შარლ დე გოლის სიტყვებიდან

ჩემთვის ლაპარაკი იყო ერის და სახელმწიფოს გადარჩენაზე //შარლ დე გოლი, ომის მემუარები//.

Fichier:De Gaulle-OWI.jpg

 

დიდი ევროპელი შარლ დე გოლის //1890-1970// სიტყვებიდან.

 საფრანგეთის მხსნელი ნაციზმისგან არ ყოფილა  მუტრუკი  გენერალი.  ის იყო მოაზროვნეც, მწერალიც, პოეტური ბუნების ადამიანიც.

დავუგდოთ ყური

   დარდი

და როგორ არ ვწუხდე და როგორ არ უნდა მადარდებდეს იმის დანახვა თუ როგორ  ფერმკრთალდება და იშლება  ოდითგანვე დამკვიდრებული ფრანგული სოფლური საზოგადოება მისი მუდმივი საზრუნავით,ტრადიციებით, უძრავი სოფლებით, ძველი ეკლესიებით, სოლიდური, მტკიცე ოჯახებით, სამუშაოთა, თესვის და მოსავლის აღების მარადიული დაბრუნებით,ძველი ლეგენდების, სიმღერების, ცეკვების, კილოკავების, კოსტუმების და ლოკალური ბაზრების ეს მხარე, ათასწლოვანი საფრანგეთი რომელიც მისმა ბუნებამ, მისმა საქმიანობამ, მისმა გენიამ  არსებითად სოფლური გახადეს ?…

დღეს სოფლის მეურნეობას კანონებს კარნახობს, მაშ, ბაზარი.

ეს კანონებია სპეციალიზაცია, სელექცია, გაყიდვა.

//იმედის მოგონებები, Mémoires d’espoir//

რომელი  ქართველი პატრიოტი არ მოაწერს ხელს მსგავს სიტყვებს ?

 

   საფრანგეთი

მთელი ცხოვრების მანძილზე მე შევიქმენი საფრანგეთის გარკვეული იდეა…

ჩემი შთაგონების წყაროებია როგორც გრძნობა ისე გონება.

ჩემი გრძნობა წარმოიდგენს საფრანგეთს ზღაპრების პრინცესად ან ღვთისმშობლად  ეკლესიის ფრესკებზე.

მას აქვს გამორჩეული და გამონაკლისი ხვედრი.

მე ინსტინქტურად მაქვს შთაბეჭდილება რომ განგებამ საფრანგეთი შექმნა დასრულებული წარმატებებისთვის ან სამაგალითო უბედურებებისთვის.

თუ საფრანგეთი იქცევა უაზროდ და უსახურად  ჩემი განცდით ეს აბსურდული ანომალია არის ფრანგთა შეცდომების  და არა სამშობლოს გენიის ბრალი.

მაგრამ ჩემი სულის დადებითი მხარე  მარწმუნებს იმაში რომ საფრანგეთი ნამდვილად საფრანგეთია მხოლოდ მაშინ როდესაც მას უკავია პირველი რანგი. , რომ მხოლოდ დიდი მიზნებისკენ სწრაფვა  გადაარჩენს მის ხალხს დაშლა-დაფანტვის ფერმენტებისგან რომლებიც არის მასში, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორიც ის არის, სხვა ქვეყნებს შორის, როგორებიც ისინი არიან, რომ გადაურჩეს მომაკვდინებელ საფრთხეს. უნდა ისახავდეს მაღალ მიზნებს და გამართულად უნდა იდგეს ფეხზე.

მოკლედ,  ჩემი აზრით საფრანგეთი ვერ იქნება საფრანგეთი სიდიადის გარეშე //ომის მოგონებები, Mémoires de guerre, ტომი 1.//…

 

ფრანგი

ფრანგი ხალხი არის დედამიწის ყველაზე მობილური და ყველაზე დაუმორჩილებელი, ყველაზე ურჩი ხალხი // ომის მემუარები, ტ.3.//

ყოველი ფრანგი უფრო გრძნობს იმას რაც მას აკლია და ნაკლებად აფასებს იმას რაც აქვს // იმედის მემუარები//….

ფრანგებს სჭირდებათ საფრანგეთით სიამაყე თორემ ჩაეფლობიან უსახურობაში, იდავებენ ერთმანეთთან, გაიქცევიან ბისტროში….

თუ კი ფრანგს არ შესთავაზებთ ამაღლებულ მიზნებს, თუ კი ფრანგი არ იგრძნობს თავის ღირსებას და კეთილშობილებას  ის იქნება რაღაც ლეთარგიაში //C’était De Gaulle, ეს იყო დე გოლი//.

გეოპოლიტიკა

ინგლისი კუნძულია, საფრანგეთი კონტინენტის კონცხია,  ამერიკა სხვა სამყაროა // ომის მემუარები, ტ.1.///

როგორ უნდა გაგიკვირდეს ის რომ ინგლისი დაუპირისპირდა ევროპის წამოწყებას მაშინ როდესაც იცი რომ მისი გეოგრაფიის და ამის შედეგად მისი პოლიტიკის გამო მას არასოდეს უნდოდა კონტინენტის გაერთიანება და საკუთარი თავის გაიგივება მასთან ?

გარკვეულად შეიძლება ითქვას რომ  ევროპის  8 საუკუნის ისტორია აქაა // იმედის მემუარები//.

 ადოლფ ჰიტლერი

ეს ადამიანი დაიძრა არაფრიდან, მან თავისი თავი აჩუქა გერმანიას მაშინ როდესაც  დაცემული იმპერატორით,დამარცხებული გენერლებით, სასაცილო პოლიტიკოსებით დაქანცულ და გაბეზრებულ გერმანიას უნდოდა ახალი საყვარელი და ის მიეცა უცნობ გამვლელს  რომელიც წარმოადგენდა თავგადასავალს, პირდებოდა ბატონობას და რომლის ემოციური ხმა აღძრავდა საიდუმლო ინსტინქტებს….

მის უღრმეს წიაღში მოხიბლული გერმანია  ბოლომდე გაყვა მის ფიურერს და მის სწრაფვას.

გერმანია ისე დაემორჩილა და ემსახურა თავის ფიურერს როგორც  არასდროს დამორჩილებია რომელიმე ხალხი თავის ბელადს // ომის მემუარები, ტ.3//.

ჰიტლერის წამოწყება კი ზეადამიანური და არაადამიანური იყო რომელსაც ის უდრეკად მიყვა  ბერლინის ბუნკერის სიღრმეში აგონიის ბოლო საათებამდე.

ბოლო წუთბშიც ის ისეთივე ულმობელი და დაუნდობელი იყო როგორც მის ყველაზე ბრწყინვალე დღეებში…// ომის მემუარები, ტ.3//.

 

იმიგრაცია

ძალიან კარგია რომ არიან ყვითელი, შავი, მიხაკისფერი ფრანგები.

ისინი აჩვენებენ რომ საფრანგეთი გახსნილია ყველა რასის მიმართ  და რომ საფრანგეთის მოწოდება არის უნივერსალური, საყოველთაო მოწოდება.

მაგრამ ყვითელი,შავი, მიხაკისფერი  ფრანგები უნდა დარჩნენ პატარა უმცირესობად თორემ საფრანგეთი აღარ იქნება საფრანგეთი.

ჩვენ მაინც უწინარეს ყოვლისა ვართ თეთრი რასის, ბერძნული და ლათინური კულტურის ქრისტიანი ევროპელი ხალხი

// ეს იყო ფე გოლი, C’était  de Gaulle//….

თანამედროვე მსოფლიო

ფუნქციონერად ყოფნა, საკუთარ სახლში დაბინავება, წარმატებულებისთვის მიბაძვა, ეს იყო საუკუნის ჩვენი იდეალი.

ფულის შოვნა, შორ მანძილებზე სიარული, გატკეპნილი გზებისთვის თავის არიდება, ესაა ჩვენი დღევანდელი გემოვნება // მახვილის პირი, Le Fil d’épée //.

დღეს მანქანა გარდაქმნის ცხოვრების პირობებს. არის მასების მზარდი და გიგანტური კოლექტიური კონფორმიზმი…

ადამიანები მათი შრომით, სიამოვნებებით, მათი აზრებით და ინტერესებით  ემორჩილებიან ერთგარ უწყვეტ შეგროვებას.

ადამიანების ბინა, სამოსი, საკვები თანდათანობით ერთნაირი გახდა. ერთი და იგივე ტიპისაა ყველაფერი.

ყველა ადამიანი მთელ მსოფლიოში  ერთსა იმავე დროს კითხულობს ერთსა და იმავე რაღაცას ერთსა და იმავე ჟურნალ-გაზეთებში.

ყველა ადამიანი მთელ მსოფლიოში უყურებს ერთსა და იმავე ფილმებს და უსმენს ერთსა და იმავე ინფორმაციას. მთელ მსოფლიოში ყველა ადამიანს ესმის ერთი და იგივე შეგონებები. ყველა ადამიანი მთელ მსოფლიოში  ერთსა და იმავე დროს უსმენს რადიოთი გავრცელებულ ერთსა და იმავე მუსიკას.

ადამიანები ყველგან და  ერთდროულად ერთნაირი ტრანსპორტით დადიან ერთნაირ სახელოსნოებში თუ კაბინეტებში,  ერთნაირ კაფეებში,სასადილოებში თუ რესტორანებში, ერთი და იგივე სპორტის ერთნაირ მოედნებზე.

ყველგან ერთნაირია საცხოვრებლები, სამსახურები, დასასვენებელი ადგილები.

ადამიანები უკვე ყველგან არიან ერთნაირად ნასწავლები. მათ აქვთ ერთი და იგივე ინფორმაცია/

ეს ეთნაირად ჩაცმული  ადამიანები ერთნაირად ჩქარობენ და ერთნაირად წუხან.

ყოველი ადამიანის პიროვნება, ინდივიდუალობა, თავისუფალი არჩევანი ვეღარ პოულობს თავის ადგილს.

ხდება ერთგვარი საყოველთაო მექანიზაცია და თუ ძალიან ყურადღებით და ფხიზლად არ ვიქნებით პიროვნება, ინდივიდი აუცილებლად გაისრისება.

ჩვენ ვართ შემზარავი საუკუნის უბედური შვილები // Nous sommes les enfants malheureux d’un siècle effrayant , Memoires d’espoir, conference de presse, 24 avril 1947, იმედის მემუარები, 1947 წლის 24 აპრილის პრეს-კონფერენცია//…

 

ჩემთვის ლაპარაკი იყო ერის და სახელმწიფოს გადარჩენაზე //შარლ დე გოლი, ომის მემუარები//.

 

ამის და მეტის წაკითხვა შეგიძლიათ  Denis Tillinac-ის წიგნაკში დე გოლის სიტყვები

//les mots de de Gaulle,2010//

 

 

 

გავიხსენოთ თუ ვინ იყო საფრანგეთში უსაზღვროდ შეყვარებული ფრანგი შარლ დე გოლი. ასეთი კაცი დღეს დიდი იშვიათობაა.

 

8-13 წლის ფრანგი ბავშვებისთვის განკუთვნილი ენხიკლოპედია vikidia

 

https://fr.vikidia.org/wiki/Charles_de_G

 

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შარლ დე გოლი //Charles de Gaulle//

Charles André Joseph Marie de Gaulle

შარლ ანდრე ჟოზეფ მარი დე გოლი თუ უფრო უბრალოდ შარლ დე გოლი დაიბადა ლილში 1890 წლის 22 ნოემბერს და გარდაიცვალა 1970 წლის 9 ნოემბერს Colombey-les-Deux-Églises-ში.

ის იყო ფრანგი გენერალი და პოლიტიკოსი.

1940 წლის 8 ივნისს მან მოუწოდა ფრანგ ხალხს  ნაცისტური გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ.

შარლ დე გოლმა მიაღწია იმას რომ ის აღიარეს ფრანგული წინააღმდეგობის მეთაურად/ 1943 წელს ის გახდა საფრანგეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი.

1946-1858 წლებში დე გოლი უპირისპირდებოდა მე-4 რესპუბლიკას რომლის ფუნქციონირებაც მას არ მოსწონდა.

1958 წელს მოხდა ალჟირის კოლონების აჯანყება  და დე გოლი დაბრუნდა ხელისუფლებაში.

მან დააარსა მე-5 რესპუბლიკა და გახდა ამ რესპუბლიკის პრეზიდენტი.

მისი პრეზიდენტობის დროს საფრანგეთმა დამოუკიდებლობა მისცა მის  კოლონიებს აფრიკაში.

შარლ დე გოლის საფრანგეთი ატარებდა დამოუკიდებელ პოლიტიკას და  ხშირად აკრიტიკებდა აშშ-ს.

საფრანგეთი აგრძელებდა თავის ინტეგრაციას ევროპულ ეკონომიკურ თანამეგობრობაში და შთამბეჭდავად დაუახლოვდა გერმანიას.

ქვეყნის შიგნით დე გოლის მთავრობა ატარებდა გააზრებული ინდუსტრიული პოლიტიკით და ტერიტორიების მოწყობით ეკონომიკის მოდერნიზაციის პოლიტიკას.

ორ მსოფლიო ომს შეეწირა ბევრი ფრანგი იწყებოდა დემოგრაფიული კრიზისი და მუშახელის ნაკლებობის გამოსწორება ხდებოდა იმიგრაციით.

შარლ დე გოლი ისევ აირჩიეს პრეზიდენტად 1965 წელს, მაგრამ ის უნდა დაპირისპირებოდა მემარცხენეთა საარჩევნო გაძლიერებას.

 

მაგრამ იყო ორი მსოფლიო ომით გადაქანცული საზოგადოება და ომის შემდგომ  მშვიდობიან პერიოდში განებივრებული ახალგაზრდობა  რომელსაც  არ მოსწონდა კონსერვატული და ქრისტიანი წრიდან გამოსული დე გოლის საყვარელი ტრადიციული საფრანგეთი

და ეს საზოგადოება ამ ახალგაზრდობასთან ერთად აჯანყდა 1968 წლის მაისში.

იდტორიული, ტრადიციული საფრანგეთის უარმყოფელთა აჯანყებამ საფრანგეთის ნაციზმისგან მხსნელი დე გოლი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.

დე გოლის მომხრეებმა გაიმარჯვეს 1968 წლის ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მაგრამ  შარლ დე გოლი მიატოვა მის მხარდამჭერთა ნაწილმა, განსაკუთრებით ვალერი ჟისკარ დესტენმა.

შარლ დე გოლმა წააგო 1969 წლის  რეფერენდუმი რეგიონალიზაციის და  სენატის ტრანსფორმაციის თაობაზე და ის მაშინვე გადადგა.

მაგრამ გავიხსენოთ :

« უწინარეს ყოვლისა, რა არის საფრანგეთი ? ესაა ფრანკების ქვეყანა. და ვინ იყვნენ ფრანკები ? ისინი არსით გერმანელები იყვნენ. სიტყვა საფრანგეთი არის სიტყვა გერმანიის სინონიმი. »

ეს თქვა 1903 წელს დაბადებულმა და 1975 წელს გარდაცვლილმა ფრანგმა მწერალმა, პოეტმა, დრამატურგმა, სიურეალისტმა რაიმონ ქენომ

// Raymond Queneau// ნაციზმის ზეობისას, 1939 წელს პარიზში  გამოცემულ თავის წიგნში მკაცრი ზამთარი //Un rude hiver,გვ.164-ს65. იხ. Pascal Ory,Les collaborateurs, 1976,,გვ.168//.

ხოდა შარლ დე გოლმა  საფრანგეთის ეროვნულ-კულტურული მეობის უარმყოფელი ასეთი ტიპებისგან და ნაცისტრებისგან იხსნა საფრანგეთი. თუ დღეს კიდევ რსებობს რამე ფრანგული ეს შარლ დე გოლის დამსახურებაა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s