ერტრან რასელი ბედნიერებაზე-4

Résultat de recherche d'images pour "bertrand russell"

 

 

ნამდვილი სიხარული გაჩნდება  წყნარ ატმოსფეროში  და არა ჩაუშესკუ ჩაუშესკუს და მსგავსი უნაკლოდ მშვენიერი ლოზუნგების ღრიალით საქართველოს დედაქალაქი თბილისის და ა.შ. ნგრევის დროს.

აი ამას გვეუბნება ბრიტანელი ლორდი, ნობელის პრემიის ლაურეატი ბერტრან რასელი, მიყვარს ევროპა.

ბერტრან რასელი ბედნიერებაზე-4

Bertrand Russel , Conquest of Happiness,ფრანგულად, La conquête du bonheur,პარიზი, 1962,

 

მოწყენილობა-დაღონება და  მღელვარება-აღგზნება

 

მოწყენილობა-დაღონება არის ადამიანის ქცევის ფაქტორი. ის იმსახურებს  დიდ ყურადღებას.

ჩემის აზრით ის წარსულშიც იყო და დღესაც კიდევ ბევრად  უფრო  არის ერთ-ერთი დიდი მამოძრავებელი ძალა.

მოწყენილობა-დაღონება თითქოს უნდა იყოს წმინდა ადამიანური ემოცია.

მართალია ისიც რომ დატყვევებული პირუტყვებიც აპატიურები არიან და უაზროდ დაბორიალობენ თავის გალიაში, მაგრამ არა მგონია რომ ბუნებრივ მდგომარეობაში მცხოვრებნი ისინი განიცდიან რაღაც მსგავსს.

დროის უდიდეს ნაწილს ისინი ატარებენ მტრის მოგერიებაში და საჭმლის ძიებაში ან ორივეში ერთად.  ზოგჯერ ისინი სიყვარულობენ და ეძებენ სითბოს.

მაგრამ არა მგონია რომ მოწყენილნი და დაღონებულნი იყვნენ უბედური პირუტყვებიც.

როცა გაურბიხარ თენგიზ სიგუას რომელიც მომხრეებთან ერთად მოგდევს საბჭოთა ტანკით ნამდვილად არ ხარ მოწყენილი. თავზარდაცემული ხარ, მაგრამ ეს სხვა რამეა.

ლორდთა პალატაში გამოსვლისას ამთქნარებდა მარტო ბევრისთვის საყვარელი დევონშირის ჰერცოგი. მაგრამ დამწყები ორატორები როგორც წესი ამას არ შვრებიან. ისინი უფრთხილდებიან თავის კარიერას.

მოწყენილ-დაღონებულ ადამიანს, განსაკუთრებით მამაკაცს  სჭირდება სტიმული და არა მხეცს.  

მე ვფიქრობ რომ მამაკაცი ნადირობის ხანაში  იყო უფრო კმაყოფილი ვიდრე არის მის შემდეგ.

ოდესღაც ნადირობა და ომი იტაცებდა, ხიბლავდა მამაკაცს.

ეხლა ტანკით თავისი საკუთარი ქვეყნის დედაქალაქის დანგრევა მოსწონთ მარტო თენგიზ სიგუას და ბორის ელცინის  ნაირ გამორჩეულად მაღალი კულტურის მქონე იდიოტებს.

ოდესღაც სიყვარულიც იტაცებდა მამაკაცს.

ველური აუპატიურებდა ქალს რომლის გვერდითაც ეძინა  ამ ქალის ქმარს. მან იცოდა რომ  ქმრის გაღვიძება მისთვის გარდაუვალი  სიკვდილი იყო.

 ასეთი ხალხი მოწყენილი არ ყოფილა.

მაგრამ მიწათმოქმედების გამოგონების მერე ცხოვრება მონოტონური გახდა.

გამონაკლისი იყვნენ ნადირობის სტადიაზე დარჩენილი არისტოკრატები.

ბევრს ლაპარაკობენ მაშინიზმის მონოტონურობაზე, მაგრამ მე ვფიქრობ  რომ მოძველებელი მეთოდების გამომყენებელი სოფლის მეურნეობის მიერ გაჩენილი მოწყენილობა სულ მცირე ასეთივე ძლიერი იყო.

მრავალი ფილანტროპის საწინააღმდეგოდ  მე ვიტყოდი რომ მანქანების ხანამ ჯამში ბევრად შეასუსტა მოწყენილობა.

მუშა-მოსამსახურეები სამუშაო საათებში მარტოები არ არიან.

საღამოობით მათ შეუძლიათ მრავალნაირად გართობა რაც ძველად პატარა სოფელში წარმოუდგენელი იყო.

წარმოვიდგინოთ პატარა ბურჟუას ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები.

ძველად , სადილის შემდეგ, მეუღლე და შვილები ალაგებდნენ სუფრას.

ოჯახის წევრები სხდებოდნენ წრიულად და, როგორც ამბობდნენ, ატარებდნენ სასიამოვნო საღამოს  ოჯახურ წრეში.

ანუ ოჯახის მამა წვებოდა და იძინებდა, დედა ქსოვდა და ქალიშვილებს უნდოდათ სიკვდილი ან ტამბუქტუზე გაქცევა.

მათ არ აძლევდნენ კითხვის ან ოთახიდან გასვლის უფლებას იმიტომ რომ იმდროინდელი წესი  მოითხოვდა მამის საუბარს თავის ქალიშვილებთან და კმაყოფილება უნდა გამოეხატა ყველას ვისაც ის მიმართავდა.

ქალიშვილები ბოლოს და ბოლოს ახერხებდნენ გათხოვებას რის მერეც თავის შვილებს აძალებდნენ ისეთივე საშინელ ახალგაზრდობას როგორიც იყო მათი საკუთარი ახალგაზრდობა.

გაუთხოვრებს კი თავისი ცხოვრება შეიძლება დაემთავრებინათ ქუჩაში.

ასეთი ბედი ჰქონდათ ველურთა მსხვერპლებსაც.

 

ასი წლის წინანდელი მსოფლიოს კვლევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ძველად მოწყენილობის მნიშვნელობას და სიმძიმეს.

წარმოიდგინეთ ზამთარი შუა საუკუნეების სოფელში.

ადამიანებმა არ იცოდნენ არც კითხვა და არც წერა. დაღამებისას მათ განათების საშუალებად ჰქონდათ მარტო სანთლები.  მბოლავი ცეცხლი ათბობდა ერთადერთ ოთახს

გზები იმდენად გაუვალი იყო რომ ძალიან იშვიათად მიდიოდნენ მეზობელ სოფელშიც.

არაა გასაკვირი რომ  ამ მოწყენილობამ და სხვა ფაქტორებმა უბიძგა ადამიანებს კუდიანებზე ნადირობისკენ.

ეს იყო იმდროინდელი ზამთრის საღამოების ერთადერთი გასართობი.

 

ჩვენ ჩვენს წინაპრებზე ნაკლებად ვართ მოწყენილები. მაგრამ ჩვენ ჩვენს წინაპრებზე მეტად გვეშინია მოწყენილობისა.

ჩვენ დავიჯერეთ რომ მოწყენილობა არაა  ადამიანის ბუნებრივი ხვედრი და შეიძლება არ ვიყოთ მოწყენილები თუ კი საკმაოდ ენერგიულად დავიწყებთ მით უმეტეს მძაფრ განცდათა ძიებას.

დღეს ახალგაზრდა ქალები მნიშვნელოვანწილად  იმიტომ მუშაობენ რომ ეს მათ აძლევს საღამოობით გართობის  ძიების საშუალებას.

ისინი ვისაც შუძლიათ ამის გაკეთება ცხოვრობენ ქალაქებში.

ამერიკაში ასეთებს აქვთ მანქანა, ან, სულ მცირე, მოტოციკლეტი რომლითაც ისინი მიდიან კინოში.  ცხადია რომ მათ სახლში აქვთ რადიოც.

ახალგაზრდა ქალ-ვაჟი ეხლა ერთმანეთს უფრო იოლად ხვდება ვიდრე ძველად.

და ყველა ქალი კვირაში ერთხელ ელის ისეთ  ძლიერ შეგრძნებებს როგორიც ჯეინ ოსტინის გმირს აქვს მთელი რომანის მანძილზე.

ჩვენი  სოციალური დონის ამაღლება შეესაბამება  ძლიერ შეგრძნებათა უფრო და უფრო ძლიერ მოთხოვნას.

ვისაც შეუძლია ყველა  დახეტიალობს, ცეკვავს, სვამს, მხიარულობს და ისინი კაცმა არ იცის რატომ სულ ელიან მათთვის ახალ და უცნობ ადგილებში ახალ-ახალ სიამოვნებათა  პოვნას.

 არსებობისთვის აუცილებელი ხელფასისთვის მშრომელებს სამუშაო საათებში აქვთ მოწყენილობის და მოვალეობათა მათი წილი..

მაგრამ არის ხალხი ვისაც საკმარისი ფული აქვს დროის უმუშევრად ტარებისთვის და მათი იდეალია ცხოვრება მოწყენილობის გარეშე.

მე სულაც არ ვიგდებ მასხრად ამ იდეალს, მაგრამ არა მგონია რომ შესაძლებელი იყოს ამ იდეალის განხორციელება.

თუ გარგად გაატარებ საღამოს დილით მოიწყენ.

იქნება მოწიფული ხანა და, ალბათ, სიბერეც.

20 წლის ვაჟს სჯერა რომ 30 წლის ასაკში ცხოვრება დამთავრებულია. 

ჩემს ასაკში მე ვერ გავიზიარებ ამ თვალსაზრისს.

ვიტალური კაპიტალის გაფლანგვა ალბათ ისეთივე გაუფრთხილებლობაა როგორც ფინანსური კაპიტალის გაფლანგვა.

მოწყენილობის რაღაც ელემენტი შეიძლება აუცილებელი იყოს ცხოვრებისთვის.

მტრისგან გაქცევის სურვილი ბუნებრივია. ადამიანთა ყველა რასამ გაამჟღავნა ეს სურვილი როდესაც  დრო მოითხოვდა ამას.

ველურები თეთრკანიანთა ხელიდან იღებდნენ რაღაც საზიზღრობას, ტყვრებოდნენ და ისე გაურბოდნენ მოწყენილობას.

ადამიანები მოწყენილობას გაურბოდნენ ომებითაც, პოგრომებითაც, სხვათა ჩაგვრითაც.

მეზობლებთან ჩხუბი და ჭინჭყლიც ურჩევნიათ ხოლმე ყოველდღიურობის მონოტონურობას.

სწორედ ამიტომაა მოწყენილობა ვიტალური პრობლემა მორალისტისთვის.

კაცობრიობა სცოდავს, ცოდვებს ჩადის მოწყენილობის შიშით.

მაგრამ არის ნაყოფიერი მოწყენილობაც.

ნაყოფიერია მოწყენილობა  გამომათაყვანებელ ნივთიერებათა, ნარკოტიკების გარეშე.

გამომათაყვენებელია მოწყენილობა ვიტალურ საქმიანობათა გარეშე.

რა თქმა უნდა, კარგი ექიმის მიერ ავადმყოფისთვის გამოწერილი ნარკოტიკიც  შეიძლება სასარგებლო იყოს.  და ასეთი შემთხვევები არაა იშვიათი.

მაგრამ ნარკოტიკის ჟინი არ უნდა იყოს უკონტროლო.  ადამიანი არ უნდა გაერთოს ამით თორემ გადაყვება ამდენ სიამოვნებას.

უნდა ვიცოდეთ ისიც რომ გრძნობებით  და შეგრძნებებით  მეტისმეტად მდიდარი ცხოვრება დამქანცველი და ქანცგამწყვეტია.  ასეთი ცხობრება განუწყვეტლად მოითხოვს უფრო და უფრო ძლიერ სტიმულანტებს რათა აცახცახდე და იჟრჟოლო, რაც ითვლება სიამოვნებისთვის აუცილებელ რამედ.

გამაღიზიანებელთა დიდი რაოდენობით მიღება დაგამსგავსებთ იმას ვისაც შეუძლია ნებისმიერი სხვა ადამიანის მკვლელი უზარმაზარი და საშინლად ცხარე   წიწაკის გადასანსვლა.

მეტისმეტი რეტისრეტიო, თუ გადარჩები  ბოლოს და ბოლოს შეიძლება მოგწყინდეს

ამხელა წიწაკების ყლაპვაც.

ყველა დიდ წიგნს აქვს მოსაწყენი პასაჟებიც და ყველა დიდ ცხოვრებაში იყო ნაკლებად საინტერესო პერიოდებიც.

თანამედროვე ამერიკელი გამომცემელი ბიბლიის ახალ უცნობ ხელმაწერშიც იპოვის მოსაწყენ ადგილებს.

 

დარვინიც მთელი მსოფლიოს მოვლის შემდეგ  სიკვდილამდე დარჩა თავის სახლში.კარლ მარქსმა მოაწყო რამოდენიმე რევოლუცია და მერე ჩაიკეტა British Museum-ში.

მეტ-ნაკლებად მონოტონური ცხოვრების ატანა ადამიანმა უნდა ისწავლოს ბავშვობიდან.

 

თანამედროვე მშობლები არ იქცევიან სწორად. ისინი მეტისმეტად ანებივრებენ თავის ბავშვებს  სხვადასხვა გასართობით, წარმოდგენებით და სანახაობებით, ნუგბარი საჭმელებით,ტკბილეულობებით.

არადა ბავშვისთვის კარგია რომ ყველა დღე გავდეს ერთმანეთს და იყოს გამონაკლისი დღესასწაულები.

როგორც წესი ბავშვმა უნდა ისიამოვნოს მარტო იმით რასაც  საკუთარი  გარკვეული ძალისხმევის და ფანტაზიის ფასად მიიღებს ირგვლივ მყოფებისგან.

 

სიამოვნებები რომლებიც არ მოითხოვენ ფიზიკურ ძალისხმევას , მაგ. თეატრი, დიდი იშვიათობა უნდა იყოს ბავშვისთვის.

აღელვება, გაღიზიანება ნარკოტიკის ბუნებისაა, ნარკოტიკს დაჩვეულს უფრო და უფრო დიდი დოზა უნდა. მღელვარება-გაღიზიანება ასევე მოითხოვს ხოლმე   სულ უფრო და უფრო მეტი მღელვარება-გაღიზიანებას და ფიზიკურ პასიურობას.

ხანგრძლივი მღელვარება-გაღიზიანება ინსტინქტის საწინააღმდეგო რამეა.

ბავშვი უკეთესად გაიზრდება თუ კი ის ახალგაზრდა მცენარის მსგავსად გაიზრდება ერთსა და იმავე ნიადაგზე.

ბევრი აქეთ-იქით სიარული და მეტისმეტად ბევრი და მრავალფეროვანი შთაბეჭდილებები არაა კარგი ბავშვისთვის,  უუნაროს ხდის, ათაყვანებს მას…

მე არ ვამბობ რომ მონოტონურობა როგორც ასეთი კარგია.

მე ვამბობ რომ ზოგი კარგი რამე შეუძლებელი იქნება  გარკვეული მონოტონურობის გარეშე.

ასე მაგალითად  Wordsworth-ის  Prelude ყოველი რთული ქალაქელისთვის მთლიანად უცხო იქნება.

კონსტრუქტიული მიზნების დამსახველი ბიჭი ან ახალგაზრდა  გადაიტანს მოწყენილობის მნიშვნელოვან დოზას  თუ კი ნახავს რომ გარკვეულ შემთხვევაში ეს აუცილებელია.

მაგრამ კონსტრუქტიული მიზნების დასახვა უჭირს დროისტარების მოყვარულ ცელქ ყმაწყვილს.

მას უნდა დაუყოვნებელი სიამოვნება და არა სერიოზული და დიდი შორეული მიზნისთვის გარჯა და დაბრკოლებების დაძლევა.

თაობა რომელსაც არ შეუძლია მოწყენილობის ატანა არის და იქნება უსახო და ღირსებებს მოკლებულ ადამიანთა  თაობა.   ეს ადამიანები ზურგს აქცევენ  ბუნების ნელ პროცესს, წყდებიან მას.

მათი ვიტალური იმპულსები   მოჭრილ-მოწყვეტილი და ლარნაკში ჩაწყობილი ყვავილების მსგავსად ნელა ხმებიან

 

მე არ მიყვარს მისტიკური ენა , მაგრამ მიჭირს სათქმელის გამოთქმა  უფრო პოეტური ვიდრე მეცნიერული სიტყვების გარეშე.

რაც არ უნდა ვიფიქროთ ჩვენ ვართ დედამიწის ქმნილებები.

ჩვენი ცხოვრება დედამიწის ცხოვრების ნაწილია და დედამიწა გვკვებავს ისე როგორც ის კვებავს მცენარეებს და ცხოველებს.

დედამიწის ცხოვრების რიტმი  ნელია :

შემოდგომაც და ზამთარიც მისთვის ისევე აუცილებელია როგორც გაზაფხული და ზაფხული.

დასვენება მისთვის ისევე აუცილებელია როგორც მოძრაობა.

სრულწლოვანზე მეტად ბავშვს სჭირდება კონტაქტი დედამიწის ცხოვრების მიქცევასთან და მოქცევასთან.

ადამიანის სხეული ასაკებით ადაპტირებულია ამ რიტმთან.

და რელიგიამ ეს ასპექტი ჩართო აღდგომის დღესასწაულში.

მახსოვს თუ როგორ გაიყვანეს  სასეირნოდ სოფელში 2 წლის ბავშვი რომელიც ჯერ არასოდეს ყოფილა ლონდონის გარეთ.

იყო ზამთარი და სოფელი იყო სველი და ტალახიანი.

სრულწლოვანის აზრით ამაში არაფერი იყო სასიხარულო და სასიამოვნო.

მაგრამ  აღტაცებული ბავშვი ჩავარდა უცნაურ  ექსტაზში.

ბავშვმა დაიჩოქა სველ მიწაზე .ჩარგო სახე ბალახებში. გაისმა ბავშის სიხარულით სავსე ყვირილი.

ბავშვმა განიცადა მარტივი, პრიმიტიული და მასიური სიხარული.

ორგანულის მოთხოვნილება, რომელსაც იკმაყოფილებდა ეს 2 წლის ბავშვი იმდენად ღრმაა რომ ისინი ვისშიაც ეს მოთხოვნილება მკვდარია  არ არიან მთლიანად ნორმალურები.

ბევრი ჩვენი სიამოვნება, მაგალითად, თამაში, სულ არაა დაკავშირებული მიწასთან.

შეწყვეტილ-დამთავრებული სიამოვნება ადამიანს უტოვებს ფერფლის გემოს, უკმაყოფილების შთაბეჭდილებას და წყურვილს რომლის ობიექტიც მან არ იცის.

ეს სიამოვნებები არ იწვევს არანაირ სიხარულს.

დედამიწასთან ჩვენი დამაკავშირებელი სიამოვნებები კი გვანიჭებს დიდ, ღრმა კმაყოფილებას.

მათი გაქრობა არ აქრობს მათ მიერ მოტანილ ბედნიერებას.

ნარკოტიკით გაუთავებელი სიამოვნება კლავს, ცოცხალ სამყაროსთან კონტაქტი კი აცოცხლებს…

 

თანამედროვე ქალაქების მოსახლეობის მტანჯველ  განსაკუთრებულ მოწყენილობას აჩენს დედამიწის ცხოვრებასთან კავშირის გაწყვეტა.

ამ ქალაქელთა ცხოვრება მომგუდველი, მტვრიანი და ხმელია.  ის გავს მოგზაურობას უდაბნოში.

საკმაოდ მდიდარ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ თავისი ცხოვრების წესის არჩევა, ეშინიათ მოწყენილობისა. ისინი უარყოფენ ნაყოფიერ მოწყენილობას და იტანჯებიან უარესი მოწყენილობით.

ბედნიერი ცხოვრება მნიშვნელოვანწილად მშვიდობიანი უნდა იყოს ვინაიდან ნამდვილი სიხარული გაჩნდება  წყნარ ატმოსფეროში  და არა ჩაუშესკუ ჩაუშესკუს და მსგავსი უნაკლოდ მშვენიერი ლოზუნგების ღრიალით საქართველოს დედაქალაქი თბილისის და ა.შ. ნგრევის დროს.

აი ამას გვეუბნება ბრიტანელი ლორდი, ნობელის პრემიის ლაურეატი ბერტრან რასელი, მიყვარს ევროპა.

Leave a comment