექსტს.

ჩვენ მოვახდენთ ამ წერილების ციტირებას და ანალიზს.

ამ წერილებს შორის. უნდა. ვახსენოთ Michael Minnicino-ს წერილი The Frankfurt School and Political Correctness  რომელიც 1992 წლის ზამთარში გამოქვეყნდა ჟურნალში Fidelio, Gerald Atkinson-ის წერილი What is Frankfurt School ( And Its Effect on America), რომელიც 1999 წელს. გამოქვეყნდა  საინფორმაციო საიტზე Western Voices World News, William Lind-ის. წერილი The Origins of Political Correctness,  რომელიც. გამოქვეყნდა 2000 წელს  კონსერვატული ინსტიტუტი  Accuracy in Academia-ს საიტზე.

John Fonte-ს წერილი. Why There is a Culture War რომელიც. იმავე. წელს. გამოქვეყნდა  Stanford University-ს Hoover Institution-ის Policy Review-ში.

იყო ნახსენებ. თხზულებებზე. უფრო პოპულარული და ყველაზე სრული კოლექტიური ნაშრომი რომელიც 2004 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა Free Congress Foundation-მა Political Correctness : A Short History of an Ideology. ის. გამოიცა William Lind-ის ხელმძღვანელობით.

დაბოლოს იგივე William Lind-ის უფრო მოკლე. და. უფრო ახალი. წერილი The Roots of Political Correctness, რომელიც 2009 წელს გამოქვეყნდა ჟურნალი The American Conservative-ს საიტზე.

სხვადასხვა ტექსტს აქვს მათი მნიშვნელობა, მაგრამ 2004. წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ მოიხსენება კოლექტიური ნაშრომი რომელიც. პედაგოგიით იტაცებს 2004 წლამდე. განვითარებული იდეების უმეტესობას.

სამხედრო. ექსპერტი  და. კონსერვატორი William Lind  მის თავში What is Political Correctness ?   ანუ რა არის პოლიტიკური კორექტულობა  ? // 1947 // ახსენებს აშშ-ში ახალ ყოვლისშემძლე სახელმწიფო იდეოლოგიას რომელსაც ის უწოდებს „ პოლიტიკურად კორექტულს „ და. რომელსაც ის. დაუყოვნებლად უკავშირებს „ კულტურულ მარქსიზმს, ე.ი. ეკონომიკური სფეროდან კულტურულ სფეროში გადმოტანილ მარქსიზმს.

ეკონომიკური მარქსიზმი კულტურულ სფეროში მისი თქმით უნდა გადმოეტანათ ფრანკფურტის სკოლის ლიდერებს. ამ სკოლას ჩვენ დავუბრნდებით მოგვიანებით.

მან მრავალი პარალელი გაავლო კლასიკურ // ეკონომიკურ // მარქსიზმსა და. მის მიერ კულტურულ მარქსიზმად წოდებულ ფენომენს შორის.

ის ამბობს. რომ ორივეს უნდა. უკლასო. საზოგადოება, რომ ორივე არის ტოტალიტარული იდეოლოგია როგორც ამას ადასტურებს „ პოლიტიკურად კორექტულის ტოტალიტარული ბუნება „.

აშშ-ს. უნივერსიტეტების კამპუსებში მოთარეშე ამ პოლიტიკურად კორექტულმა მოსმო გამოთქმის, აზრის და პრესის თავისუფლება // გვ.6//.

2 „ მარქსიზმი „  ისტორიას. ხსნის. ერთადერთი მიზეზით. კლასიკური ეკონომიკური მარქსიზმი თვლის რომ ისტორიას განსაზღვრავს წარმოების საშუალებათა ფლობა.  კულტურული მარქსიზმის თანახმად  კი ისტორია იხსნება იმის დადგენით 

თუ რომელი ჯგუფი // სქესი, რასა, სექსუალური ორიენტაცია, და 

ა.შ.// ბატონობს. რომელ  ჯგუფზე.

 შემდეგ, ხსნის Lind , ორივე მარქსიზმი ზოგ ჯგუფებს. აცხადებენ ღირსეულებად და სხვა ჯგუფებს-ურჩხულებად, მონსტრებად.

კლასიკურ. ეკონომიკურ. მარქსიზმში ღირსეულები არიან მუშები და ურჩხულები არიან „ ექსპლუატატორი ბურჟუები „, კულტურულ მარქსიზმში ღირსეულები და ანგელოზები არიან რასიული, სექსუალური,ეთნიკური, რელიგიური უმცირესობები და ურჩხულები არიან

„ბუნებით სექსისტი და მოძალადე თეთრკანიანები „.

დაბოლოს  ლინდი ამბობს. რომ ორივე მარქსიზმს უნდა ექსპროპრიაცია. 

კლასიკურ ეკონომიკურ მარქსიზმს უნდა ქონების წართმევა მდიდრებისთვის და. ბურჟუებისთვის ხოლო კულტურული მარქსიზმი დიდი ჯარიმებით და. უსამართლო კანონებით სჯის იმათ ვინც არ იზიარებს მის ახალ იდეოლოგიას.

Lind-ს მოჰყავს აშშ-ს. პოზიტიური დისკრიმინაცია // affirmative action// როგორც ერთ-ერთი საშუალება რომლითაც უპირატესობას ანიჭებენ უმცირესობებს თეთრკანიანთა საზარალოდ // გვ.6//.

William Lind-მა. დაასკვნა. რომ ეკონომიკური მარქსიზმი მკვდარია და სახელგატეხილია და. მისი ადგილი დაიკავა კულტურულმა მარქსიზმმა. 

მედიუმი სხვაა, მაგრამ მოწოდება იგივეა: სახელმწიფო ხელისუფლების მიერ რადიკალურად ეგალიტარული საზოგადოების დამყარების აუცილებლობა // გვ.6//.

Gerald Atkinson-ის. წერილში.  What is Frankfurt School ( And its Effect on America ), რომელმაც მოგვიანებით იმოქმედა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ Pat Buchanan-ზე და. მის წიგნზე The Death of the West // დასავლეთის სიკვდილი //, Gerald  Atkinson  აღწერს  თუ როგორ გადაინაცვლა ერთი და იგივე ომმა. ეკონომიკური ფრონტიდან კულტურულ ფრონტზე :

ის ამბობს. რომ ჩვენ მოვიგეთ ცივი ომი მაგრამ „ მაშინ როდესაც ვიმარჯვებდით საზღვარგარეთ ჩვენ ვერ მივხვდით რომ  რაღაც ინტელექტუალურმა ელიტამ მარქსის ეკონომიკური თეორია უხმაუროდ გადაააქცია ახალ კულტურად ამერიკული საზოგადოებისთვის. და მან ეს გააკეთა მაშინ როდესაც ჩვენ დაკავებული ვიყავით საზღვარგარეთ ცივ ომში გამარჯვებით„.

რონალდ  რეიგანის ყოფილი მრჩეველი Kenneth Cribb  თავში  Political Correctness in Higher Education // პოლიტიკური კორექტულობა უმაღლეს განათლებაში// აღწერს. უნივერსიტეტების კამპუსებში პოლიტიკურად კორექტულის და ჰომოფობიასთან, სექსიზმთან და. რასიზმთან, სამსახურში აყვანისას თუ ჩაწერისას დისკრიმინაციასთან ბრძოლის სახელით დამყარებულ

 „ ტოტალიტარულ ტერორს„. მულტიკულარიზმის სახელით აქტივისტები. იპარავენ, ხევენ, წვავენ კონსერვატულ გამოცემებს.

ახალგაზრდობას. თავში ძალით უტენიან მოთხოვნას რომ მათ უნებურადაც, ოდნავაც არაფერი არ უნდა აწყენინონ უმცირესობებს.Kenneth Cribb აღწერს. სამყაროს. სადაც მეტის-მეტად კონსერვატორებად გამოცხადებულ ინდივიდებს არ აძლევენ დაწინაურების საშუალებას, სამყაროს. სადაც მამაკაცებს უბრალოდ ქათინაურის, კომლიმენტის თქმის გულისთვის დევნიან ფემინისტი აქტივისტები და სადაც ულტრაპოლიტიზებული აკადემიკოსები ეგალიტირიზმის კულტის და მნგრეველი რელატივიზმის სახელით მავნე იდეებს უტენიან თავში მოწაფეებს.

ესაა ფრანკფურტის სკოლის მემკვიდრეთა გავლენის შედეგი.

ფრანკფურტის. სკოლისმემკვიდრეთა გავლენით აშშ-ს უნივერსიტეტებში სპობენ აზრის და გამოთქმის თავისუფლებას, უმძიმესი ბრალდებაა.

ბერლინის. კედლის. დამხობასთან ერთად გაქრა წითელი საფრთხეც.

მაგრამ სულ რამოდენიმე წლის შემდეგ, 1990-ან წლებში, გაჩნდა ლიტერატურა რომელიც ამბობს რომ ბრძოლა არაა დამთავრებული და რომ მრავალი თვალსაზრისით კომუნისტური საფრთხე ეკონომიკური ასპარეზიდან გადავიდა კულტურულ ასპარეზზე. 

ძველი პროლეტარები, რომლებიც უნდა დაგეცვა კაპიტალიზმისგან გადაიქცნენ ახალ პროლეტარებად 

//ქალები, ჰომოსექსუალები,სექსუალური უმცირესობები, ეთნიკური უმცირესობები// რომლებიც უნდა დაიცვა თეთრკანიანი კაცისგან.

და. ყველა ამ ახალი პროლეტარის დაცვის იარაღია. ბრძოლა რასიზმთან, სექსიზმთან,მაჩიზმთან რომლებსაც Lind აჯგუფებს სახელით „ პოლიტიკურად კორექტული „ რაც არის  ახალი „ აზრის პოლიცია „.

ამ აზრის პოლიციას შეუძლია დათრგუნვა იმათი ვინც არ ფიქრობს და არ ლაპარაკობს „ კორექტულად „.

ლიტერატურა. კულტურულ მარქსიზმზე ჩნდება 1990-ანი წლების დასაწყისში, მაგრამ ზემოთ ნახსენები ავტორების თქმით კულტურული მარქსიზმი გაჩნდა 1930-ან წლებში.

 Atkinson ამბობს. რომ  კულტურული მარქსიზმის და „ კრიტიკული თეორიის„ კონცეფციები შექმნეს გერმანელმა. ინტელექტუალებმა რომლებმაც 1923 წელს ფრანკფურტის. უნივერსიტეტში დააარსეს 

„ ინსტიტუტი სოციალური კვლევისთვის„, ინსტიტუტი რომელიც უფრო. ცნობილი იყო ფრანკფურტის სკოლის სახელით. 

Atkinson  ამბობს რომ 1933 წელს, როდესაც გერმანიაში ხელისუფლებაში მივიდნენ ნაცისტები, ფრანკფურტის სკოლის წევრები წავიდნენ აშშ-ში და  დიდი ამერიკული უნივერსიტეტების თანამშრომლებად გამხდარებმა, მათ გავლენა მოახდინეს ამერიკელთა თაობებზე.

ზემოთ. ნახსენები ავტორების თქმით ნაცისტები არ ცდებოდნენ როდესაც ისინი არ ენდობოდნენ ფრანკფურტის სკოლის დამფუძნებელ მარქსისტებს და მათ მიმდევრებს.

მეორეს. მხრივ. ფრანკფურტის სკოლის იდეოლოგებმა არაფრად ჩააგდეს მათი გულუხვად მიმღები ამერიკის კულტურული ღირებულებები და და მათ ამერიკისთვის უცხო თავისი იდეები. ჩაუნერგეს ახალგაზრდა ამერიკელებს.

ფრანკფურტის. სკოლის წევრების. წარმოსაჩენად ყველაზე ხშირად ნახსენებ მარქსისტ ინტელექტუალებს შორის ვახსენებთ. რამოდენიმე პირს  რომელთა პატარა ბიოგრაფიებიც არის Raymond Raehn-ის ტექსტში The Historical Roots of Political Correctness. ეს. ტექსტი არის Free Congress Foundation-ის მიერ გამოქვეყნებულ კოლექტიურ ნაშრომში.

ეს პირები არიან

 Georg Lukacs, Antonio Gramsci, Wilhelm Reich, Erich Fromm, Herbert Marcuse, Theodor Adorno და Max Horkheimer.

კულტურული მარქსიზმი თავში ჩაუჭედეს. ადამანებს politiquement correct-ის, პოლიტიკურად კორექტულის რახუნით და გამოყენებით.მისი. მეშვეობით სჯიან აზრებს. და გამონათქვამებს რომლებიც სცდება. ნებადართულის, დაშვებულის საზღვრებს.

თავისი  ტექსტის. ბოლოს, ბიოგრაფიების წინ, Raymond Raehn  ჩამოთლის ბრალდებებს და საყვედურებს ფრანკფურტის სკოლის და მისი მთავარი იდეოლოგების წინააღმდეგ:

„ გამოთქმის თავისუფლების დაკარგვა, ტრადიციული სოციალური წყობის ნგრევა და, ბოლოს, ტოტალიტარული სახელმწიფოს გაჩენა „

//გვ/.5//.

კულტურული. მარქსიზმის აღწერა. ყველაზე მეტად მიზნად ისახავს პოლიტიკურად კორექტულის, politiquement correct-ის დაგმობას, მაგრამ ამავე დროს ის საზოგადოებას აფრთხილებს რელატივიზმის თაობაზე, რაც იგულისხმება ფრანკფურტის. სკოლის ნაშრომებში. 

ეს რელატივიზმი საშიშია ღირებულებებისთვის და ტრადიციისთვის.

2. მნიშვნელოვანი. მომენტია კულტურული მარქსიზმის გამოყენების ისტორიაში და ბედში.

ერთის მხრივ ის 2000-ანი წლების. დასაწყისში აიტაცა pat Buchanan-მა და, მეორეს მხრივ მან გავლენა მოახდინა მხეც Anders Breivik-ზე რომელმაც სასამართლოზე ამით გაამართლა თავისი მხეცობა და არაადამიანობა.

Buchanan-იც და Breivik-იც ამბობდნენ რომ ისინი იცავდნენ და იცავენ თავისუფლების, დემოკრატიის და ბიბლიურ ღირებულებებს კულტურული მარქსიზმისგან.

მათი სიტყვა არ ყოფილა ღიად რასისტული და ქსენოფობიური სიტყვა.

Patrick Joseph Buchanan დაიბადა. ვაშინგტონში 1938 წელს.   ის იყო ნიქსონის. და. რეიგანის შტაბების გავლენიანი წევრი, ჟურნალისტი და გამომცემელი

შემდეგ Pat Buchanan დიდხანს. იყო. მემარჯვენეთა თანმიმდევრული და მნიშვნელოვანი ხმა.

თავის გამოსვლებში ის უპირისპირდებოდა საეროობა-laïcité-ს, აბორტს, ჰომოსექსუალთა უფლებებს. ის იცავდა სამხრეთ აფრიკას…

კონსერვატორი ინტელექტუალი Buchanan-ის პოლიტიკური გზა. საინტერესოა იმით რომ

კულტურულ მარქსიზმთან ამ მებრძოლმა მრავალჯერ წარმოადგინა თავისი კანდიდატურა აშშ-ს პრეზიდენტობაზე. 1992 წლიდან ის. უპირისპირდებოდა უფროს ჯორჯ ბუშს. დამარცხდა და ამ ჯორჯ ბუშის მომხრე გახდა მაშინ როდესაც ამ ბუშს და რესპუბლიკელებს მოუხდათ დაპირისპირება ბილ კლინტონთან და დემოკრატებთან.

Buchanan- ის  თქმით ეს იყო ამერიკის მომავლის თაობაზე ერთმანეთთან ფუნდამენტურად დაპირის-პირებული2 ბანაკის რელიგიური და კულტუ-რული ომი.
1992. წელს დამარცხების შემდეგ

 Buchanan-მა მეორედ სცადა ბედი 1996 წელს.ის მაშინ დაუპირისპირდა Bob Dole-ს,მაგრამ მაშინაც დამარცხდა. მიუხედავად ამისა Buchanan-მა გავლენა მოახდინა ბუშის და დოულის პროგრამების ევოლუციაზე ღირებულებების და პროექტების დონეზე. მან ხელი შეუწყო ბუშის და დოულის მიერ დემოკრატების კანდიდატის დამარცხებას.

 Buchanan-ის მონაწილეობამ  აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში  და მისმა ნაწერებმა ის აქცია  მნიშვნელოვან პიროვნებად  კულტურული მარქსიზმის ცნების და აშშ-ში მისი გამოყენების გასაგებად.

Buchanan-ის პროგრამა იყო „ ციხე-სიმაგრე ამერიკის„ დაცვა.

მრავალ სხვა რამესთან ერთად  ეს გულისხმობდა 5-წლიან მორატორიუმს კანონით დაშვებული იმიგრაციის ყველა ფორმაზე, იმიგრანტებისთვის სოციალური დახმარებების გაუქმებას, ორმაგი ბარიერის აგებას აშშ-მექსიკის საზღვარზე  უცხოელების შემოსევის ერთხელ და სამუდამოდ გასაჩერებლად.

Buchanan-ს და მის. თანამოაზრეებს სურთ  უცხოელთა ურდოების უკონტროლო შემოსევით დაუბინძურებელი საკუთრივ ამერიკული ერთგვაროვან-ჰომოგენური კულტურის შექმნა.

ისინი. გმობენ  უცხოელს რომლის ასიმილაციაც შეუძლებელია მისი ენის, მისი ზნე-ჩვეულებების და პოლიტიკური ლოიალურობის არარსებობის გამო…

Buchanan-ს ზოგი თვლის ტრადიციონალისტ კონსერვატორად და ზოგი კი პოპულისტ კონსერვატორად თუ კიდევ პალეო-კონსერვატიზმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად.

მისი ზოგჯერ ძალიან მწვავე გამოსვლები იმიგრანტების,ჰომოსექსუალების,ათეისტების წინააღმდეგზოგის თვალში მას აქცევს ექსტრემისტი მემარჯვენეების ფიგურად მაშინ როდესაც მისი ზოგი პოზიცია მონდიალიზაციის წინააღმდეგ მას თითქოს მემარცხენეთა ბანაკში აქცევს.

თავის  მრავალ გამოსვლაში და. თავის ნაშრომებში Buchanan გმობს  კულტურული მარქსიზმის მიერ მოტანილ ზიანს.

მის მიერ დაგმობილი იდეოლოგია არის მარქსიზმის, მატერიალიზმის, საეროობის ათეიზმის, ინდივიდუალიზმის და ეგალიტარიზმის რთული სინთეზი, მაგრამ ასევე ეკონომიკური ტერმინებით კაპიტალიზმის და კომუნიზმის სინთეზი.

საწყისი  წერტილი იდეოლოგიისა. რომელსაც გმობს Buchanan  არის „კულტურული რევოლუცია„ რომლის წყაროცაა Max horkeimer-ში ფრანკფურტის სკოლაში ჯერ გერმანიაში და შემდეგ აშშ-ში :

Horkheimer-ის. ხელმძღვანელობით ფრანკფურტის სკოლამ დაიწყო მარქსიზმის გადათარგმნა კულტურის ცნებებში. ბრძოლის ძველი სახელმძღვანელოები გადაყარეს და ახალი სახელმძღვანელოები დაწერეს. 

ძველი მარქსისტებისთვის მტერი იყო კაპიტალიზმი.

ახალი მარქსისტებისთვის მტერი იყო დასავლეთის კულტურა. ისინი ძალაუფლების დასაპყრობად ათწლეულობით მშვიდად შრომობდნენ და არ იყენებდნენ ძალადობას.

ისინი  გაიმარჯვებენ მარტო მაშინ როდესაც ქრისტიანობა მოკვდება დასავლელი ადამიანის სულში.

და. ეს. მოხდება. მხოლოდ კულტურულ მარქსისტთა მათი მოკავშირეების მიერ კულტურის და განათლების ინსტიტუტების დაპყრობის შემდეგ მხოლოდ ამ ინსტიტუტებში კულტურულ  მარქსისტთა გაბატონების შემდეგ.

Gerald Atkinson-ის, John Fonte-ის თუ  Raymond Raehn-ის ნაირი ავტორების ციტირებით სულთა დაპყრობას Buchanan  ათარიღებს დროით ბოლშევიკურ გადატრიალებასა და 1930-ან წლებს შორის :

ამ დროს  ფრანკფურტის სკოლას შეუერთდნენ მუსიკალური კრიტიკოსი Theodor Adorno,  ფსიქოლოგი Erich Fromm და სოციოლოგი Wilhelm Reich.

მაგრამ 1933 წელს ბერლინში ხელისუფლებაში მოვიდა ადოლფ ჰიტლერი და ფრანკფურტის სკოლა გადაბარგდა აშშ-ში. Comumbia University-ს დახმარებით იქ წავიდტა აგრეთვე სტუდენტი Herbert Marcuse.

მათ თავისი ახალი ფრანკფურტის სკოლა დააფუძნეს ნიუ იორკში და თავისი ნიჭი და ენერგია მოახმარეს მათი გულუხვად მიმღები ქვეყნის კულტურისთვის ძირის გამოსათხრელად.

Buchanan  გმობს „ კრიტიკულ თეორიას „ // la théorie critique // რომელიც. უარყოფს დასავლური კულტურის ყველა არსებით ელემენტს : ქრისტიანობიდან პატრიოტიზმამდე, ავტორიტეტიდან ოჯახამდე, უარყოფა იერარქიებს, მორალს, ტრადიციებს, ნაციონალიზმს, მემკვიდრეობა-hérédité-ს, და ა.შ. 

კლუტურულმა. მარქსისტებმა, ფრანკფურტის სკოლის იდეოლოგებმა და მათმა მიმდევრებმა თანდათანობით სახელი გაუტეხეს დასავლური კულტურის საფუძვლები და ეს საფუძვლები გამოაცხადეს ყველაზე და ყველაფერზე სალანძღავ-სათრევ და მოსასპობ რამედ.

კრიტიკული თეორია გაუთავებლად და სისტემატურად იმეორებ რო დასავლური საზოგადოებები არის რასიზმის, სექსიზმის, ნატივიზმის, ქსენოფობიის, ფაშიზმის და ნაციზმის მშობელი და მიმღები საშინელებები.

 Buchanan ამბობს. რომ ფრანკფურტის სკოლის მიერ ნაშობი კულტურული რევოლუცია ხდება დასავლური საზოგადოებების გასაეროობა-laïcisme-ს, ჰუმანიზმის და ათეიზმის, ინდივიდუალიზმის და ათეიზმის გავრცელება-გაბატონებით, სოციალიზმით და კომუნიზმით შთაგონებული ეგალიტარისტული რეჟიმის დამყარებით.

 Buchanan გმობს ღმერთის რწმენის მაგივრად ადამიანის კულტის შექმნას.

ფრანკფურტის სკოლის წევრებს და მიმდევრებს სურთ  იმპერიების, სახელმწიფოების, ერების, ქრისტიანული ცივილიზაციის მოკვლა და ყველაფრის ყიდვა-გაყიდვის დაშვება.

მათი მტკიცებით კაცობრიობის მიერ ათასწლეულების მიერ შექმნილი ცივილიზაციის მოსპობა და აბსოლუტურად ყველაფრის ყიდვა-გაყიდვა მიიყვანს კაცობრიობას სამოთხემდე.

ამის არ სჯერათ მარტო მოსასპობ სექსისტ-ფაშისტ-ჰომოფობ-რასისტ-ნაციონალისტებს. წერტილი. 

ესაა ფრანკფურტის სკოლა და კულტურული მარქსიზმი რომელსაც ებრძვის Buchanan.

Buchanan-ის თვალში ათეისტური ჰუმანიზმი განასახიერებს. აბსოლუტურ რელატივიზმს, ე.ი. იერარქიების გაქრობას და სიკეთეს და ბოროტებას შორის,მშვენიერებასა და სიმახინჯეს ,და ა.შ. შორის არსებული საზღვრის გაბუნდოვანებას.

ათეისტური ჰუმანიზმი სპობს ყველაფერს რაც ამერიკულ საზოგადოებაში მიანიშნებს ქრისტიანულ ღირებულებებზე. ასეა. განსაკუთრებით საზოგადოებრივ სფეროში // სკოლებში, ადმინისტრაციაში, და ა. შ.//.

Buchanan ამბობს რომ ათეისტური ჰუმანიზმი არის აშშ-ს უმაღლესი სასამართლოს წევრების ახალი რელიგია.

Buchanan-ის თქმით ეს ინდივიდები მეთოდურად ცლიან ამერიკის სკოლებს და საზოგადოებრივ ადგილებს ქრისტიანული ამერიკის უკანასკნელი ნაშთებისგან.

ათეისტური ჰუმანიზმი არის რწმენა, ამერიკული ელიტის რწმენა და ისა ერს დააძალა და გააბატონა უმაღლესმა სასამართლომ.

ქრისტიანობის. დიდი მტრის უდიდესი წარმატება ალბათ არის ის რომ მან დაარწმუნა ამერიკელები რომ ისაა უბრალოდ თვითონ გონების მიერ შეკრებილი იდეები და არა მტერი.

ამერიკა აღარაა ქრისტიანული იმიტომ რომ ის აღარაა დემოკრატიული.

ესაა ნამდვილი სახელმწიფო გადატრიალება…

ჩვენ ამერიკაში აღარ ვცხოვრობთ უმრავლესობის კანონით.

ჩვენ ვცხოვრობთ. უმცირესობათა კანონით და ამ უმცირესობების მსოფლმხედველობას უნდა იზიარებდეს უმაღლესი სასამართლოს 5 წევრი რომელთა სახელებიც არ იცის ამერიკელთა 9/10-მა…

დექრისტიანიზაციასთან ერთად დაემხო ბიბლიურ ღირებულებებზე დაფუძნებული ძველი მორალური წყობაც და დამყარდა ათეისტური ჰუმანიზმის ახალი მორალური წყობა .

  Pat Buchanan თვლის რომ ქრისტიანულ ამერიკას თავს ესხმიან და ომს უცხადებენ  საზოგადოების გამაბრუებელი და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი დიდი სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტებიდან.

ის განსაკუთრებით გმობს სკოლას და განათლებას:

მაგრამ დღეს მეტისმეტად ბევრ ჩვენს სკოლაში ჩვენს ბავშვებს წაართვეს მათი უმანკოება, მათი სული მოწამლულია ბიბლიური მემკვიდრეობის, ჩვენი ამერიკელი გმირების და ამერიკის ისტორიის წინააღმდეგ, სარწმუნოების,ოჯახის და ქვეყნის ღირებულებათა წინააღმდეგ.

განათლება იდეალური ადგილია. ასეთი რევოლუციის კატეხიზმოს გასავრცელებლად :

დაიპყრეს ამერიკული სახელმწიფო სკოლები და გადააქციეს ისინი ათეისტური ჰუმანიზმის საქადაგებელ კათედრებად. ეს ახალი რელიგია რომელიც ვერ ბედავს თავისი სახელის წარმოთქმას საკუთარი ნებით არ დათმობს მონაპოვარს, ათეისტური  ჰუმანიზმის რელიგიის ეკლესიებად ქცეულ სკოლებს..

ათეისტების მოკავშირეები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, აკადემიური სამყარო და განათლების ფედერალური და სახელმწიფო ბიუროკრატიები ქმნიან ერთიან ფრონტს მაშინ როდესაც ფედერალური სასამართლოები იცავენ მათ მონოპოლისტურ კონტროლს.

კულტურულ მარქსიზმთან მებრძოლებს პირველ რიგში რელატივიზმის ეშინიათ.

ისინი თლიან რომ ქრისტიანულ ღირებულებათა მოსპობა მოიტანს ერთგვარ სახელმწიფო ათეიზმს.

ქვემოთ დავინახავთ რომ მხეცი Anders Breivik-ის. აზრით არის. სხვა საფრთხეც-ერთი რელიგიის შეცვლა მეორეთი, ქრისტიანობის შეცვლა ისლამით.

 Buchanan ამხელს და. გმობს. ისლამის საფრთხეს ევროპაში, მაგრამ ფიქრობს. რომ აშშ-ში გამართული ომი ქრისტიანული ღირებულებების და სიმბოლოების წინააღმდეგ

მიზნად. ისახავს ცოდვილი და უნამუსო ადამიანის დაყენებას ღმერთის ადგილზე და არა  აშშ-ში ერთი რელიგიის შეცვლას მეორეთი :

 „ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა გარეშე მტრებისგან და ამავე დროს უნდა დავიცვათ ამერიკის სული, ჩვენუ მეობა, ჩვენი ტწმენები…„.

 Buchanan უარყოფს საეროობას, ათეისტურ ჰუმანიზმს, რელატივიზმს, ებრძვის. ინდივიდუალისტურ ღირებულებებს, სოციალიზმით და კომუნიზმით შთაგონებული ეგალიტარული რეჟიმის დამყარებას.

Buchanan ებრძვის აგრესიულ საეროობას. რომელიც აშშ-ში სპობს და ნაგავში ყრის ქრისტიანულ სიმბოლოებს.

ებრძვის  ინდივიდუალიზმს რომელიც ღვთაებრივ ნორმას ცვლის ცოდვილი, უვიცი და რეკლამებით გამოტვინებული, ყველაფერს დახარბებული ადამიანის მიერ დადგენილი ნორმით.

Buchanan აღწერს 

„ ახალი მსოფლიო წესრიგი-New World Order-ის თანდათანობით და უხმაუროდ შექმნას. 

ეს. კონცეფცია. ფართოდაა გავრცელებული როგორც აშშ-ს ისე ევროპის, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთის მემარჯვენე რადიკალებში.

„ ახალი მსოფლიო წესრიგის„, , 

„ პოლიტიკურად კორექტულის „ , კულტურული მარქსიზმის კონცეფციებს შორის არის გარკვეული სიახლოვეც.

კულტურული მარქსიზმის იდეოლოგიის. გაბატონება აადვილებს ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას და 

„ პოლიტიკურად კორექტული „ არის კულტურული მარქსისტების ერთ-ერთი იარაღი რომელსაც ისინი იყენებენ ოპოზიციის დასათრგუნად და მათი პროექტების კრიტიკის ჩასახშობად.

კულტურული მარქსიზმის იდეოლოგია იშლება და იფანტება მრავალ სხვადასხვა 

„ ქვეიდეოლოგიად „:

ენვირომენტალიზმად, ფემინიზმად, ჰუმანიზმად, კონდუმერიზმად ანუ რეკლამებით შემოთავაზებულ მაცდურ რამეებს დახარბებად,ათეიზმად და სოციალიზმად. 

ყოველმა  მათგანმა. მიიღო რელიგიური ასპექტები, მაგრამ მათი მიზანია. ქრისტიანობის განზე გაწევა და მისი ადგილის დაკავება.

თავის  ყველაზე ბოლო ნაშრომებშიც The Death of the West, Where the Right Went Wrong, State of Emergency. Buchanan  ამბობს. და. იმეორებს. რომ  კულტურული მარქსიზმიზმის. მიზანია. ერების და და მათი საზღვრების დაშლა-მოსპობით და. მასობრივი იმიგრაციის. წახალისებით  ერთი და ერთიანი მულტიკულტურალური მონდიალურ-გლობალურ-პლანეტარული აღრეულ-მეტისირებული საზოგადოების შექმნა. მეორეს მხრივ კულტურულ მარქსისტებს სურთ თეთრი რასის სიკვდილის დაჩქარება და გაადვილება.

The Death of the West-ში Buchanan 

ამბობს. რომ. „. თეთრი რასა „ კნინდება. და  ის შეიძლება. გაქრეს იმიტომ რომ აშშ-იც და ევროპაშიც აჩენენ უფრო და უფრო ნაკლებ ბავშვებს. ამას. კი. განაპირობებს 

„ კულტურული რევოლუციის „ მიერ დაშვებული სოციალური და სექსუალური ქცევები. ა

ამის მეორე მიზეზია სამედიცინო პრაქტიკები და. მეცნიერული აღმოჩენები რომლებსაც ახალისელებენ, აფინანსებენ და აკანონებენ ისინი ვინც დგანან ყველაფერი ამის უკან.

კულტურული. მარქსისტები და მათი მოკავშირეები უტევენ და თავს ესხმიან ქორწინების ინსტიტუტს რომელსაც იცავს Buchanan.

1992 წელს. ბილ კლინტონის. პირველად არჩევის წინ  მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიისთვის Buchanan  კლინტონს აღწერდა როგორც ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს:

Clinton and Clinton  ამერიკას. დააძალებენ აბორტს სულერთია ვის პირველივე მოთხოვნით…, უფლებებს ჰომოსექსუალებისთვის, ისინი დაიწყებენ რელიგიური სკოლების ჩაგვრა-დისკრიმინაციას ! 

მაგრამ. ამერიკას არ უნდა ასეთი ცვლილებები. ამერიკას არ სჭირდება ასეთი ცვლილებები.

და. ჩვენ ვერ ავიტანთ ასეთ ცვლილებებს ერში რომელსაც ჯერ კიდევ შეიძლება ვუწოდოთ „ ღმერთის ქვეყანა „.

კულტურული მარქსიზმი ახალისებს და ხელს უწყობს. ზოგ სოციალურ და სექსუალურ ქცევას რომელთა მიზანიცაა. ქორწინების და ოჯახის ფენომენების და მოსახლეობის. მომავლის უზრულველმყოფელი შვილების ყოლის დისკრედიტაცია და გაუფასურება.

Buchanan  გმობს მასობრივი ინფორმაციის ზოგ საშუალებას. რომლებიც ხოტბას ასხავენ ცელიბატს ანუ მარტო, დაუქორწინებლად და დაუოჯახებლად ცხოვრებას და. თავისუფლებებს. რომლებსაც თითქოს უნდა იძლეოდეს ასეთი მარტოობა. ის. გმობს. ჰომოსექსუალობას რომელიც ხელს უშლის შვილების ყოლას.  ის. გმობს. ბუნებრივი წყობის უარმყოფელ ფემინიზმს რომელსაც

„ ქალის და მამაკაცის ხელოვნური თანასწორობის „ დამკვიდრება.

ის. გმობს. პორნოგრაფიას. რომელიც სექსუალურ აქტს გადააქცევს მარტო სიამოვნების წყაროდ და  გამოყოფს მას. მოსახლეობის გამრავლების მისი ფუნდამენტური ფუნქციისგან.

Buchanan  ამბობს. რომ ამ მავნე. სოციალურ და სექსუალურ ქცევებს ამკვიდრებს კულტურულ მარქსისტთა ახალი კატეხიზმო რომელიც ყველაფრის ცენტრში აყენებს ინდივიდს და. უმნიშვნელო რამეებად აცხადებს კოლექტივსმ ხალხს და ერს.

ასეთმა ქცევებმა თეთრ, ქრისტიან დასავლეთში, აშშ-ში და ევროპაში ხელი უნდა შეუწყონ  უფრო და უფრო ნაკლებ შვილთა გაჩენას // dénatalité//.

და ვინც ამას აკრიტიკებს უნდა იყვნენ დიაბოლიზებულნი, უნდა გამოცხადნენ სატანაზე უფრო დიდ სატანებად. ეს უნდა გაკეთდეს პოლიტიკურად კორექტულის მეშვეობით.

„ კულტურული მარქსიზმის კატეხიზმო გვასწავლის რომ ჰომოსექსუალობა ადამიანის თავისუფალი  დაარჩევანია და არა ცოდვა და. განსხვავებული აზრის მქონენი არიან მუზმუზელა ფარისევლები //bigots// რომლებიც უნდა გაკოჭო და ხელახლა აღზარდო „.

Buchanan ასევე. გმობს ახალ სამედიცინო პრაქტიკებს  რომლებიც საშიშია „ თეთრი დასავლეთის „ სიცოცხლისთვის და გამრავლებისთვის სამ დონეზე :

სანამ ადამიანი ჩაისახება არის კონტრაცეფცია ის რომ არ ჩაისახოს, როცა ადამიანი ჩაისახება არის აბორტი რომ ის მოკვდეს სანამ დაიბადება და სანამ უკვე დაბადებული ბუნებრივი სიკვდილით მოკვდება არის ევტანაზია რომ ის მალე მოკვდეს.

ამ დფეროში Buchanan  განსაკუთრებით შთაგონებულია. პაპი  Paul VI-ს ენციკლიკა Humanae Vitae-თი რომელიც იმორალურად აცხადებს ბავშვთა  დაბადებების ხელოვნურად გაკონტროლებას.

Buchanan  ამბობს. რომ კულტურული მარქსიზმის პროგრამაა  ამერიკულ საზოგადოებაში ცხოვრების საფუძვლების უხმაუროდ და ფარულად მოსპობა : 

თუ კი ადამიანებს დაარწმუებენ იმაში რომ ჰომოსექსუალობა ცხოვრების ლეგიტიმური და პატივსაცემი წესია, რომ აბორტი ანუ საკუთარი შვილის მოკვლა არის ლეგიტიმური, კანონიერი პიროვნული არჩევანი,  რომ პორნოგრაფია არის მარტო იმის თვალში ვინც მას უყურებს, ვერავითარი ფედერალური კანონი ვერ მოიყვანს მათ ჭკუაზე.

თუ კი ქალს დაარწმუნებენ იმაში რომ გაყრა არის კანონიერ-ლეგიტიმური პასუხი რთულ ქორწინებაზე ვერავითარი დემოკრატიული მთავრობა ვერ დაამკვიდრებს განსხვავებულ ღირებულებებს.

დოქტორი John Wallace  ბოლონიის John Hopkins-ის უნივერსიტეტიდან: 

„ თუ კი ქალები შოულობენ იმდენ ფულს რომ შეუძლიათ ფინანსურად დამოუკიდებლად ცხოვრება მათ აღარ სჭირდებათ ქმარი.

და თუ კი შეგიძლიათ უგულოდ ხვევნა კოცნა მტლაშა მტლუში, სექსუალური ურთიერთობები ბავშვის გაჩენის გარეშე რაღათ გინდათ დაქორწინება ? „.

ესეც ბოდიში კულტურული მარქსიზმია

Patrick J. Buchanan
აშშ-ს. ერონული. ბესტსელერი რომელმაც შოკში ჩააგდო მთელი ერი-The Death of The West  ანუ დასავლეთის სიკვდილი ყვება იმაზე თუ როგორ ხდება დასავლეთის კულტურის და ძალის უფრო და უფრო დაკნინება-დაცემა.
დასავლეთი კვდება. ევროპაში და აშშ-ში ჩნდება უფრო და უფრო ნაკლები ბავშვი. ამას ემატება მოსახლეობათა მკვეთრი და უზომო ზრდა აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკაში.
ეს იწვევს მსოფლიო ძალების კატასტროფიულ ძვრებს და იმიგრაციის წამლეკავ ტალღებს. ეს ახდენს ყოველი დასავლური საზოგადოების და ერის პოლარიზებას.
The Death of the West აღწერს თუ როგორ ქრება ძველი ცივილიზაცია, კულტურა და მოდის ახალი მსოფლიო წყობა რომელსაც ექნება შემაძრწუნებელი შედეგები  ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი რწმენისთვის და ამერიკული დემოკრატიის უპირატესობისთვის.
ესაა პროვოკაციული, მწვავე, დამაფიქრებელი ნაშრომი.

The national bestseller that shocked the nation–The Death of the West is an unflinching look at the increasing decline in Western culture and power.

The West is dying. Collapsing birth rates in Europe and the U. S., coupled with population explosions in Africa, Asia and Latin America are set to cause cataclysmic shifts in world power, as unchecked immigration swamps and polarizes every Western society and nation.
The Death of the West details how a civilization, culture, and moral order are passing away and foresees a new world order that has terrifying implications for our freedom, our faith, and the preeminence of American democracy. 

The Death of the West is a timely, provocative study that asks the question that quietly troubles millions: Is the America we grew up in gone forever?


სახელგანთქმულ, ფსიქოანალიზის მამა ფროიდს ხშირად წარმოადგენენ როგორც 1960-ანი წლების სექსუალური რევოლუციის მამას.

და. ფსიქოანალიზს. წარმოადგენენ ხოლმე როგორც მსოფლმხედველობას რომლის გარეშეც ვერ. იქნებოდა ქალთა და ჰომოსექსუალთა განმანთავისუფლებელი მოძრაობები.

ფროიდის და ფსიქოანალიზის ასე წარმოდგენა არაა სწორი.

ფროიდი იყო ონტოლოგიურად ჰომოფობი იმიტომ რომ მისთვის ნორმა იყო ჰეტეროსექსუალობა, მონოგამია, ცოლ-ქმრობა, ისტორიული ოჯახი, შვილების გაჩენა.

ფროიდი ამბობდა რომ ამ ნორმიდან გადახვევა არის არანორმალურობა, უხამსობა და გარყვნილება // perversion //. ასე უყურებდა ის ჰომოსექსუალებს, მაგრამ აგრეთვე პედოფილებს და ზოოფილებს…

სექსუალური განთავისუფლება // მათ შორის მარგარეტ ტეტჩერის ბრიტანეთის ელიტაში პედოფილთა არაჩვეულებრივი კონცენტრაცია // არის XX  საუკუნის მეორე ნახევრის ფროიდო-მარქსიზმის // freudo-marxisme // და არა ფროიდიზის დიდი მიღწევა.

ფროიდი იყო ონტოლოგიურად ჰომოფობი…

ის იყო. სექსუალური განთავისუფლების მოწინააღმდეგე იმიტომ რომ მისი აზრით ცივილიზაცია არსებობს მარტო მხეცურ-პირუტყვული სექსუალური ინსტინქტების მოთოკვის პირობებში

ფროიდს. ესმოდა იერარქიების ფასი, ის იცავდა იერარქიებს . მისი ფსიქოანალიზის ერთ-ერთი მთავარი კონცეფციაა განწმენდა, ამაღლება // sublimation // . ესაა მხეცური აგრესიული და სექსუალური ჟინის და. ინსტინქტების გარდაქმნა  მაღალ და ამაღლებულ გრძნობებად.
ასე მაგალითად ნამდვილი ხელოვანი თავის მხეცურ ინსტინქტებს გარდაქმნის ამაღლებულ რამედ ესთეტიკურ ქმნილებათა მეშვეობით, მეცნიერი ამას აკეთებს თავისი კვლევა-ძიებით.
მხეცური ინსტინქტის მიზანია დაუყოვნებელი სიამოვნება და სასურველის ხელში ჩაგდება საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის ამის შედეგებზე დაუფიქრებლად.  ადამიანური საქციელია ამ მხეცური ინსტინქტის მოთოკვა და მისი გადაქცევა  საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, ერისთვის, კაცობრიობისთვის სასარგებლო მოქმედებად.
აი ესაა ფროიდი. 
სექსუალურ. რევოლუციას და და მარგარეტ ტეტჩერის ბრიტანეთის ელიტაში პედოფილების შეკრებას ხელი შეუწყვეს  Wilhelm Reich-მა, Eric Fromm-მა თუ Herbert Marcuse-მ, ფროიდო-მარქსისტებმა, ლიბერტარულმა მარქსისტებმა რომლებისთვისაც მხეცური სექსუალური ჟინის სულერთია სად,სულერთია როდის და სულერთია რის ფასად დაკმაყოფილება  უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქვეყნის, ერის სამსახური.
ესაა კულტურული მარქსიზმი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s