ანტინატალიზმი, Childfree

ყველაფერი დაიწყო 1960-80-ანი წლების ნიჰილისტურ-სექსუალური რევოლუციით რომლის მიზანიც იყო ტრადიციული ქრისტიანული საზოგადოებების მოსპობა და მათი შეცვლა ლიბერტარული საზოგადოებებით.

977 წელს პოპულარული გახდა ბრიტანელი როკ-მომღერალი Ian Dury-ს სიმღერა «Sex & Drugs & Rock & Roll»  // სექსი და ნარკოტიკები და როკენროლი//

«  სექსი, ნარკოტიკები და როკენროლი

სულ ეს სჭირდება ჩემს ტვინს და სხეულს

სექსი, ნარკოტიკები და როკენროლი მართლაც ძალიან კარგია. »

//Sex and drugs and rock and roll
Is all my brain and body need
Sex and drugs and rock and roll
Are very good indeed//

ანუ რაღა დროს ღმერთის და მოყვასის სიყვარულია, ყელში ამოგვივიდა შრომაც, ოჯახიც, სამშობლოც, ერიც, ცოდნაც, კულტურაც, გვინდა მარტო სექსი,ნარკოტიკები, როკენროლი და მეტი არაფერი. ესაა ეპოქის ჰიმნი.

Anti-Natalism: Rejectionist Philosophy from Buddhism to Benatar Paperback – July 26, 2016

by Ken Coates (

ბოლო ათწლეულებში კი დაიწყო ის რასაც შეიძლება ეწოდოს ” უბავშვო რევოლუცია”.

განვითარებულ ქვეყნებში უფრო და უფრო მეტ ხალხს უნდა უშვილოდ ცხოვრება.

ამ რევოლუციას აქვს ბევრი მიზეზი. ამ რევოლუციონერებს სწამთ რომ ამქვეყნად ვიღაცის გაჩენა არის მისი გატანჯვა უსარგებლოდ და მის დაუკითხავად. აჩენ არსებას რომელსაც ელის ტკივილი, ტანჯვა, სიკვდილი.

ამ ბოდიში ფილოსოფიას ჰქვია ანტინატალიზმი-anti-natalism.

ეს ბოდიში ფილოსოფია ეხლახანს გამოაცოცხლა David Benatar-მა 2006 წელს გამოცემული მისი წიგნით Better Never To Have Been (2006)- ”არყოფნა ჯობია ყოფნას”. ის იყო მთავარი კატალიზატორი.

ანტინატალიზმი შეიძლება ჩაითვალოს უფრო ფართო ფილოსოფია უაროფიზმი

Rejectionism-ის ნაწილად. ის თვლის რომ არსებობა უშუალოდ თუ არაპირდაპირ ანუ როგორც შვილის გაჩენა პრობლემატური და მიუღებელი რამეა.

ეს წიგნი აღწერს ამ ბოდიში ფილოსოფიის განვითარებას ინდუიზმიდან და ბუდიზმიდან რომლებშიც არის მისი ფესვები (ინდუისტური Moksha) და ბუდისტური ნირვანა. ”

აი, ო ძმებო, კეთილშობილი ჭშმარიტება ტანჯვაზე.

ტანჯვით იბადება ადამიანი, ტანჯვით ბერდება,

იტანჯება ავადმყოფობებისგან, კვდება ტანჯვით და დარდით.

მოთქმა-გოდება, ტკივილი, ნაღველი, სასოწარკვეთილება მძიმეა.

ტანჯვაა ყოფნა იმასთან ვინც არ გიყვარს.
ტანჯვაა განშორება იმისგან ვინც გიყვარს და განსაკუთრებით მტანჯველია

ყოველი დაუკმაყოფილებელი წყურვილი.

და ჩვევებისგან წარმოქმნილი ხუთივე მთლიანობა მტანჯველია.

ასეთია , ძმებო, კეთილშობილი ჭეშმარიტება ტანჯვაზე.

ძნელია ადამიანად გახდომა. ძნელია მოკვდავთა ცხოვრება.

ძნელია დხამას მოსმენა. ძნელია განათლებულის დაბადება.

ყოველ ცოცხალ არსებას უნდა ბედნიერება.

ყოველი ცოცხალი არსება იტანჯება.

სიცოცხლე ტანჯვაა.

ბედნიერებისკენ სწრაფვა ამაო და უშედეგო ილუზიაა.

ხსნის გზაა თანაგრძნობა და თანადგომა.

ასეთია ბუდიზმის პრინციპი.

ამას ქადაგებდა დიდი ბუდა, მაგრამ დღევანდელი ანტინატალიზმის მშობელ სამხრეთ აფრიკელ დევიდ ბენატარს არც ცოცხალი არსებების თანაგრძნობა და თანადომა მოსწონს, ის თვლის რომ საერთოდ არსებობაა მიუღებელი. თავი არ უნდა მოიკლა, უნდა ელოდო სიკვდილს ისე რომ შვილი არ გააჩინო. უფრო რადიკალები ამტკიცებენ რომ თვითმკვლელობაც ჯობია არსებობას.

ამ ბოდიში ფილოსოფიაში მე-19 საუკუნეში წვლილი შეიტანეს შოპენჰაუერმა და ფონ ჰარტმანნ-მა, მეოცე საუკუნეში კი ნაკლებად ცნობილმა ნორვეგიელმა ფილოსოფოსმა Zapffe-მ…

წიგნი ამბობს რომ ანტინატალისტური ფილოსოფიის და პრაქტიკის გავრცელებას დიდად შეუწყვეს ხელი სეკულარიზმმა ანუ რელიის მარგინალიზაციამ და მოსპობამ, ზნე-ჩვეულებათა ლიბერალიზაციამ ანუ ნიჰილისტურ-სექსუალურმა რევოლუციამ ტექნოლოგიურმა წინსვლამ //კონტრაცეფციამ,და ა.შ.//.

ანტინატალიზმი, მაშ, უნდა ჩაითვალოს პროგრესის ნაწილად იმდენად რამდენადაც ის გვაძლევს ცხოვრების წესების არჩევის მეტ შესაძლებლობას.

წიგნი ამბობს რომ ანტინატალიზმს სერიოზულად უნდა შევხედოთ, ის უნდა

ჩავთვალოთ თანამედროვე და საერო ცივილიზაციის ლეგიტიმურ ხედვად.

წიგნი ამბობს რომ ანტინატალიზმის უფრო განვითარებისთვის ის უნდა იყოს ინსტიტუციონალიზებული როგორც ”სიცოცხლის ფილოსოფიის” რაციონალური ფორმა და უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ამ ფილოსოფიის განხორციელების პრობლემებს და პერსპექტივებს.

წიგნის ავტორი არის ლონდონის უნივერსიტეტის დოქტორი, სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტი, პროფრსორი, ის არ ანგრევს საბჭოთა ტანკით ლონდონს ის ” უბრალოდ” პროფესორ დევიდ ბენატართან ერთად გიკლავს ამქვეყნად ცხოვრების სურვილს.

დაიღალა ცივილიზებული კაცობრიობა რევოლუციებით, გილიოტინებით, მსოფლიო ომებით, გენოციდებით და საბჭოთა ტანკით თბილისის მნგრეველი პერესტროიკებით… 

ყველაფერმა ამან შეშალა მსოფლიო. ამაზე ლაპარაკობს თუნდაც 

სამხრეთ აფრიკის კაპის უნივერსიტეტის პროფესორი 

David Benatar-ის ფილოსოფია ანტინატალიზმი

ქრისტიანებმა ბავშვობიდან იციან სახარების ნათქვამი რომ მთელი 

ქვეყნიერება ანუ მთელი ხილული მატერიალური სამყარო ადამის 

და ევას დაცემის შემდეგ ბოროტებაში წევს. მათ ასევე იციან რომ ამ 

ბოროტებიდან გამოსავალია ღმერთის და მოყვასის სიყვარული, 

აქტიური თანაგრძნობა და თანაგრძნობა.

მაგრამ პროფესორი 

დევიდ ბენატარი ნიჰილისტური, ტრადიციული კულტურული 

იდეალების და ღირებულებების დამამხობელი ხანის შვილია და 

ის სხვანაირად ფიქრობს და სხვა რამეს ქადაგებს.


” ჩვენ ვართ არსებები რომლებსაც არ უნდა ყოფილიყვნენ 

ამქვეყნად ”, ამბობს ის. პროფ. დევიდ ბენატარის 

ანტინატალიზმი არის თვალსაზრისი რომლის თანახმადაც 

ჩვენ უნდა შევწყვიტოთ შვილების გაჩენა, შვილების გაჩენა 

ცუდია. მრავალი გზა მიდის ამ დასკვნამდე. ზოგ გზას 

შეიძლება ”ფილანტროპიული” დაერქვას. ცხოვრება 

ცუდია, ისაა ძალადობით, ბოროტებით, ავადმყოფობებით ,სიკვდილით ,ტკივილით და ტანჯვით სავსე ოხრობა. 

ამქვეყნად გაჩენილი ბავშვი ვერ გაექცევა ძალადობას, 

ავადმყოფობებს, ტანჯვას,სიკვდილს, ამიტომ თუ არ ხარ გულგრილი ბოროტი არამზადა და ცოცხალი არსებისთვის

სიკეთე გინდა ჯობია რომ შვილი არ გააჩინო. 

წარმოიდგინეთ სიღატაკეში ჩაფლული და ძალადობით თუ ძალადობით მუქარით, მწუხარებით და ფსიქიური. პრობლემებით გატანჯული მილიონები. 

ყველა უკმაყოფილოა და მწუხარეა. არის კიდევ 

ავადმყოფობები. ზოგი ავადმყოფობა ცხოვრების ბოლომდე 

ამწარებს ადამიანებს. დედამიწის ყველაზე ღატაკ 

რეგიონებში არის ინფექციური ავადმყოფობები. 

მოწინავე ცივილიზებული ქვეყნების მკვიდრებს ტანჯავს და 

კლავს გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობები, 

გამომადებილებელი ავადმყოფობები. კიბო…. 

მოკლედ შვილის გაჩენა ამ შვილისთვის აუტანელი ტანჯვის 

მისჯაა. ანტინატალიზმამდე მიგვიყვანს 

კაცთმოძულეობა-მიზანტროპიაც რომლის თანახმადაც 

ადამიანი საშინლად ცუდი,ბოროტი,მნგრეველი ვინმეა 

რომელიც ტანჯავს და ხოცავს მილიარდობით ადამიანს და 

პირუტყვს და სპობს ბუნებას. ამას რომ რომელიმე მხეცი 

სჩადიოდეს ჩვენ ვისურვებდით მის სიკვდილს ან არგაჩენას. არაა საჭირო გალოთება-განარკომანება, ეს კიდევ უფრო 

აუარესებს ცხოვრებას. არ უნდა მოიკლათ თავი. უბრალოდ არ უნდა გააჩინოთ შვილი და კაცობრიობა თანდათანობით გადაშენდება.

David Benatar

ამ ანტინატალიზმის გვერდით არის ცივილიზებულ მსოფლიოში 

გავრცელებული მოძრაობა Childfree-შვილებისგან შეგნებულად, 

საკუთარი ნებით თავისუფალთა, შვილის გაჩენაზე 

ნებაყოფლობით და გააზრებულად უარის მთქმელთა მოძრაობა. 

ამათ კარიერა, დროისტარება-სიამოვნება, გართობა და არა შვილი. 

ეს მოძრაობა გაჩნდა აშშ-ში 1970-ან წლებში, გაგანია სექსუალური 

რევოლუციის დროს. ეს მოძრაობა უმთავრესად გავრცელდა 

მოწინავე-განვითარებულ-ცივილიზებულ ქვეყნებში. 

Ellen Peck-მა და Shirley Radl-მა 1972 წელს Palo Alto-ში, 

კალიფორნიაში, შექმნეს არა-მშობელთა ეროვნული ორგანიზაცია 

რომლის დაცვა იდეისა რომლის თანახმადაც კაცებს და ქალებს 

აქვთ შვილების შეგნებულად-გააზრებულად და საკუთარი ნებით 

არგაჩენის უფლება. 1984 წელს კანადაში, ვანკუვერში 

Jerry Steinberg-მა შექმნა No Kidding International რომლის 

მიზანიცაა შეგნებულად-ნებაყოფლობით უშვილოთა ცხოვრების 

წესის გავრცელება. ის გავრცელდა მრავალ ინგლისურენოვან 

ქვეყანაში. ის აწყობს შეგნებულად-ნებაყოფლობით უშვილოთა 

შეხვედრებს. 2010 წელს ტეხასში, Houston-ში ჩატარდა კონვენტი 

No Kidding International. 

ავტორმა და პროფესორმა Leslie Lafayette-მა 1991 წელს შექმნა 

Childfree Network, შეგნებულად-ნებაყოფლობით უშვილოთა 

პირველი ქსელი. პირველი კონფერენცია ჩატარდა საკრამენტოში, 

კალიფორნიაში. 

შეგნებულად-ნებაყოფლობით უშვილობის მომხრე ამერიკელმა 

მწერალმა Laura Carol-მა 2013 წელს შექმნაა დღესასწაული 

International Childfree Day. 

შეგნებულად-ნებაყოფლობით პირების უფლებებისთვის 

საბრძოლველად 2000 წელს ინგლისში შეიქმნა ასოციაცია 

Kidding Aside. ანტინატალისტმა მწერალმა Théophile de Giraud-მა 

და მუსიკათმცოდნე Frédérique Longree-მ 2009 წელს შექმნეს 

არა-მშობელთა დღესასწაული რომელიც 3-ჯერ ჩატარდა 

პარიზში და ბრიუსელში. 2012 წელს მათ ყირა-ყირა იარეს პარიზში იმისთვის რომ კაცობრიობა გაეფრთხილებინათ რომ ადამიანთა 

მეტისმეტად გამრავლება, ღუპავს ყველაფერს. ისინი პარიზის 

ეკლესია Sacre-Coeur-ის ირგვლივ არიგებდნენ პრეზერვატივებს და 

ყველას მოუწოდებდნენ ”მუცელთა გაფიცვისკენ”. 

2014 წელს შეიქმნა ფრანგულენოვან შეგნებულად საკუთარი 

ნებით უშვილოთა ასოციაცია.

Leave a comment