მავნე ჩვევათა გამჩენ დღევანდელობაზე

 

დიდი. ფრანგული გამოცემა Revue Des Deux Mondes, ჟურნალისტი Antoine Lagadec ,9 JUIN 2018
 
საუბარი
 
 
 Laurent Karila  არის. ფრანგი ფსიქიატრი, საავადმყოფო Paul-Brousse-ს ექიმი და. წარმომადგენელი ასოციაციისა  SOS Addictions  ანუ SOS  მავნე ჩვევები.  ის. ამავე. დროს  addictologie-ს ანუ მეცნიერებას მავნე ჩვევების შესახებ ასწავლის უნივერსიტეტში Paris-Sud. 
 
ისაა. მათ შორის. ფართო საზოგადოებისთვისაც განკუთვნილი წიგნების ავტორი. გამოდის მოხსენებებით.
 
ჩვენ. ვცხოვრობთ მავნე ჩვევების გამჩენ საზოგადოებაში  სადაც განუწყვეტლად. ვრცელდება სახიფათო ნივთიერებათა და პროდუქციის. მოხმარება. რას ფიქრობთ?
 
 
Revue des Deux Mondes – Ipsos-ის  ახალი გამოკვლევა. „ ახალგაზარდათა. მავნე ჩვევები„
// Les addictions chez les jeunes// ამბობს. რომ  ჩვენ. ვცხოვრობთ მავნე ჩვევების გამჩენ საზოგადოებაში  სადაც განუწყვეტლად. ვრცელდება სახიფათო ნივთიერებათა და პროდუქციის. მოხმარება. რას ფიქრობთ?

Laurent Karila – ეს ანგარიში ასახავს. სწორედ იმას. რაც. ხდება. ეხლა. და რასაც ჩვენ ვხედავთ როგორც  addictologues ანუ მავნე ჩვევათა სპეციალისტი მკვლევარები.

თამბაქოს თუ cannabis-კანაფ-მარიხუანას სინჯავენ მოზარდები, არაფერი საკვირველია იმაში რომ ახალგაზრდების 30 % სვამს ალკოჰოლს და 24 % ეწევა თამბაქოს.

ალკოჰოლი, თამბაქო, სოციალური ქსელები, პორნოგრაფია…სახიფათო მოხმარება ვრცელდება და ვრცელდება, ამ ბოლო ანგარიში მავნე ჩვევათა შესახებ.

​„ ჩვენი საზოგადოება ამიერიდან ცხოვრობს. ეკრანების ექსცესიური, მეტისმეტი მოხმარებით.„
რაც  შეეხება. სოციალურ ქსელებს  18-22. წლის ახალგაზრდათა 26 %  დღეში 5 საათს ატარებს სოციალურ ქსელებში. 10 %  კი 8 საათზე მეტს.
ეს. შედარებით ახალი ფენომენია.  ჩვენი საზოგადოება. ამიერიდან ცხოვრობს ეკრანების ექსცესიური მოხმარებით.
   ჩვენი საზოგადება აჩენს მავნე ჩვევებს და ესაა მისი როგორც ქცევის ისე ფარმაკოლოგიური პრობლემა.
ახალგაზრდები. უფრო მეტისმეტად, ექსცესიურად იყენებენ ეკრანებს. ეს ნაკლებადაა მავნე ჩვევა როგორც ავადმყოფობა, თუმცა ექსცესი შეიძლება მივიდეს ავადმყოფობამდე.

მოსახლეობის ამ კატეგორიისთვის. ყველაფერი საკმაოდ. არეულ-შერეულია იმიტომ რომ ეს ეხება  როგორც ალკოჰოლს იშე smartphone-ს ანუ ერთდროულად. როგორც სუბსტანცია-ნივთიერებებს ისე ქცევებს.

ქცევებს შორის. არის პორნოგრაფიითაც გატაცება, რასაც ძალიან აადვილებს streaming სმარტფონებზე, tablettes-ებზე. თუ კომპიუტერზე და გადაიქცა საკმაოდ ჩვეულებრივ რამედ.

Revue des Deux Mondes – როგორ. უნდა აიხსნას. მავნე ჩვევების. მქონეთა ასეთი სიმრავლე?

Laurent Karila – ჩვენ მავნე ჩვევები გვიჩნდება როცა ვიტანჯებით. მაშინ ჩვენ ვიყენებთ რაღაც ობიექტს, რაღაც ნივთიერებას. რათა აღარ ვიტანჯოთ. ნივთმა შეიძლება გაგვართოს, ნივთიერებამ შეიძლება გააუჩოს ფიზიკური ტკივილი.

    მავნე ჩვევების. მქონეთა. რაოდენობის ზრდის მიზეზები. შეიძლება. იყოს ინდივიდის პირადი სისუსტე, გარემოში აგრესიული ელემენტების არსებობა, გენეტიკა, ეს მიზეზები შეიძლება იყოს თვითონ საზოგადოებაში. 

ყველა ამ ელემენტის კომბინაციამ ადამიანი შეიძლება აქციოს მავნე ჩვევების მქონე მანიაკად. 

Revue des Deux Mondes – განა. ყოველ ჩვენთაგანს. არა აქვს. მეტისმეტად ძლიერი მიდრეკილება რაღაცისადმი ?*

Laurent Karila – ყველა ადამიანი არაა მავნე ჩვევების მქონე ავადმყოფი, სულაც არა. სეთი ავადმყოფები შეადგენენ მოსახლეობის უმცირესობას.

ყოველ ჩვენგანს აქვს გარკვეული სისუსტე რაღაცის მიმართ, მაგრამ ყველა მაინც არ ხდება მავნე ჩვევების მქონე ავადმყოფი. საწინააღმდეგო შემთხვევაში ჩვენი ყველანი ვიქნებოდით შიზოფრენიკოსები ან მანიაკო-დეპრესიული ბიპოლარული დარტყმულები.

Revue des Deux Mondes –  ჩვენს. საზოგადოებაში. მავნე. ჩვევები თითქოს უფრო იოლად ვრცელდება ვიდრე ადრე იყო. რითია ეს გამოწვეული? 

Laurent Karila –   შეიძლება დადგინდეს 2 ფაქტორი:  პირველი ისაა. რომ. ყველაფერი ამიერიდან უფრო სწრაფად ხდება ვიდრე ადრე. ჩვენი ცხოვრების რიტმი დაჩქარდა.

მეორე. ფაქტი ისაა. რომ იოლად იშოვება ყველანაირი ოხრობა რაც ხელს უწყობს მავნე ჩვვევების გაჩენას :  კანაფი-კანაბის-მარიხუანა იოლი საშოვნელია, ალკოჰოლი და თამბაქო ინებეთ, კანონით დაშვებული პროდუქტებია და მათ ყველაზე მეტად ეტანებიან.

განუწყვეტლად ჩნდება ახალ-ახალი ნარკოტიკი, ხდება წამლების ინფლაციაც…

კიდევ არის ინტერნეტი რომელიც ვიდეოთამაშებით, სოციალური ქსელებით, პორნოგრაფიით, სექსუალურ აქტივობათა და რაღაც ობიეატების ყიდვის შეთავაზებით ხელს უწყობს მავნე ჩვევათა გავრცელებას.

ზოგი ადამიანი ერთ ან მრავალ ამ  ელემენტს გამოიყენებს იმისთვის რომ სცადოს თავისი ტანჯვის დამშვიდება. 

Revue des Deux Mondes – ჰიპერმოხმარების, სიუხვის, „ ყველაფერი და ეხლავე „-ს ეს საზოგადოება  ამავე დროს. გმობს მავნე ჩვევებს განა ეს რამდენადმე წინააღმდეგობრივი არაა ?

Laurent Karila –  საზოგადოება ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ მნიშვნელობა აქვს ჩვენს განვითარებასაც // ტვინს, გენეტიკას // და ბუნებრივ გარემოსაც. მავნე ჩვევის მქონე მანიაკებად რომ გადავიქცეთ ყველა ეს ელემენტია საჭირო.

ჩვენი საზოგადოება აჩენს მავნე ჩვევებს, მაგრამ ის ასევე ცდილობს მავნე ჩვევების ყველა პორმის პროფილაქტიკას. 

თუმცა. უნდა ითქვას. რომ საფრანგეთში პროფილაქტიკის თანამედროვე ფორმები არასაკმარისია.  საჭირო  კონკრეტული სიუჟეტების მქონე კამპანიების გამეორება.

Revue des Deux Mondes – მავნე ჩვევა. გულგრილს ხომ არ ხდის ადამიანს სოციალური ურთიერთობების და საკითხების მიმართ ?  ხომ არაა ეს საფრთხე სოციალური ქსელისთვის ? 

Laurent Karila – განმარტოება, იზოლირება, ოჯახის ნგრევა, არის მავნე ჩვევის ავადმყოფობის კომპონენტები. 

მკურნალმა ექიმმა ანგარიში უნდა. გაუწიოს ამ ავადმყოფობის სამედიცინო, ფსიქოლოგიურ, ფსიქიატრიულ და სოციალურ შედეგებს.




Leave a comment