ჟორჟ სანდი და ა.შ.

 Afficher l'image d'origine

 

ჟორჟსანდიადა, ფემინისტი ჟორჟ სანდი და მსგავსი რამეების შედეგები….

 

 

მუტრუკების და ფემინისტების ომის დროს ცუდი ამბები ხდება

 

1832, George Sand-ჟორჟ სანდი //1804-1856// იცავს ქალებს Indiana-ში

 

 შარვლით მოსიარულე და თამბაქოს მწეველი Aurore Dupin გაეყარა თავის ქმარ baron Dudevant-ს და ჩამოშორდა თავის საყვარელს, მწერალ Jules Sandeau-ს.

მან ძალიან მამაკაცური ფსევდონიმით ჟორჟ სანდ გამოაქვეყნა სენტიმენტალური და ფემინისტური რომანი.  ეს იყო წარმატება !

 

   დაქორწინებული ქალის უსიამოვნება-უბედურებები

ახალგაზრდა კრეოლი ინდიანა  ხდება, დნება  და ჭკნება თავისი ქმარი პოლკოვნიკი დელმარის გვერდით. ეს დელმარი არის გადამდგარი, ეჭვიანი და უხეში-მუტრუკი ოოფიცერი. ლამაზ რაიმონ დე რამიერთან კავშირის გაწყვეტამ ინდიანა სასოწარკვეთილი დატოვა. 

დელმარის გაღატაკებული წყვილი  გადასახლდა ბურბონის //რეუნიონის// კუნძულზე სადაც ინდიანას ცხოვრება იყო მეოცნებე მელანქოლიური არსებობა.

მისი ქმრის უხეშობებმა და რაიმონის წერილმა გადააწყვეტინეს მას საფრანგეთში დაბრუნება. საფრანგეთში კი მან გაიგო რომ მისი ყოფილი საყვარელი დაქორწინდა მდიდარ მემკვიდრეზე.

სიღატაგისგან ის გადაარჩინა მასავით შეყვარებულმა მისმა ბიძაშვილმა.

ორივე წავიდა ბურბონის კუნძულზე. მათ გადაწყვიტეს იქ თავის მოკვლა. ისინი გადაარჩინა სიყვარულმა.

 

                  ფემინისტური რომანი

 

ინდიანა პროტეტს აცხადებს მამაკაცების მიერ ორგანიზებული საზოგადოების მიერ ქალებისთვის განკუთვნილი ადგილის წინააღმდეგ.

ქორწინება იქ დაგმობილია როგორც ლეგალური პროსტიტუცია და მონათმფლობელობის სახეობა.

ფემინიზმი თავისთავად არ ყოფილა სიახლე, იმავე ხანაში მას გამოეხმაურა ბალზაკი.

მაგრამ ყურადღებას იპყრობდა ის რომ  ფემინისტი იყო ქალი რომელიც თვითონ აცხადებდა თავის თავისუფლებას.

ისტორიული მომენტი ვატერლოოდან 1830 წლის რევოლუციამდე აქტუალურობის სურნელს აძლევდა თხზულებას  და ეგზოტიკური დეკორი ოცნებებს უღვიძებდა მკითხველებს რომელთა შორის ბევრი ქალი იყო.

 ფემინისტობიდან Mohant-ის კარგ  ქალბატონობამდე

 მაგრამ 1848 წლის რევოლუციამ იმედები გაუცრუა ფემინისტ ჟორჟ სანდს და მან თავი შეაფარა მოანის // Mohant// თავის მამულს სადაც მან განაგრძო რომანების წერა.

მოანის კარგი ქალბატონი

 

 1830-ანი წლების სკანდალური რომანტიკოს-ფემინისტი თავის მამულში წასვლის შემდეგ  ასაკთან ერთად გადაიქცა კარგ მანდილოსნად.

გულუხვი ჟორჟ სანდი მუდამ მზად იყო გლეხების და სოფლელების მწუხარების მატერიალურად და მორალურად შესამსუბუქებლად.

ჟორჟ სანდთან მუდამ იყო გაშლილი სუფრა გლეხებისთვის და სოფლელებისთვის.

კარგი მანდილოსანი კარგი მეგობარიც იყო. მას ყავდა ბევრი სტუმარი. მას გაჩაღებული ჰქონდა მიწერ-მოწერა ინტელექტუალურ ელიტასთან.  მან შეინარჩუნა რეალიზმი და მომავლის რწმენა.

 

1834

  ჟორჟ სანდმა ალფრედ დე მიუსეს // Alfred de Musset, 1810-1857//უჩურჩულა ლორენზაჩოს //Lorenzaccio// იდეა

 29 წლის წარმატებული მწერალი  ჟორჟ სანდი და 20 წლის სკანდალური პოეტი მიუსე პირველად შეხვდნენ ერთმანეთს 1833 წლის ივნისში. ივლისში ისინი საყვარლები გახდნენ. მათი კავშირიდან დაიბადა დრამა.

  სიყვარულიდან თეატრამდე

ჟორჟ სანდმა წააკითხა მიუსეს თავისი ერთ-ერთი ხელნაწერი. ეს იყო იტალიური ქრონიკიდან აღებული 1537 წლის შეთქმულების ისტორია. ეს იყო მოთხრობა პოლიტიკური მკვლელობის შესახებ. მიუსე მოხიბლა სიუჟეტმა და არა მისმა დამუშავებამ.

ჟორჟ სანდის თხზულება იყო დიდად მოდური « ისტორიული სცენა » რომელიც დიდად არ ზრუნავდა დრამატულ ინტერესზე.

მიუსემ სიუჟეტი თავისებურად გადააკეთა და 1834 წელს გამოაქვეყნა თავისი საკუთარი პიესა.

« ლორენზაჩო » არის მიუსეს და მთელი რომანტიული თეატრის შედევრი.

ფლორენცია თუ პარიზი ? 1537 თუ 1830 წელი ?

ალექსანდრე დე მედიჩი ფლორენციაში ბატონობს როგორც ტირანი. მისი ბიძაშვილია აღვირახსნილი ლორენზაჩო. აღვირახსნილობა მისი ფარია. აბა ვინ მიიღებს სერიოზულად მკვლელობის და რესპუბლიკის აღდგენის პროექტს? 

მან მოკლა ტირანი, მაგრამ რესპუბლიკელები არ გაინძრნენ. ერთმა მედიჩიმ შეცვალა მეორე მედიჩი.

ლპრენზაჩო გაიქცა ვენეციაში, სადაც ის მოკლეს.

წქრუმატებელი გადატრიალება გავს 1830 წლის რევოლუციას. პარიზშიც და ფლორენციაშიც მარცხია. რესპუბლიკელების საქმიანობის შედეგია ერთი მეფის შეცვლა მეორით.

მიუსე ფიქრობდა ლიბერალების მარცხზე. ისიც პასიურად ლიბერალი იყო.

ეს დრამა არ დაუდგიათ არ მიუსეს სიცოცხლეში, არც დიდხანს მერე. მეტისმეტად ბევრი პერსონაჟია, მეტისმეტად ბევრი დეკორი, მეტისმეტად ბევრი სირთულე. პიესის დადგმა ძალიაN ძვირი იყო, ძნელი იყო მისი თამაში.

გამოწვევა 1806 წელს მიიღო სარა ბერნარმა. მან შექმნა ლორენზაჩოს როლი.

მას შემდეგ პიესას რეგულარულად დგავენ.

 

იმედგაცრუების სკოლა

ლუი ფილიპის მეფობამ მოსპო 1830 წლის რევოლუციის მიერ გაჩენილი იმედები.  ამიერიდან იყო საქმოსნობის და ორპირობა-პირმოთნეობის დრო. მწერლები, რომლებაც არ შეაფარეს თავი ფანტასტიკურ სხვა სამყაროს გმობდნენ და ზიზღით უყურებდნენ იდეალის არმქონე საზოგადოებას.

იმედგაცრუებულები იყვნენ ბალზაკი, სტენდალი, ნოდიე, მიუსე.

მათი თხზულებები სხვადასხვანაირად ასახავდნენ « მომაკვდავი საზოგადოების ყროლს »…

 

    ზოგი რამე არა მარტო ჟორჟ სანდის ფემინიზმზე და სხვა უბედურებებზე

 

ჟორჟ სანდმა ბრძანა რომ ოჯახი არის ლეგალური პროსტიტუცია და მონათმფლობელობის სახეობა.

მძულხართ ოჯახებო, დახურულო კერებო, ჩაკეტილო კარებებო, ბედნიერების ეჭვიანო სამფლობელოებო//“Familles je vous hais foyers clos portes refermées possessions jalouses du bonheur//.

 

 ეს თქვა ასევე სახელგანთქმულმა ფრანგმა მწერალმა ანდრე ჟიდმა//André Gide,

1869 – 1951//

 

ანდრე ჟიდი დაიბადა პარიზში, მაღალი ბურჟუაზიული წრის პროტესტანტთა ოჯახში.

ის ჩამოშორდა თავისი ოჯახის პურიტანულ  ქრისტიანობას. ის აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ ცხოვრებაში. პოლ კლოდელს // Paul Claudel// კიდევ ჰქონდა ანდრე ჟიდის გაქრისტიანების იმედი , მაგრამ ანდრე ჟიდმა გაწყვიტა მასთან ურთიერთობა.

მან ათეიზმი და ჰედონიზმი არჩია….

ანდრე ჟიდმა უარყო თავისი, ოჯახური, რელიგიური და სოციალური ტრადიცია რათა დაუბრკოლებლად დამტკბარიყო ეფემერული წამით. მას 1947 წელს მისცეს ნობელის პრემია.

 

 

 

ქორწინება მეტისმეტად ხანგრძლივი პროსტიტუციაა და პროსტიტუცია ხანმოკლე ქორწინებააო, განაგრძეს და გაამწვავეს ჟორჟ სანდის თემა 1968 წლის პარიზული მაისის ლიდრებმა ..// « Le mariage est la prostitution de très longue durée, et la prostitution un mariage de courte durée »,Henri Arvon, Le Gauchisme, Presses Universitaires de France,1974,p.58//.

 

აკრძალულია აკრძალვა , ტკბობა სიამოვნება დაუბრკოლებლად, აი ეს იყო 1968 წლის მაისის ლიდერების მთავარ მოთხოვნებს. შორის. ქორწინება, ოჯახი, ერთულება, შვილები, ადამიანური,მოქალაქეობრივი და საზოგადოებრივი მოვალეობები დაბრკოლებებია. გაუმარჯოს სექსუალურ რევოლუციას,აბორტს  და კონტრაცეპტივებს. დაახლოებით ასე შეიძლება გამოიხატოს რევოლუციებით და მსოფლიო ომებით გადარეული საზოგადოების ახალგაზრდობის სულისკვეთება.

http://www.paroles-musique.com/paroles-Ian_Dury-Sex_Drugs_and_Rock_N_Roll-lyrics,p014146696

სულ მთლად გადარეულმა სახელგანთქმულმა ბრიტანელმა მომღერალმა Ian Dury-მ // 1942-2000// სიმღერაში  «Sex, Drugs, And Rock ‘n Roll» ამოიგმინა

Sex and drugs and rock and roll
Is all my brain and body need
Sex and drugs and rock and roll
Are very good indeed

 

 « ჩემს ტვინს და სხეულს უნდა მარტო სექსი და ნარკოტიკები და როკენროლი

სექსი და ნარკოტიკი და როკენროლი ნამდვილად ძალიან კარგია. »

რა დროს ღმერთი და მოყვასია, რა დროს სამშობლოა, რა დროს ოჯახი და შვილებია, მთავარია სექსი, ნარკოტიკი და როკენროლი.

აი ესაა რევოლუციებით, ომებით პერესტროიკებით, პროფესორი სიგუას ტანკის ქუხილით,სოციალური, ფინანსურ-ეკონომიკური,კულტურული. სულიერი კრიზისებით  გადარეულ-გამოთაყვანებულთა ჰიმნი.

 

ხოდა ნარკომანებით გაივსო მსოფლიო. პროფესორი სიგუას და მისი შალავას მიერ ლამაზად ღმუილით დანგრეული საქართველოს მოსახლეობაც ლამის სულ განარკომანდა  ობერჩეკისტი ანდროპოვის სუპერსტარი მიხაილ გორბაჩოვისთვივის ნობელის პრემიის მიცემის შემდეგ.

 

 

https://europe-liberte-securite-justice.org/2014/06/01/consommation-de-drogues-en-europe-de-nouvelles-menaces-preoccupations-croissantes-chez-les-responsables-europeens-principale-cause-de-mortalite-chez-les-jeunes-la-situation-est-particulierement/

 

ნარკოტიკების მოხმარება ევროპაში: ახალი საფრთხეები! ევროპის ხელმძღვანელები უფრო და უფრო წუხან. ამის მთავარი მიზეზია ახალაზრდების სიკვდილი. ზოგ ქვეყანაში მდგომარეობა უფრო საგანგაშოა, ზოგ ქვეყანაში კი უფრო სტაბილური.

80 მილიონზე მეტმა ევროპელმა ანუ მოსახლეობის მეოთხედმა თავისი ცხოვრების რომელიღაც მომენტში მიიღო აკრძალული ნარკოტიკი.

ახალ გამოწვევათა გამო ნარკოტიკის პრობლემა ევროპაში უფრო და უფრო რთულდება, რაც ართულებს მდგომარეობას ჯანმრთელობის და ჯანდაცვის სფეროში.

ასეთია ნარკოტიკების თაობაზე 2014 წლის ევროპული ანგარიშის დასკვნა რომელიც ლისაბონში გამოაქვეყნა ევროკავშირის სააგენტომ ნარკოტიკებზე (EMCDDA). ნარკოტიკისადმი მიძღვნილ თავის წლიურ ანგარიშში სააგენტომ აღნიშნა გლობალური სტაბილურობა ზოგი დადებითი ნიშნით რაც ეხება ყველაზე გავრცელებულ ნარკოტიკებს. მაგრამ ახალი საფრთხეა სინთეზური ნარკოტიკები, განსაკუთრებით სტიმულანტები, ახალი ფსიქოაქტიური სუბსტანციები და წამლები რომლებიც უფრო და უფრო ვრცელდება  ევოლუციის მუდმივად განმცდელ ევროპულ ბაზარზე. ვვვვვვვვვვ

ეს წუხილი პირველად გამოთქვა კომისარმა Cecilia Malmström-მა  :

« მე დიდად ვწუხვარ იმის გამო რომ დღეს ევროპაში მიღებული ნარკოტიკები შეიძლება უფრო მავნე იყოს ამ ნარკოტიკების მიმღებთა ჯანმრთელობისთვის ვიდრე ადრე გავრცელებული ნარკოტიკები», თქვა შინაგან საქმეთა ევროკომისარმა Cecilia Malmström-მა.

 

 « ზოგი ნიშანი გვიჩვენებს რომ ქუჩაში იყიდება ექსტაზის და კანაბისის უფრო დიდი დოზები.

მე ასევე შვამჩნიე რომ ევროკავშირის წინასწარი განგაშის სისტემა, ახალი ნარკოტიკებისგან ჩვენი დაცვის პირველი ხაზი განიცდის უფრო და უფრო ძლიერ ზეწოლას. სუბსტანციების რაოდენობა და მრავალფეროვნება უწყვეტად, მუდამ იზრდება. წელს სისტემამ უკვე მოგვცა 4 ახალი სუბსტანციის კვლევის საშუალება. ეს სუბსტანციები წევრ სახელმწიფოებში აჩენენ მწვავე ინტოქსიკაციის და გარდაცვალებათა შემთხვევებს».

კომისარი  Malmström აგრძელებს :

«   კანონების დამცველი ევროპული ინსტანციები  უფრო და უფრო აწყდებიან  გარეგნულად უწყინარი სახის  ფხვნილის სახის მქონე პატარა პაკეტებში ჩაწყობილ სუბსტანციებს. მათი გადატანა იოლია. მათში რეალურად შეიძლება იყოს ათასობით ინდივიდუალური დოზა.

EMCDDA-ს წლიური ანალიზი იძლევა ევროპაში ნარკოტიკის პრობლემის ევოლუციის მთავარ სურათს.  მასში მოყვანილმა ინფორმაციებმა უნდა კვებოს კანონების დაცვის პროცესი., პროფილაქტიკის და მკურნალობის სტრატეგია.

ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ რათა დავრწმუნდეთ იმაში რომ ევროპის ხელისუფლება რეაგირებს ცვალებად ვითარებაზე».

 

EMCDDA-ს დირექტორმა Wolfgang Götz-მა თავის მხრივ განაცხადა :

« ევროპაში პროგრესია ჯანდაცის სფეროში წარსულში დასახული მთავარი მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.  მაგერამ გლობალური ევროპული პერსპექტივა შეიძლება ნიღბავდეს ხოგ ეროვნულ განსხვავებას.

ბოლო მონაცემები გვიჩვენებს რომ  ნარკოტიკის მეტისმეტი დოზის მიღებით სიკვდილიანობის და ნარკოტიკთან დაკავშირებული შიდსით სიკვდილიანობის საერთო ევროპული ტენდენციები გამამხნევებელია, მაგრამ ევოლუცია შემაშფოთებებელია წევრი სახელმწიფოების მცირე რაოდენობაში».

 

ანგარიში ამ სირთულისთვის ანგარიშის გაწევით გვიჩვენებს გრძელვადიან ტენდენციებს და ევოლუციებს და გამოკვეთს ზოგ ქვეყანაში გაჩენილ პრობლემას.

 

ჰეროინის მომხმარებელთა რაოდენობამ ევროპაში იკლო. მაგრამ შენაშფოთებელია მისი შემცვლელი სუბსტანციების გავრცელება.

 

ფიქრობენ რომ ევროპაში უნდა იყოს opiacés-თა 1,3 მილიონი გამომყენებელი. მათი უმრავლესობა ჰეროინომანი უნდა იყოს. ანგარიში გამოხატავს წუხილს იმის გამოც რომ ჰეროინს ცვლის სხვა სუბსტანციები, მაგ. სინთეზური opiacés-ები.

არალეგალურად გაკეთებული ან სამედიცინო წყაროებიდან უკანონოდ გამოყენებული ეს ნივთიერებები შეიცავენ უაღრესად ძლიერ fentanyls-ებს… და ა.შ. და ა.შ.

 

ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა გლობალურად მცირდება, მაგრამ ზოგ ქვეყანაში იზრდება. 

ნარკოტიკის მოხმარება ევროპაში არის ახალგაზრდათა სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

ახალგაზრდებს კლავს ან ნარკოტიკის მეტისმეტი დოზა ან  ისინი იხოცებიან არაპირდაპირ, ავადმყოფობების, უბედური შემთხვევების, ძალადობის გამო ან თვითმკვლელობით.

 

2012 წელს მთლიანობაში დაახლოებით 6 100 კაცი დაიღუპა ძირითადად opiacés-ების მეტისმეტად დიდი დოზის მიღების გამო. 2011 წელს ასე დაიღუპა 6500 კაცი, 2009 წელს კი 7100 კაცი.  ამ კატასტროფულ შემთხვევათა რაოდენობის შემცირება გამოიწვია  მკურნალობათა ინტენსიფიკაციამ და საფრთხეების შემცირების პოლიტიკამ.

  მაგრამ ამ გლობალური, ევროპული მასშტაბის გამამხნევებელი ტენდენციის საწინააღმდეგოდ   ნარკოტიკით მეტისმეტად დიდი დოზის მიღების გამო სიკვდილიანობის დონე ისევ მაღალია ზოგ ქვეყანაში… იღუპებიან ახალგაზრდები…

 

 

 ზოგ ქვეყანაში გასულ ათწლეულში გავრცელდა შიდსი აფუჭებს საერთო პროგრესის სურათს.

შიდსის ეპიდემია გავრცელდა ხელმომჭირნეობის ეკონომიკური პოლიტიკით შეზანზარებული უბედური საბერძნეთის და რუმინეთის ნარკომანებში. პრობლემებია ბალტიის ქვეყნებშიც.

ამან შეასუსტა პროგრესი რომლის მიზანიცაა ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებული ახალი ინფექციების შესუსტება და მათი რაოდენობის შემცირება საერთოევროპული მასშტაბით. ამას გვეუბნება ანგარიში…

 

ესტონეთში ნარკოტიკის ინიექციის შედეგად შიდსის გავრცელების ახალი შემთხვევების დონე ისევ მაღალია… ყოველწლიური დონე იზრდება 2009 წლიდან. .  შიდსის 1788 ახალი შემთხვევა დააფიქსირეს 2012 წელს….

 

კოკაინი რჩება  ევროპაში ჩვეულებრივ მოხმარებულ უკანონო სტიმულანტად. თუმცა მის მომხმარებელთა უმრავლესობა კონცენტრირებულია ევროკავშირის დასავლეთი ნაწილის სახელმწიფოთა პატარა ჯგუფში….

 

კოკაინზე ნაკლებად იღებენ ამფეტამინებს…

 ვრცელდება ecstasy-ს ფხვნილის და აბების დიდი დოზები…გაჩნდა ახალი ნარკოტიკები…

 

 ახალი ნარკოტიკები შეიძლება დამზადებული იყოს ევროპაში, იატაკქვეშა ლაბორატორიებში.

მიუხედავად ამისა  ყველაზე ხშირად ესაა უმთავრესად ჩინეთიდან და ინდოეთიდან მომავალი ფხვნილი რომელსაც ევროპაში გარდაქმნიან, ფუთავენ და ყიდიან როგორც « ლეგალურ ეიფორიის მომგვრელებს //« euphorisants légaux »// ან « კვლევისთვის განკუთვნილი ქიმიური პროდუქტები»,

(research chemicals) პირდაპირ უკანონო ბაზარზე.

 

ნარკოტიკის შეძენას აადვილებს ინტერნეტიც…

EMCDDA-მ 2013 წელს გამოავლინა 650-ოდე საიტი რომლებიც ახდენენ ევროპრლებისთვის სუბსტანციების კომერციალიზაციას.

 

 მეტიც, ახალი გამოწვევაა ახალი თუ «ტრადიციული» ნარკოტიკების ყიდვა « darknets-ების // სნონიმური კომუნიკაციის იატაკქვეშა ქსელები ხაზზე// გზით.

 

გაჩნდა ლსდ-ზე, მორფინზე და კოკაინზე უფრო ძლიერი და უფრო უარესი ახალი ოხრობები.

 

Cannabis :  დაახლოებით 73,6 მილიონმა ევროპელმა გამოსცადა ესეც…

 

 

 

http://lemangeurdopium.canalblog.com/

 

11 avril 2008 წლის 11 აპრილი

რატომ სვამდნენ და იღებდნენ ნარკოტიკს XIX-XX საუკუნეების მწერლები ?

შესავალი…

 

ადამიანები მუდამ სვამდნენ და იღებდნენ ნარკოტიკს. ამას ჰქონდა სხვადასხვა მიზეზი.

ადამიანებს უხსოვარი დროიდან აკეთებენ და იღებენ ნივთიერებებს რომლებიც აბუნდოვანებენ მათ წარმოდგენას სამყაროზე.

დღეს ამ ნივთიერებათა უმრავლესობა უკანონოა და აკრძალულია.

მაგრამ ასე ყოფილა ყოველთვის და ამ ნივთიერებათა მავნებელი, საშიში ხასიათი და თვისებები მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაინახეს.

მიუხედავად ამისა შეიძლება ითქვას რომ მწერლები და ლიტერატორები ყველაზე მეტად ლოთობდნენ საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში.

ამ დროს  მეტ-ნაკლებად ძლიერ სასმელს და ნარკოტიკს სხვადასხვა მიზეზის გამო დიდად ეტანებოდნენ და ეძალებოდნენ მწერლები, მხატვრები, ხელოვანები, მდიდრები და ღარიბები.

ბეჩავებს და ღატაკებს სურდათ თავისი ტანჯვის შემსუბუქება, მწერლები და ხელოვანები ლოთობდნენ და ნარკომანობდნენ შემოქმედებითი თუ არტისტული მიზნებით. მდიდრები აყვნენ მოდას. მეცნიერები უბრალოდ ცნობისმოყვარეები და ცოდნის მოყვარულები იყვნენ.

ისინი ექსპერიმენტებს ატარებდნენ როგორც საკუთარ თავზე ისე სხვებზე.

რევოლუციურ მხეცობებით, ნაპოლეონის და სხვა ომებით, თავბრუდამხვევი ცვლილებებით გადაქანცული მეცხრამეტე საუკუნის ადამიანი ხშირად და დიდი დოზებით იღებდა სასმელს და ნარკოტიკს. სასმელით და ნარკოტიკით იგერიებდა ის გამხეცებულ თანამედროვეობას.

სასმელი და ნარკოტიკი გახდა მისი თავშესაფარი. სასმელი და ნარკოტიკი ადამიანებს ავიწყებდა ირგვლივ ნანახ და გადატანილ უბედურებებს.

 

სასმელი და ნარკოტიკი მაშინაც ისეთივე მავნეები იყო  როგორც არის დღეს, ორი მსოფლიო ომის, საქართველო-ლიბია-ერაყი და ა.შ, ნგრევა-პერესტროიკების შემდეგ.

 

ხოდა ამდგენი ნგრევით, ამდენი გვამების და სისხლისღვრის ცქერით გამოთაყვანებული ადამიანები მიეჩვივნენ სასმელს და ნარკოტიკს, გალოთდნენ და განარკომანდენ ამას მაშინაც და ეხლაც მოყვებოდა და მოყვება სასმელით და ნარკოტიკით გართული ადამიანების უდროო სიკვდილიც.

ჩვენ იოლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თა რა საშინელებას უშვრებოდნენ მეცხრამეტე-მეოცე უკუნეების განვითარებულ საზოგადოებებს სასმელი და ნარკოტიკი.

 

.

 

სექსუალური რევოლუციაა-ოჯახი ციხეა, მეუღლე დესპოტი მონათმლობელია,მამა ტირანია, შვილები ტვირთია…

ორი მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი უცნაური წარმოდგენების გაჩენას აქვს თავისი მავნე შედეგებიც.

 

http://eoula.mu/la-famille-en-voie-de-disparition/

 

 მივედით იქამდე რომ  ოჯახი როგორც ასეთი საერთოდ ქრება. ის აღარაა ის რაც იყო. ქორწინება კიდევ უფრო ნაკლებადაა ის რაც იყო.

უკვე ქრისტიანებიც იქცევიან ისე რომ საფრთხეში აგდებენ ოჯახის არსებობას.

 იმ დროს როდესაც ქორწინება და ოჯახურ-ნათესაური სულ უფრო და უფრო დასუსტებულია ჩვენი ცივილიზაციის უძველეს ინსტიტუტ ოჯახს ეცლება // უფრო კი აცლიან// ნიადაგს.

დღეს უკვე ისეა რომ დაქორწინების უკვე მეოთხე წელს ფიქრობენ მეუღლეები განშორებაზე.

2006 წლის აღრიცხვის თანახმად ქორწინებათა ნახევარი მთავრდებოდა განშორებით. ეს ნამდვილად არის შეშფოთების მიზეზი.

 შემაშფოთებელი ციფრები გვიჩვენებენ რომ ოჯახი აღარაა საზოგადოების ცენტრში, რომ ის აღარაა დამამაშვიდებელი თავშესაფარი ანგრეულ-დანგრეულ დღევანდელობაში, როგორც ეს იყო ოდესღაც.

 თანაც უკვე დიდი ხანია რაც აღარ არსებობს ოჯახის ერთადერთი მოდელი. ქალი მარტო ზრდის თავის ბავშვს-ეს ითვლება ოჯახად. კაცი მარტო ზრდის თავის ბავშვს-ეს ითვლება ოჯახად. რამდენჯერაც გინდა გაეყარე და რამდენჯერაც გინდა დაქორწინდი-ითვლება ოჯახად.  ბიჭუნები ცხოვრობენ ერთ ოთახში-ოჯახია. გოგონები ცხოვრობენ ერთ ოთახში-ოჯახია.

 

http://www.doctissimo.fr/html/psychologie/mag_2003/mag0704/ps_6892_familles_mono.htm

 

Alain Sousa, ტრადიციული ოჯახი გაქრობის გზაზეა? ბავშვთა მეოთხედი ცხოვრობს ერთ-ერთ მშობელთან, მარტო დედასთან ან მარტო მამასთან. ბავშვთა მეათედი იზრდება ოჯახებში სადაც დედინაცვალია ან მამინაცვალი. გამოკვლევათა თანახმად განშორებათა რაოდენობა იზრდება ბავშვის გაჩენის შემდეგ. …

 

4,3 მილიონზე მეტი ბავშვი ცხოვრობს ცალმშობლიან ოჯახში // საინტერესო ახალი ცნებაა, famille monoparentale// ან გაყრილ-შეყრილ ოჯახში.

 

გაყრათა რაოდენობა იზრდება.

სიკვდილამდე ერთად მცხოვრებ მეუღლეთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება.

 

უფრო და უფრო იზრდება გაყრათა რაოდენობა. ზოგ დიდ ქალაქში ქორწინებათა ნახევარი მთავრდება გაყრით.  გაყრათა პიკია 30-50 წლის ასაკს შორის.

ამის შედეგი ისაა რომ  3,8 მილიონ ბავშვს ყავს ორივე მშობელი, მაგრამ ისინი ცხოვრობენ როგორც დედით ან მამით ობლები.

იზრდება მამინაცვალთან ან დედინაცვალთან მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა. ასობით ათასი ბავშვი ცხოვრობს ნახევრადძმებთან ან ნახევრადდებთან ერთად.

 

ათი ბავშვიდან სამს თუ აქვს წარმოდგენა იმაზე თუ რა იყო ტრადიციული, ისტორიული ოჯახი.

 

ეყრებიან და ეყრებიან, ოჯახები ინგრევა. ბავშვები უმრავლეს შემთხვევაში ცხოვრობენ დედასთან უმამოდ, მამის გარეშე. თუმცა დედამ გარკვეული ხნის შემდეგ შეიძლება უშოვოს ბავშვს ახალი

მამა….

 

მაგრამ საბედნიეროდ  ზოგ დღევანდელ ფრანგს და საზოგადოდ ევროპელს დღესაც ახსოვს  ოჯახის მნიშვნელობა და მისია.

  

ადამიანები ჩნდებიან კაცმა არ იცის რატომ, კაცმა არ იცის რისთვის. ჩნდებიან მათთვის უცნობ, ბაქტერიებით, ვირუსებით, ოთხფეხა და ორფეხა მხეცებით, მხოხავი, მცოცავი, მცურავი და მფრინავი შხამიანი თუ უშხამო მტაცებლებით სავსე, მოკლედ საშიშ სამყაროში სადაც არის ყინვაც,გვალვაც, ქარიშხალიც, წყალდიდობაც და მიწისძვრაც….

 

და აი, ოჯახი იყო სიყვარულით სავსე თავშესაფარი ასეთ სამყაროში.

იყვნენ მოსიყვარულე ერთგული ცოლებიც რომლებიც სექსუალური რევოლუციონერი ფემინისტებისგან განსხვავებით არ იყვნენ დაჩვეულნი აბორტის კეთებას. ისინი აჩენდნენ ბავშვებს და მშობლები გრძნობდნენ პასუხისმგებლობას მათ მიერ გაჩენილ ადამიანებზე.

ოჯახი იყო სიყვარულის, სოლიდარობის, ერთმანეთზე ზრუნვის და ერთმანეთის გატანის, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების პირველი სკოლა ბავშვებისთვის.

მშობლები პირველები ასწავლიდნენ მათ შვილს მისთვის უცნობ და ლამაზ, მაგრამ ხშირად საშიშ სამყაროსთან ადაპტაციას. იყო დიდი ოჯახებიც, ფაქტიურად ტომი, რომელიც აერთიანებდა ძმებს, დებს,  ბებია-ბაბუებს, შვილებს, შვილიშვილებს, ძმისშვილებს. ქალიშვილი ქორწინდებოდა სხვა კლანის წევრზე და ხდებოდა მეუღლის კლანის წევრი. ვაჟიშვილს ცოლი მოყავდა სხვა კლანიდან

ეს დიდი ოჯახი იყო მთელი სამეურნეო და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ერთეულიც.

ასეთ ოჯახში ცხოვრება მოითხოვდა პოლიტიკური არსებობის ბაზისური ელემენტების ცოდნასაც ანუ ძველი ისტორიული ოჯახი იყო პოლიტიკის დაწყებითი სასწავლებელიც.

ასეთი ოჯახი  დიდად აძლიერებდა მის ყოველ წევრს.

 

 

http://www.lefigaro.fr/actualite-france/2014/06/04/01016-20140604ARTFIG00114-face-a-la-crise-la-famille-se-revele-solidiare.php

 

ხოდა ფრანგი  Delphine de Mallevoüe დიდ ფრანგულ გაზეთში Le Figaro, 2014 წლის 4 ივნისსაც გვეუბნება რომ ეკონომიკური  კრიზისის დროს ოჯახი კარგია და სასარგებლო, უტილიტარისტებისთის გასაგებად რომ ვთქვათ.

თაობები  ერთმანეთს ასესხებენ ფულს, ერთად ცხოვრობენ, მშობლები და შვილები ხელს უწვდიან ერთმანეთს ერთად ითოკავენ ჟინს და ვნებებს და ისე უმკლავდებიან კრიზისს.

.

ოჯახებო მიყვარხართ!  თქვენ ხართ თავშესაფარი კრიზისის დროს. ოჯახური სოლიდარობა არის ფრანგთა ყოველდღიურობის გულში.

 

ამას უსვამს ხაზს BVA-ს მიერ Cetelem-ისთვის ჩატარებული ახალი ზონდაჟი.

ფინანსური დახმარება, თაობათა მიერ ბინის ერთად დაქირავება, ურთიერთდახმარება… ეკონომიკური კრიზისის, უმუშვრობის, ავადმყოფობის თუ სხვა უბედურ შემთხვევებში ოჯახური კლანი იკვრება, ერთიანდება, ცდილობს ოჯახის წევრებისთვის დახმარების აქტიურად გაწევას.

 ბოლო 12 თვის მანძილზე ფრანგთა მეოთხედმა (24%) თქვა რომ ასესხა ფული ახლობელს.

ბუნებრივია რომ უფრო უფროსები ეხმარებიან უმცროსებს, მაგრამ ამიერიდან ბავშვთა 8 პროცენტი ეხმარება მშობლებს.

50 წლის 10 ფრანგიდან 1 ამბობს რომ ცუდ მდგომარეობას თავი დააღწია ახლობელთა წყალობით.

თუმცა დღევანდელი ფრანგი ასეთ დახმარებას მაინც ბუნების საწიღმდეგო რამედ თვლის.

 ფრანგები დანაზოგებიდან იღებენ სახსრებს ახლობელთა დასახმარებლად. ზოგი დამატებით მუშაობს. ზოგი თვითონ იღებს სესხს და აღებული სესხით ეხმარება გაჭირვებაში ჩავარდნილ ახლობელს.

ზოგი ფრანგი აღარ აძლევს ან ნაკლებ ფულს ფონდებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამ დანაზოგითაც  ეხმარება ახლობელს.

 ფრანგთა 48% მზად უნდა იყოს მშობლებთან ერთად ცხოვრებისთვის.

რაც შეეხება სოლიდარულ საცხოვრებელს, არც ისე წარმოუდგენელია დაბრუნება ძველ დროში, როდესაც ერთ ჭერს ქვეშ ცხოვრობდა 4 თაობა.

BVA-Cetelem-ის ზონდაჟის თანახმად ფრანგთა 48% მზად უნდა იყოს მათ მშობლებთან, მეტიც, ბებია-ბაბუასთან ერთად საცხოვრებლად.

 

 მაგრამ ჯერ-ჯერობით ბევრი ინდივიდუალისტი-ეგოისტია და ჯერ-ჯერობით ეგოიზმში გადამავალი ინდივიდუალიზმი და თავაშვებულობა ჩადის საშინელებებს.

აი მოწმობაც

 

 

 

http://times24.info/leclatement-de-la-famille-cette-autre-source-du-terrorisme/

 

Par Marcela Iacub, 2015 წლის 14 ოქტომბერი,ტერორიზმის მეორე წყაროა ოჯახების მსხვრევა და ნგრევა

 

TIMES24 POLITIQUE

 

Times24.info:

 

 სულ უფრო და უფრო მეტნი იღებენ მაჰმადიანობის  იმ ვერსიას რომელიც მიდის ჯიჰადიზმამდე.

ესაა პასუხი ზნე-ჩვეულებათა ევოლუციაზე  და მის საშინელ შედეგებზე ოჯახის, ოჯახური ცხოვრების სფეროში.

აანალიზებს ქრონიკიორი // chroniqueuse//.

 

ზოგი სოციოლოგის აზრით ევროპული ქვეყნების ახალგაზრდობის ჯიჰადიზმში ჩაბმის მთავარი და უშუალო მიზეზია 1970-ან წლებში ზნე-ჩვეულებათა ევოლუციის ნაყოფის, ისედაც შემცირებული ბირთვული ოჯახის დაშლა.  

გამოკვლევების თანახმად სირიაში მიდიან თუ ევროპაში ტერორისტულ აქტებს აწყობენ  დაშლილ დაფლეთილი ოჯახების შვილები მათ შორის საშუალო კლასების დაშლილ-დაფლეთილი ოჯახების შვილები.

ამ ახალგაზრდებს აკლიათ ოჯახური სიყვარული, სითბო, უსაფრთხოება, რაც აუცილებელია პიროვნების განვთარებისთვის და ზრდისთვის.

დაშლილ-დანგრეული ოჯახებიდან გამოსულ ახალგაზრდებს არ შეუძლიათ საზოგადოებაში ჩართვა, საზოგადოებრივ წესრიგთან, საზოგადოების ღირებულებებთან შეგუება.

სიძულვილით შეპყრობილი, მშობლების და ახლობლების მიერ მიტოვებული ეს ახალგაზრდები თავის ადგილს და არსებობის აზრს პოულობენ ისლამისტური ტერორიზმის ავტორიტარულ და მოძალადე სტრუქტურებში.

 

  დაშლილ დანგრეული ოჯახებიდან გამოსული ახალგაზრდები  ხდებიან ჩვეულებრივი კრიმინალებიც.  მოკლედ…

   1960-ანი წლების ემანსიპატორებმა კი გაგვანთავისუფლეს მათთვის საძულველი ბურჟუაზიულ ოჯახად წოდებული  ისტორიული, ტრადიციული ოჯახისგან მაგრამ მათ ვერ შექმნეს სტრუქტურები, ინსტიტუტები და კავშირები  რომელიც ასატან, გასაძლის რამედ გახდიდა როგორც ბავშვების ისე სრულწლოვანების არსებობას.

 

 ადამიანურ ურთიერთობათა სიღატაკე   აფიქრებინებს როგორც  მაჰმადიანური საწყისების მქონეებს ისე სხვებს რომ რელიგიური იერარქიულ საზოგადოებასთან ჯობია დღევანდელ გულცივ ანარქიას.  ამ თვალსაზრსით ისლამიზმი ახლოა კათოლიკურ ინტეგრიზმთან…

 

მართლაც ფაქტია რომ გამხეცებული მოძალადე, როგორც მთელი სახელმწიფოების და ქვეყნების ისე ოჯახების მნგრეველი გულცივი ჰედონისტური და ანარქიული დღევანდელობისგან გაქცეული ბევრი ჩვენი თანამედროვე თავშესაფარს ეძებს როგორც ლოთობა-ნარკომანიაში ისე სექტებში, და მათ შორის ისლამისტურ ოხრობაშიც…

Leave a comment