« პატიოსანი ადამიანი »

Afficher l'image d'origine

პატიოსანი ადამიანი მე-17 საუკუნეში

Afficher l'image d'origine

ეს უკვე მეოცე ან 21-ე საუკუნა

 

 « პატიოსანი ადამიანი » ევროპული იდეალების ისტორიიდან

იტალიელი Castiglione-თი // კასტილიონე, 1478-1529//შთაგონებული Nicolas Faret // ნიკოლა ფარე,1596-1646// და შევალიე დე მერე/// chevalier de Méré ,/1607-1684// არიან კლასიკური ხანისთვის დამახასიათებელი

   « პატიოსანი ადამიანის » //L’honnéte homme// იდეალის  დამდგენთა და განმსაზღვრელთა შორის.

ეს პატიოსანი ადამიანი არის კარისკაცი რომელმაც იცის თუ როგორ უნდა მოაწონოს თავი სხვებს, განთლებული, ზრდილი და არაპედანტი ადამიანი რომელსაც შუძლია თავის სხეულის და ვნებების მართვა და მოთოკვა. .

http://www.espacefrancais.com/etre-honnete-homme-au-xviie-siecle/

 

« პატიოსანი ადამიანის » //« honnête homme »XVIIe  საუკუნეში

ამ პატიოსან ადამიანს არ უყვარს ლამაზად ღნავილით თავისი ქვეყნის დედაქალაქის დანგრევა. ის არ გავს პროფესორ სიგუას.

 

ესაა სასიამოვნო და გახსნილი ადამიანი

ეს « პატიოსანი ადამიანის » პირველ რიგში არის ის ვისაც შეუძლია ბრწყინვა საზოგადოებაში. მას უნდა რომ იყოს სხვებისთვის მოსაწონი ადამიანი, მას უნდა მოხიბლვა. ისაა სასიამოვნო, ელეგანტურად ჩაცმული ადამიანი, მაგრამ მისი ელეგანტობა არაა ექსცესიური. .

ისაა კარგი თანამოსაუბრე. ის არასოდეს იჭიმება წინ. პირიქით, სხვებს აძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას, გაკვრით ხაზს უსვამს რაღაც იდეის სიზუსტეს.

ის აჩვენებს თავის სულის გახსნილობას, უკან, ჩრდილში დადგომის, თავმოყვარეობა-პატივმოყვარეობის და ეგოიზმის მოთოკვის უნარებს.

საჭიროების შემთხვევაში მან უნდა მიიღოს სახის მშვიდი, მომღიმარე გამომეტყველება.

ამ პატიოსანმა ადამიანმა სხვები არ უნდა დააღონოს თავისი უგუნებობის, ცუდ ხასიათზე ყოფნის თუ გაღიზიანების ჩვენებით. მას აქვს იუმორის გრძნობა. მისი ხუმრობა იწვევს ღიმილს და არა ხარხარს.

ადაპტაციის, შეთვისების უნარი

საზოგადოებაში ასე ქცევის იმპროვიზაცია არ ხდება. პატიოსანი ადამიანი დაკვირვებული, ყურადღებიანი უნდა იყოს. მან უნდა ზუსტად დაინახოს საზოგადოების და მის წევრთა მიდრეკილებები და მისწრაფებები.

ეს აუცილებელია იმისთვის რომ მოსაწონი იყო ყველა წრეში და ყველა გარემოებაში.

L’« honnête homme »  ანუ პატიოსანი ადამიანი  კარდინალს მიმართავს და ექცევა ისე როგორც შეეფერება კარტინალს, მარშალს მიმართავს და ექცევა  ისე როგორც შეეფერება მარშალს და მზეთუნახავს მიმართავს და ექცევა  ისე როგორც შეეფერება მზეთუნახავს. მან იცის ადამიანთა ბუნებასთან ადაპტაცია. ის არ დაელაპარაკება ყველას ერთნაირად. ის შეარჩევს თანამოსაუბრისთვის შესაფერის ტონს, თემას.

მანდილოსანს დაელაპარაკება გგალანტურად. მთვრალ მარშალთან საუბრისას მას შეიძლება რაღაც წამოსცდეს და მარშალი გაიგებს.

კარდინალს კი დაელაპარაკება თეოლოგიაზე. ე.ი. პატიოსანმა ადამიანმა უნდა იცოდეს თეოლოგიაც, ხელოვნებაც,სამხედრო საქმეც, ნარდის თამაშიც და ა.შ.

ასეთი მოქნილია სულიერად პატიოსანი ადამიანი, ის შემწყნარებელია და პატივს სცემს სხვებს.

 

ბუნებრიობა და უბრალოება

 

ამ უწყვეტი ადაპტაციის პირობებში ამ პატიოსანი ადამიანის მეგზურია ბუნება : სწორედ ბუნებისთვის უწყვეტად ანგარიშის გაწევით შეუძლია მას სხვებთან ადაპტაცია და ქცევის ადექვატური, საჭირო ფორმის მონახვა.

მაგრამ საზოგადოებასთან ამ აუცილებელმა ადაპტაციამ არ უნდა მოსპოს თვითონ პატიოსანი ადამიანის ბუნება.  პატიოსანი ადამიანი ყველა შემთხვევაში უნდა იყოს ბუნებრივი, მან თავისი პიროვნება არ უნდა გადააგვაროს ხელოვნურობით. ის უნდა იყოს სასიამოვნო ძალდაუტანებლად, ესაა ქცევის მისი წესი.

ფუნდამენტური, მთავარი მოთხოვნა ისაა რომ პატიოსანი ადამიანი არ უნდა იყოს თვალთმაქცი. ის არ უნდა აჩვენებდეს თანამოსაუბრეს თავს იმად რაც არ არის. ის უნდა იყოს უბრალო,. ის უნდა უარყოფდეს გაზვიადებას. მან უნდა დაიცვას ზომიერება, ზუსტი შუაგული //უკიდურესობებს შორის//.

მოლიერის თეატრში ექსცესიური პერსონაჟები სასაცილოები არიან და მარცხდებიან. მაშინ როდესაც ზომიერები იმსახურებენ სიმპატიას და იმარჯვებენ.

 

პედანტიზმის უარყოფა.

 

ეს პატიოსანი ადამიანი ტრიალებს სხვადასხვა წრეში. ამიტომ ის უნდა იყოს ზრდილი, თავაზიანი, ნასწავლ-ნაკითხ-განათლებული. მას უნდა შეძლოს სულ სხვადასხვა თემებზე საუბარი, მაგრამ არ უნდა იყოს მოსაწყენ-მომაბეზრებელი. მან უნდა იცოდეს რომ ყველა ადამიანმა არ იცის ერთნაირად და სათანადოდ საუბრის თემა და ამიტომ ის უნდა მოერიდოს მეტისმეტ სპეციალიზაციას, მეტისმეტად დიდ ტექნიკურობას. ის უნდა მოერიდოს დიდაქტურობას და პედანტიზმს.

პატიოსანი ადამიანი ადაპტირებული უნდა იყოს თავის აუდიტორიასთან.

მწერლებმა რომლებიც მიმართავენ სალონების საზოგადოებას იციან ეს იმპერატივი. ისინი მსუბუქი სასიამოვნო ფორმით გამოთქვამენ თავის აზრებს. ლაროშფუკო მაქსიმებით, chevalier de Méré იდეების მსუბუქად და უბრალოდ წარმოდგენით, Madame de Sévigné წერილით

ისინი ამ პატიოსანი ადამიანების დიდი ოჯახის წევრები არიან

Leave a comment