ლატონი, პლატონი 1

ფილოსოფია, სიბრძნის სიყვარული  არის სწრაფვა უმეცრებისგან და ძალადობისგან თავისუფალი ცხოვრებისკენ ესაა  სწრაფვა  ცხოვრებისკენ  უმეცრების და  ძალადობის  გარეშე. //პოპულარული თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი ბერტრან ვერჟელი//

 

ვისაც ევროპა  უყვარს  ის  თბილისში დადგავდა პლატონის  ძეგლს და არა მერაბ მამარდაშვილის კერპს.

 

პარიზის  პოლიტიკურ  კვლევათა  ინსტიტუტის  და  ა.შ.  პროფესორი  ბერტრან ვერჟელი პლატონზე ევროპელი  ჯეელიბისთვის//Bertrand  Vergely, Platon//

 

პლატონი  მარტო  იმიტომ იქნებოდა  უკვდავი  რომ  დაგვიტოვა  გამოთქმა  პლატონური  სიყვარული,  რაც  ნიშნავს  უანგარო  სიყვარულს.

მაგრამ  ის  სხვა  რამეებითაცაა  საინტერესო.  ჩავიხედოთ.

 

მაგრამ  ჯერ  გავიხსენოთ  რომ პლატონი არ არ  გაჩენილა  ცარიელ ადგილზე. მისთვის ნიადაგი მოამზადა  მრავალი  თაობის ფიქრმა და გარჯამ.

 

ძვ.წ.  მე-6  საუკუნეში  გაჩენილი  ფილოსოფია  სიბრძნის  სიყვარულია  და  არა  სიბრძნე.

ესაა  სწრაფვა  ცხოვრებისკენ  უმეცრების და  ძალადობის  გარეშე.

 

რევოლუცია

მცირე  აზიის  სანაპიროებიდან სიცილიამდე  გადაშლილ  ძველ  საბერძნეთში  ძვ.წ. მე-6  საუკუნეში  მოხდა  რევოლუცია.

ადამიანებმა ზურგი შეაქციეს მთელ  კულტურაზე  გაბატონებულ  მითს  დს  დაიწყეს  თავისით  აზროვნება.

 

მათ  გამოიგონეს  სიბრძნის  ახალი  ფორმა  რომელიც  დაფუძნებულია  გონებაზე, ინტელექტზე.

 

ფილოსოფიის  მნიშვნელობა

სიტყვა  ფილოსოფია ბერძნულად  ნიშნავს  სიბრძნის სიყვარულს,რაც ნიშნავს  ორ  რამეს.

 

ფილოსოფია  ანუ  სიბრძნის  სიყვარული  პირველ რიგში  ცოდნის  სიყვარულია.

არ  უნდა  გონდოდეს  უმეცრად  ცხოვრება.  ესაა  ესუნდა ცხოვრობდე   ცოდნა დაკვირვებით, იმის  ცოდნით  თუ  სად. როგორ  და  რისთვის  ცხოვრობ და  არა  ცხოვრება  ბრმად.

 

ფილოსოფია  ანუ  სიბრძნის  სიყვარული ამას  გარდა  არის   ვნებათა, რისხვის  და  ჯავრის  გარეშე, მშვიდად  და  წყნარად  ცხოვრების  სიყვარული.

ფილოსოფია  ანუ  სიბრძნის  სიყვარული არის  საკუთარი  თავის  ფლობა, სიწყნარე, სიმშვიდე // და არა  ტანკით საქართველოს  დედაქალაქის  დანგრევა. პროფესორო თენგიზ  სიგუავ//.

 

 

 

აქედან  გამომდინარე  ფილოსოფიამ ძალადობით და  ვნებებით დაფლეთილი  ცხოვრების  გვერდით  გააჩინა  გონივრული  ცხოვრება.

ამავე  დროს  ეს იყო  რელიგიური  თუ  მორალური  ცხოვრების  გვერდით  არსებული  ცხოვრების  განსაკუთრებული ფორმა.

 

პლატონმა  შეცვალა  მსოფლიოს  სახე

 

რა  თქმა უნდა შეიძლება  უმეცრებაში  და  ვნებიანად, ტანკების, დრონების, კალაშნიკოვების და ა.შ. სროლით  ცხოვრება.

 

მაგრამ როგორც  თქვა  ფილოსოფოსმა Vladimir Iankelevitch-მა // 1903-1983//  ამ  შემთხვევაში უარესად  ცხოვრობ !

 

ამიტომ  მოუნდათ  ფილოსოფოსობა  დასავლური  ფილოაოფიის  მამა  სოკრატეს და  მის  მოწაფე  პლატონს  რომელმაც  მომდევნო  თაობებს  გადასცა სოკრატეს  მემკვიდრეობა.

 

მეტიც,  აზროვნების  აუცილებლობაში  დარწმუნებულმა პლატონმა შემოგვთაზა პროექტი  სახელმწიფოსი სადაც იმეფებს და  ადამიანთა ყველა  საქმიანობას  წარუძღვება  ფილოსოფია.

სიბრძნის  მოყვარული  //და  არა ლამაზი ლოზუნგების ძახილით  თბილისის ნგრევის  მოყვარული// უნდა  ხელმძღვანელობდეს საზოგადოებას.

აი ესაა პლატონი, რომელმაც  ჰეგელის  თქმით  შეცვალა მსოფლიოს სახე.

 

   საბერძნეთი ომსა  და  დემოკრატიას შორის

ძვ.წ. მეოთხე  საუკუნეში, როდესაც პლატონმა  დაიწყო ფილოსოფოსობა, ბრწყინვალე  წარსულის  მქონე ათენის  დემოკრატია  განიცდიდა  დაკნინებას.

 

დიდებული, დიადი წარსული

 

ძვ.წ. მე-6  საუკუნეში საბერძნეთს  უკვე ჰქონდა  ხანგრძლივი ისტორია.

ძვ.წ. მესამე ათასწლეულში  ეგეოსის ზღვის  შუაგულში არსებულ კუნძულ კრეტაზე  უკვე  იყო მოწინავე  ცივილიზაცია.

ჩრდილოეთიდან მისულმა აქეელებმა  ის  მოსპეს და  კრეტას  ცივილიზაციის  მაგივრად კონტინენტზე  გსჩნდა მიკენი.

ეს  იყო  ძვ.წ. მეორე  ათასწლეულის  ბოლო.  კრეტას  სამეფომ  ადგილი  დაუთმო  ერთმანეთის  მეტოქე  პოლისებს.

სწორედ  ამ კონტექსტში  იყო  ჰომეროსის  მიერ «ილიადაში »  მოყოლილი  ტროას ომი.

ერთხანს  ჰეგემონი  მიკენი დაემხო დორიელთა შემოსევის შედეგად.

მიკენის  მომსპობმა  ინდოევროპელმა დორიელებმა დააარსეს  სპარტა  რომელიც  დიდად  პრესტიჟული  იყო ათენის  აღმავლობამდე.

 

ათენის  აღმავლობა

 

3 ელემენტი  ხსნის ათენის უპირატესობას:

1 :

იურიდიული  რეფორმა. ძვ.წ. მე-5 საუკუნეში  ერთ-ერთი ყველაზე  სახელგანთქმული  ბერძენი  ბრძენი სოლონის გავლენით ათენელებმა  დაიწყეს  თავისი ქალაქის  მართვა ადამიანის  გონებიდან გამომდინარე კანონების და არა რელიგიური ტრადიციის შესაბამისად.

  1. ძვ.წ. მე-5 საუკუნეში 2 სამხედრო გამარჯვებით ათენმა წინააღმდეგობა  გაუწია სპარსელთა  თავდასხმას.

ეს  იყო  ძვ.წ. 490  წელს მარათონზე გამარჯვება  მილტიადეს წყალობით და ძვ.წ. 481  წელს  სალამინის გამარჯვება თემისტოკლეს წყალობით.

ნამდვილად  არაჩვეულებრივი  პოლიტიკოსის,  დემოკრატიის გამომგონებელი  პერიკლეს  წყალობით  იმავე  მე-5  საუკუნეში  ათენმა  განიცადა  თავისი ოქროს ხანა

 

ის  სულაც  არ  მართავდა  მარტო. ის ქვეყანას ხელმძღვანელობდა ხალხთან ერთად. ეს ხალხი  კრებაზე, ბულეზე, ირჩევდა  თავის  წარმომადგენლებს

პერიკლემ შემოიკრიბა სოფოკლეს  მსგავსი პოეტები, ანაქსაგორეს  მსგავსი ფილოსოფოსები, თუკიდიდეს  მსგავსი ისტორიკოსები, ფიდიასის  მსგავსი არქიტექტორები და მოქანდაკეები.

სწორედ  ამ დროს  ააგეს პართენონი რომელიც დღესაც ამშვენებს ათენს, საბერძნეთს და მთელ მსოფლიოს.

 

  მე-4  საუკუნის კრიზისი

 

მაგრამ ეს  ოქროს  ხანა  ხანმოკლე  იყო

ძვ.წ. მე-5  საუკუნის  ბოლოს, როდესაც სოკრატემ დაიწყო ქაფაგება, მოხდა 2 ცუდი რამე.

აპარსელთა  მოსაგერიებლად  გაერთიანებული ათენი და  სპარტა გადაეკიდნენ  ერთმანეთს და დაიწყო მათ შორის ომი.

რამოდენიმე  სამხედრო გამარჯვების შემდეგ  სპარტამ დაამარცხა ათენი.

ათენმა დაკარგა  თავისი იმპერია.

ოცდაათთა  ტირანიამ კრიტიასის  მეთაურობით დაამხო პერიკლეს მიერ  დამყარებული დემოკრატია.

ძვ.წ. 403  წელს თრასიბულმა შესძლო დემოკრატიის აღდგენა, მაგრამ ამან ვერ დაუბრუნა თავისი ბრწყინვალე წარსული დასუსტებულ და  შინაგანი უთანხმოებებით მოცულ ათენს.

 ძვ.წ. 399  წელს, დემოკრატიული  მთავრობის  დროს, სიკვდილი მიუსაჯეს ამ უბედურებათა მოწმე სოკრატეს.

აი ამ აწეწილ  დროს  დაიწყო დემოკრატიაზე  ფილოსოფოსობა პლატონმა….

 

პლატონის მასწავლებელი სოკრატე

ძვ.წ. 470  წლისთვის ათენში დაიბადა ის  ვინც  გახდა  დასავლური ფილოსოფიის  მამა-სოკრატე.

სოკრატეს  მამა ოყო  ქვისმთლელი. სოკრატეს  დედა იყო ბებიაქალი.

სოკრატეც სანამ ფილოსოფოსი გახდებოდა ქვისმთლელი იყო.

კოჭლ და ზოგის  თქმით მახინჯ სოკრატეს ჰქონდა  მჭერმეტყველების  ნიჭი

მჭრმეტყველი  სოკრატე  საუბრობდა ყველა  გამვლელ-გამომვლელთანაც და ხიბლავდა  ყველას.

როდესაც  ის იწყებდა  ფილოსოფოსობას მას ვეღარაფერი აჩერებდა.

მისი მოწაფე ალკიბიადეს თქმით სოკრატეს  მთელი დღე  შეეძლო ფილოსოფოსობა ბრძოლის ველზეც.

ის  ოსტატური და ირონიული  კითხვებით თანამოსაუბრეებს უღვიძებდა  აზროვნების უნარს და  სურვილს  და  თავის  თავზე  ამბობდა  რომ იცის  მხოლოდ  ის  რომ არაფერი იცის.

 

აი  ეს  სოკრატე  ებრძოდა დაოსტატებულ მაგრამ  დემაგოგ ორატორ  სოფისტებს  რომელთა მიზანიც იყო ნებისმიერ ფასად სასამართლო პროცესის  მოგება და არა  უანგარო აზროვნება, ჭეშმარიტების წვდომა…

 

სოკრატეს  გასამართლება

კითხვების დასმის, დიალოგის  მოყვარული ირონიული სოკრატე აწუხებდა  ათენის საზოგადოებრივი აზრის მბრძანებლებს.

ხოდა პოეტმა ანიროსმა და  სოფისტმა მელიტოსმა სოკრატე  გამოაცხადეს ახალგაზრდობის  გამრყვნელ  ურჯულო ვინმედ.

ამიტომ სოკრატე  გაასამართლეს  ძვ.წ. 400 წლისთვის.

 

გაიძვერა  დაქოქილმა გატლეკილმა  სოფისტებმა  მოიგეს  ეს  პროცესი.

 

სოკრსტეს  მიუსაჯეს  სიკვდილი.

მეგობრებმა  და  მოწაფეებმა  სოკრატეს  შსთავაზეს გაქცევა.

მაგრამ სოკრატემ თქვა  რომ გაქცევა  იქნებოდა მისი მისიის უარყოფა. ის  თავის მისიად  თვლიდა  ხალხის აღზრდას.

მან  წყნარად  დალია  შხამი და  მოკვდა.

წყნარად  დალია  \სხამი  იმიტომ რომ მისი რწმენით  ადამიანის ისტორია არ მთავრდება მისი ფიზიკური სიკვდილით. სული უკვდავია.

 

პლატონს  რა  თქმა უნდა  არ მოსწონდა გაიძვერა  სოფისტების მიერ დაკრულ დუდუკზე  მოცეკვავე  დემოკრატია.

 

ამას  თავისი  შედეგები ჰქონდა….

გაგრძელება  იქნება.

კონფუციუსის სიხარული

Résultat de recherche d'images pour "confucius"

 

როცა  ქვეყანა იქცევა  ბედნიერება  შეუძლებელია. უნდა ისწავლო სწავლით,საკუთარი მოვალეობის მოხდით,მეგობრებთან ურთიერთობით და მუსიკით დრო და  დრო გახარება. ესაა პრაქტიკული და რაციონალური კონფუციუსი. სამართალი,ცოდნა,მეგობრობა,მოვალეობის მოხდა, მუსიკა, აი კონფუციუსის სიხარული.

უნივერსიტეტი პარიზი-მერვის  პროფესორი Stéphane  Feuillas

 

კონფუციუსი//ძვ.წ.553-479//  ლსპარაკობს  სიხარულზე და  არა ბედნიერებაზე.

ასეა  იმიტომ რომ მის  დროს  დაიქცა დინასტიური წყობა  და  როცა ქვეყანა იქცევა ბედნიერებისთვის  არავის  სცხელა.

 

პრაქტიკული  და  რაციონალური  კონფუციუსი ლაპარაკობს  სიხარულის  გრძნობაზე  რომლის  დრო და  დრო განცდა  გარკვეულ პირობებში  შეუძლია  ყველას.

სიხარული  შეიძლება  განიცადო  საკუთარ  თავზე მუშაობისასაც.

 

არის  მეორე  მიზეზიც :

ბედნიერება  ხშირად  ეგოისტური  პირადი  განცდაა  რომელიც  არ აქცევს ყურადღებას უბედურ ხალხს.

სიხარული  კი  შინაგანი  და  ადამიანების მიმართ უფრო გახსნილი განცდაა.

კონფუციუსში  მეტისმეტად  ხშირად  ხედავენ სამართლიანი მაგრამ  სადა და მკაცრი მორალის მოძღვარს  და  ქადაგს.

 

არა  და  მრავალ ლაკონურ  ტექსტში  ვხედავთ  თავისუფალ  მოწაფეებს  შორის  მჯდომ მხიარულ კონფუციუსს.

 

თვითონ  კონფუციუსიც  ამბობს  რომ ის  ცოცხლობს  და  ცხოვრობს  მაშინ როდესაც ის  მხიარულია და  დროებით ივიწყებს  თავისი  მისიის  სირთულეებს.

 

მას კი აკისრია დინასტია ჟუს  ნანგრევებზე  ახალი  არისტოკრატიის  აგების  მისია.

არისტოკრატად  გახდომა  კი  უნდა  შეეძლოს  ყველას, ვინაიდან არისტოკრატობა  ეფუძნება  მორალს და ცოდნას,. ესაა კონფუციუსის მრწამსი.

კონფუციუსისთვის  სიამოვნება და სიხარულია  სწავლა  და  კვლევა, სიამოვნება  და  მხიარულებაა  მისთვის მეგობრების მიღება.სიხარული  ორმაგია :

პირველ  რიგში  ის  მოდის  იმის  განცდიდან რომ სავსებით  ზიხარ  დროში, რომ სავსებით  შეესაბამები დროს, რომ  ნასწავლი  გამოიყენე  სასარგებლოდ, დროსთან სრულიად შესაბამისად.

ცოდნის  სასაზოგადოებისთვის  სასარგებლოდ გამოყენებაა  კონფუციუსის  სიხარულის ერთი  წყარო.

 

კონფუციუსის  სიხარულის  კიდევ წყაროა  მეგობრების  საუბარი რომელიც აუქმებს  დისტანციებს და  აჩენს ურთიერთაღიარების, ერთმანეთის აღიარების  და  სულიერი ერთობა-თანამეგობრობის ახალ სივრცეს.

კონფუციუსს  ახარებს  თავისი საკუთარი მორალური პასუხისმგებლობის აღსრულება სხვა  ადამიანის  ან  ვითარების  მიმართ  წინასწარ  აკვიატებული  აზრის  გარეშე  გახსნით.

მიხვედრილობა, სამართალი  და ჰარმონიის  შექმნაა  კონფუციუსის  სიხარულის  კიდევ ერთი წყარო.

 

     მუსიკა  და  სიხარული

 

სასარგებლოა  ვიცოდეთ  ისიც  რომ სიტყვები  მუსიკა  და  სიხარული  ჩინურად  იწერება  ერთნაირად.

ჩინელების  აზრით  მუსიკას  და  სიხარულს  უნისონში  მოყავთ  გულები.

 

მუსიკის  უმცირესი  ვარიაციებით  და ქცევის  მუდმივი  დაზუსტებით  ვუთანხმდებით  სამყაროს  წყობას.

მუსიკა წუთში  აერთიანებს  გულებს.

 

სიხარული  არის  სულის  აბსოლუტურად  აუცილებელი დროებითი  მოსვენება, დროებითი გარიდება  აქოთებული  დღევანდელობისგან.

ესაა კონფუციუსი.

მისი აზრით თავგასულ და  გაავებულ  ადამიანთა ყაყან-გნიასში  შეიძლება  დრო-და დრო ცოტა  ხნით გახარება, ბედნიერება კი შეუძლებელია.

მომხიბლავი არაბული ბაღი

Image associée

გამოფენა  პარიზში, აღმოსავლური ბაღები ალჰამბრადან ტაჯ-მაჰალამდე

ფრანგებიც მოხიბლა  მაჰმადიანურმა ბაღმა

ირგვლივ  იყოს  გრგვინვა  ქუხილი  და ირინა  სარიშვილის   წივილ-კივილი.  ჩვენ მაღალი  კედლებით  შემოღობილ არეში გავაშენოთ ულამაზესი  ბაღი რომელიც ცოტა  ხნით მაინც  დაგვავიწყებს აქოთებულ დღევანდელობას  და  გაგვახსენებს ედემს, სამოთხეს, დაგვაფიქრებს  ღმერთზე  და  მარადისობაზე. ესეთია  მაჰმადიანური  ბაღი. ძველ ქართველებსაც  უყვარდათ ბაღი რომელსაც უწოდებდნენ წალკოტს…

 

ბედნიერება, ფუნდამენტური  ტექსტები // ეპიკურე, მარკუს  ავრელიუსი, რუსო, ბუდა, კონფუციუსი…//  Bonheur, les  rextes  fondamentaux, Epicure, Marc  Aureèle, Rousseau, Bouddha, Confucius// ,

23-ნომერი 23, 2009  წლის  ივლის-აგვისტო

 

აქ  შემოვიფარგლებით  ჟურნალში მოყვანილი  ზოგი ტექსტით.

 

 

Catherine  Golliau

 

ბაღი  ისლამში  ანუ  დაბრუნება  საკუთარ  თავთან

 

შადრევნები, ხეები  და  ყვავილები, დიდი აუზები  რომლებშიც ირეკლება  ელეგანტური პავილიონები…  ყველაფერს  ირგვლივ არტყავს მაღალი კედლები.

არაბული  ბაღი აღაფრთოვანებს  პოეტების  და  ესთეტების  თაობებს არა  მარტო მაჰმადიანურ სამყაროში.

 

მაჰმადიანი  დამპყრობლის  პირველი  აქტი ხშირად  იყო დაპყრობილ ტერიტორიაზე  მუდამ უფრო დიდი და  უფრო დიდებული   ბაღის  გაშენება.

სწორედ  ეს  გააკეთა  ომეიადთა  დინასტიის  უკანასკნელმა  შთამომავალმა ამირა  აბდ ალ-რაჰმან პირველმა //როდესაც ის  დამკვიდრდა  ანდალუზიაში.

მან გადაწყვიტა  კორდოვაში  ბაღის  გაშენება  და  ამას  დასჭირდა  40 წელი  შრომა.

მან ხეები ჩაიტანა  მშობლიური სირიიდან, ინდოეთიდან, თურქესტანიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩაიტანა  ვარდები, იასამნები, ბროწეულის ხეები.

 

გვადალკვივირის  სანაპიროზე  უნდა  ყოფილიყო  სამოთხის  ბაღის  სილამაზე  და  მან არაფერი  დაიშურა  ამისთვის.

 

ინდოეთის  დამპყრობელმა პირველმა  დიდმა  მოღოლმა ბაბურმა //1483-1530//  საჩქაროდ  გადაწყვიტა აგრაში დიდებული ბაღის  გაშენება.

ამ ბაღით  მოხიბლულებმა  შემდეგ  გააშენეს  ტაჯ მაჰალის  ბაღიც.

 

გრენადიდან დელიმდე

 

მაჰმადიანური  კულტურისთვის  ბაღი  არის  არსებითი ადგილი  სადაც  შეიძლება დასვენება, მოსვენება, სილამაზით  ტკბობა, განცხრომა,სიამოვნება  და  ნეტარება

// ბაღის  მცველი  გალავნის  იქით  თუ  უნდა  ირბინოს  წივილ-კივილით  ირინა  სარიშვილმა. შენ ზიხარ  მშვიდად, ფიქრობ  ღმერთზე  და  ტკბები  ვარდების და  იასამნების  სილამაზით//.

 

 

მაჰმადიანური  ბაღის  კონცეფცია  უცვლელია.

ესაა  ზმანებათა, ოცნებათა  ადგილი  რომელსაც გადაჰყავარ თუნდაც ლამაზი უნაკლო ლოზუნგებითს  ძახილით დანგრეული და   დანჯღრეული  სამყაროს  გარეთ.

ევროპულ  კლასიკურ ბაღში რომელიც  იწყება  რომის იმპერიაში,  გრძელდება  მედიჩებთან და ლიუდოვიკო  მეთოთხმეტესთან  მიზანია  ბუნებაზე  ბატონობა  ცენტრალური თვალსაზრისით :

დიდ პერსპექტივებს  მივყავართ  ჰორიზონტამდე.  დიდ  აუზებში  ირეკლება შადრევნება…

მაჰმადიანთა  ბაღი  კი  სულ  სხვაა.

იქ  მთავარია  ბაღის  სივრცის  შემოღობვა, გამოყოფა  წივილ კილით  და  ბაგაბუგ-ბათქაბუთქით ამტუტებული  სამყაროსგან.

ამ ბაღში  ნამდვილად  შეიძლება  მოსვენება. საკუთარ გულში ჩახედვა, ლოცვა, ღმერთის  გახსენება.

 

   თავის  დახურულ  სივრცეში რიადი

//ryad ქმნის  აბსოლუტურად  პირადი, აბსოლუტურად  კერძო, ხელოვნური  სამოთხის  მისტიკას.

 

მერვე  საუკუნეში  ისლამის  გაჩენა  იყო გარდატეხა  ბაღის, მებაღეობის  ხელოვნებაში.

უდაბნოს და აქა-იქ გაბნეულ ოაზისებს  მიჩვეულმა  ხალხმა  დაპყრობების  კვალდაკვალ აღმოაჩინა ბაბილონის შეკიდული ბაღები,  მიდიელი, მედი თუ სპარსი კიროსის  პარკი  ფასარგადებში, აზიის  და  ხმელთაშუაზღვისპირეთის  ბაღები და მოიხიბლა, გაოგნდა.

 

დამპყრობლებმა  განსაკუთრებით  დაიმახსოვრეს  არქიტექტურაში  ჩართული  ბაღის პრინციპი….

 

მსჰმადიანთა ბაღში  ყველგანაა  წყალი, არხები, აუზები, ჰიდრავლიკაც, ისევე  როგორც  ბოტანიკა, გადაიქცა  ხელოვნებად….

კლასიკური არაბული ბედნიერება

კლასიკური აარაბი ფილოსოფოსები  არ არიიან ბაზარზე უდანაშაულოთა  ამფეთქებელი ტერორისტები თუ საბჭოთა ტანკით  თბილისის  მნგრეველი პროფესორები.

 

აი ამიტომ მოსწონდა შოთა რუსთაველს არაბები როსტევანი,თინათინი,ავთანდილი

 

ისინი აღარ არიან და დარჩნენ გორბაჩოვი,სახაროვი, გია ნოდია…ეეხ…

 

ისლამი და ფილოსოფიური ნეტარება

 

 

ბედნიერება, ფუნდამენტური ტექსტები // ეპიკურე, მარკუს ავრელიუსი, რუსო, ბუდა, კონფუციუსი…// Bonheur, les rextes fondamentaux, Epicure, Marc Aureèle, Rousseau, Bouddha, Confucius// ,
23-ნომერი 23, 2009 წლის ივლის-აგვისტო

აქ შემოვიფარგლებით ჟურნალში მოყვანილი ზოგი ტექსტით.

მაჰმადიანობაში ნეოპლატონიზმის სპეციალისტი Daniel de Smet

ჭკვიანი მაჰმადიანისთვის ფილოსოფია ნეტარებაა

ბერძნებს ფილოსოფიის სიყვარულში გაეჯიბრნენ არაბები.

ფალასიფა, როგორც არაბები უწოდებდნენ თავის ფილოსოფოსს, ფილოსოფიას// არაბულად ფალსაფა// თვლიდა ამქვეყნიურ ბედნიერებასთან და იმქვეყნიურ ნეტარებასთან მიმყვან საუკეთესო, მეტიც, ერთადერთადერთ გზად.
ჭკვიან არაბს სწამს რომ ფილოსოფია არის ამქვეყნიური ბედნიერებისკენ და იმქვეყნიური ნეტარებისკენ მიმავალი საუკეთსო,მეტიც, ერთადერთი გზა.

ალ-ფარაბი //872-950//, ავიცენა //980-1037// არიან ყველაზე სახელგანთქმულ და ყველაზე გავლენიან არაბ ფილოსოფოსებს შორის.
ისინი ადამიანის უმაღლეს ბედნიერებას დედამიწაზე და და ადამიანის სულის მარადიულ ხსნას აღნიშნავენ ერთი სიტყვით საადა, რაც არის ბერძნული სიტყვა ევდემონიას თარგმანი.

ბედნიერების ელიტისტური ხედვა ?

ამ არაბი ფალასიფა-ფილოსოფოსების აზრით მიწიერ ბედნიერებას და ზეციურ ნეტარებას მიაღწევს ის ვინც სრულყოფილ თეორიულ ცოდნას დაუკავშირებს მორალურ , ღირსეულ ცხოვრებას და ქცევას.

არამატერიალუური, უხილავი. ტრანსცენდენტური, სულიერი სამყაროს
მკვლევარი უმაღლესი მეცნიერება მეტაფიზიკის მცოდნე და მორალური ქცევით გამორჩეული ადამიანი მიაღწევს ამქვეყნიურ ბედნიერებას და იმქვეყნიურ ნეტარებას, ესაა არაბ ფალასიფა-ფილოსოფოსთა მრწამსი.

არაბ ფილოსოფოსებს სწამდათ რომ განსრულებულ ფილოსოფოსს მარტო გონების მეშვეობით და გრძნობათა ორგანოების დაუხმარებლად შეუძლია უმაღლეს სულიერ რეალობათა ხილვა.

ფილოსოფოსმა უნდა მოიშოროს სხეულთან,მატერიალურ სამყაროსთნ დამაკავშირებელი ჟინი,ჩვევები, ვნებები, მან უნდა განწმინდოს თავისი სული.
მაშინ მისი სული იქცევა სარკედ რომელშიც ირეკლება ღვთაებრივი რეალობები.

განსრულებული ფილოსოფოსის სული არის გულდაგულ გაკრიალებული სარკე რომელშიც ირეკლება ღვთაებრვი რეალობები.
ასეთი ადამიანია ბედნიერი მიწიერი ცხოვრების მანძილზე და სიკვდილის შემდეგ ის ცხოვრობს სულიერ სამყაროში და აღწევს სრულ ნეტარებას.

მაგრამ თუ არ ცხოვრობ მორალურად ამაოა ამ ინტელექტუალურ ბედნიერებაზე ოცნება.
მიწიერ ბედნიერებას და სულიერ ნეტარებას მიაღწევს მარტო ის ვინც უმაღლეს ცოდნას და სულის განწმენდას შეუთავსებს, მორალურ, ღირსეულ ცხოვრებას.

არაბმა ფილოსოფოსებმა აიტაცეს პლატონის იდეა რომლის თანახმადაც საგანთა და მოვლენათა არსის მცოდნე ფილოსოფოსმა იცის თუ რა არის სიკეთე როგორც ასეთი.

თეორიული ცოდნა და სიბრძნე ამაოა ეთიკის წესების თანახმად ცხოვრების და საზოგადოებრივ,სახელმწიფო კანონთა დაცვის გარეშე. ესაა არაბული ფილოსოფია სიბრძნე.

ესაა არაბული პოლიტიკური ფილოსოფიის საფუძველი რომელიც ყველაზე მეტად განავითარა ალ-ფარაბიმ თავის ნაშრომში «ღირსეული სახელმწიფოს მცხოვრებთა პრინციპები და შეხედუ ლებები » // ფრანგულად Les Principes et opinions des habitants de la cité vertueuse//.

იდეალური სახელმწიფოს ხელმძღვანელი მეფე-ფილოსოფოსი კანონმდებელია. მან უმაღლეს დონეზე იცის მეტაფიზიკური და ეთიკური მეცნიერებები და ასე არის იმდენად ბედნიერი რამდენადაც ბედნიერი შეიძლება იყოს ადამიანი.
ამ მეფის ამოცანაა მის ქვეშევრდომთა ბედნიერების უზრუნველყოფა.
ქვეშვრდომთა ბედნიერება კი აუცილებლად უფრო დაბალი დონის იქნება ვინაიდან იდეალურ სახელმწიფოშიც კი ყველა არაა ფილოსოფოსი.

არაბ ფალასიფა-ფილოსოფოსებს ხშირად ბრალად სდებენ იმას რომ ბედნიერების მათი კონცეფცია ელიტისტურია.
მარტო არისტოტელური ტრადიციით დადგენილი სწავლა-განათლების მიღებით აღზრდილი ლოღიკის, მეტაფიზიკის, მათემატიკის, ბუნების, ფიზიკის, მეტაფიზიკის მცოდნე და ამ თეორიული ცოდნის პრაქტიკულად ეთიკური, ღირსეული ცხოვრებით განმახორციელებელი იქნება ბედნიერი ამქვეყნად და მარადიულად ნეტარი საიქიოში.

ევროპელებს აპოკალიფსიც ახსოვთ

 Résultat de recherche d'images pour "apocalyps"

დღვანდელ ევროპელებს  ახსოვთ აპოკალიფსიც, ნამდვილი გარდაქმნა  წინაა.ცუქცუქა პერესტროიკით არ მთავრდება  ისტორია

 

ბუდამაც თქვა რომ ამქვეყნად გაჩენა ტანჯვაა, რომ ცხოვრება ტანჯვაა, რომ სასურველისგან შორს ყოფნა ტანჯვაა, რომ არასასურველთან სიახლოვე ტანჯვაა, რომ ავადმყოფობა,სიბერე და სიკვდილი ტანჯვაა, რომ ბაღლინჯოდან ადამიანამდე იტანჯება ყველა.

თუ გვინდა ამ უბედურებიდან, პროფესორი სიგუას საბჭოთა ტანკით საჭენაო სივრცედ გადაქცეული სამყაროდან, თვითონ ვაცლავ ჰაველის მიერ დაწუნებული პოსტკომუნიზმიდან გაღწევა უნდა ვუთანაგრძნოთ და მხარში ვუდგეთ ერთმანეთს, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი

 

ბედნიერება, ფუნდამენტური  ტექსტები // ეპიკურე, მარკუს  ავრელიუსი, რუსო, ბუდა, კონფუციუსი…//  Bonheur, les  rextes  fondamentaux, Epicure, Marc  Aureèle, Rousseau, Bouddha, Confucius,

23-ნომერი 23, 2009  წლის  ივლის-აგვისტო//

აქ  შემოვიფარგლებით  ჟურნალში მოყვანილი  ზოგი ტექსტით.

 

Olivier  Souan

  აპოკალიფსი  მომავალი  ბედნიერება

 

ჩვეულებრივ  თვლიან რომ  ბიბლიის  ბოლო წიგნი  აპოკალიფსი  მოციქულმა  იოანემ დაწერა  მაშინ როდესაც რომის  იმპერსტორმა, შეიძლება  ნერონმა  68 წელს, ან დომიციანმა 95  წელს, გააჩაღა  ქრისტიანთა  დევნა.

მაგრამ ნაშრომი  სცდება  ამ  ისტორიულ  ფარგლებს.

 

ის აღწერს  ანტიქრისტეს  დროს, მომავალი  ჩაგვრის  და  უბედურებათა  დროს.

ანტიქრისტე  კაცობრიობას შესთავაზებს  წმინდა  მიწიერ  ბედნიერებას  და  მოახერხებს  თავისი  ძალაუფლების  ქვეშ მსოფლიოს  გაერთიანებას.

ის თავს გამოაცხადებს  მესიად  და  დაიწყებს  მისთვის  წინააღმდეგობის  გამწევთა  ჩაგვრას  და  დევნას.

მაგრამ  მას  მოსპობს  ღმერთის  ჩარევა.

ზოგი  სხვა  ამბის  და  საბოლოო ბრძოლის  შემდეგ იქნება უკანასკნელი  სამსჯავრო რომელიც  დედამიწის  ზედაპირიდან განდევნის  ყოველგვარ  ბოროტებას.

 

    დაბრუნებული  სამოთხე

 

ძალადობა  აპოკალიფსშიცაა  და  სხვა  რელიგიებშიც.

მაგრამ  აპოლიფსზე  დაყრდნობით  ქრისტიანებს  სწამთ  სამოთხის  დარი  მომავლისა.

აპოკალიფსის  ავტორისთვის  უკანასკნელი  სამსჯავრო არის  ადამიანის  ისტორიის  ნამდვილი  დასაწყისი  და არა  ამ ისტორიის  დასასრული.

ესაა  რადიკალურად  განახლებული  სამყაროს  პრელუდია.

რადიკალურად  განახლებული  სამყარო კი აღწერილია როგორც  ციდან მიწაზე ჩამოსული  ახალი  იერუსალიმი  რომლის  მკვიდრნიც მძიმე  ტანჯვათა  გადატანის  შემდეგ  ტკბებიან  ბედნიერებით ჩრდილის  გარეშე.

 

დაბრუნებული  სამოთხე  ეხმაურება  სამოთხეს  საიდანაც  განდევნილი  იყვნენ ადამი და  ევა.

ავტორი  ახალ  იერუსალიმს  ადარებს  იმ ადგილს ეკლესიაში  სადაც  ხდება  ევქარისტია. ეს  მეტაფორა  ხაზს  უსვამს ქალაქში  იესო ქრისტეს  ყოფნას.

როგორც  ღმერთი ის  ქალაქს  აძლევს  სინათლეს, სიცოცხლეს, სიწმინდეს, ბედნიერებას  და  საკვებს.

ტექსტში  გამოყენებული  სიმბოლიკა//ოქრო, ძვირფასი ქვები, ბროლი, წმინდა  მინა//  გვეუბნება  რომ სამსჯავროთი გარდაქმნილი მატერიაც  აღარ  მალავს  ღმერთის  ყოფნას  და  დიდებას. , პირიქით, ავლენს  მათ.

ძვირფასი  ქვები ქრისტიანების,  ეკლესიის  ამიერიდან განდიდებული წევრების  სიმბოლოა.

რიცხვი 12  მიუთითებს  იზრაელის  თორმეტ ტომზე ან კიდევ თორმეტ მოციქულზე.

კიდევ  ლაპარაკია    ათასწლოვან  მეფობაზე  უკანასკნელი  სამსჯავროს  წინ რამაც  ააღლევა  თეოლოგთა  თაობები.

ზოგმა  თეოლოგმა, მაგ. კალაბრიელმა

 იოაქიმ  დე  ფლორე //1130-1202//  თუ ანგლიკანელმა  პასტორმს  ნელსონ დარბიმ //1800-1882//  ის  ასე ვთქვათ მილენარისტულად  განმარტეს.

მათ სწამდათ რომ ანტიქრისტეს  თარეშის  ხანასა  და  უკანასკნელ სამსჯავროს შორის  იქნება მშვიდობიანი და  ბედნიერი ხანა.

მაგრამ ქრისტიანულ კონფესიათა  უმრავლესობამ, კათოლიკობამაც  უარყვეს  ეს  იდეა.

 ჩაითვალა  რომ ნახსენები ეპიზოდი სიმბოლურად  გამოხატავს  ქრისტიანულ ხანას  როდესაც ბოროტება  ქრისტიანული საიდუმლოებებითაა დაბმული….

აპოკალიფსი  გვეუბნება  რომ  ბედნიერებისკენ და  მარადიული  ცხოვრებისკენ გადასვლა მტკივნეული  პროცესია.

ქრისტემაც  თქვა  რომ  ფეხმძიმე  ქალი  ტანჯვით  აჩენს ახალ სამყაროს.

………………………………………

 

 

ბუდამაც  თქვა  რომ ამქვეყნად  გაჩენა ტანჯვაა, რომ ცხოვრება  ტანჯვაა, რომ სასურველისგან  შორს  ყოფნა  ტანჯვაა, რომ არასასურველთან სიახლოვე  ტანჯვაა, რომ ავადმყოფობა,სიბერე და სიკვდილი ტანჯვაა, რომ ბაღლინჯოდან ადამიანამდე იტანჯება  ყველა.

  თუ  გვინდა  ამ უბედურებიდან, პროფესორი სიგუას საბჭოთა ტანკით საჭენაო სივრცედ გადაქცეული სამყაროდან გაღწევა უნდა  ვუთანაგრძნოთ და მხარში ვუდგეთ ერთმანეთს, უნდა  გვიყვარდეს ერთმანეთი.

ესაა  ყველა  ნამდვილად დიდი მოძღვრის  რჩევა.

გიყვარდეთ ღმერთი, მოყვასი და  ერთმანეთი,მიეხმარეთ ყაჩაღების  და  ცხოვრების მიერ  ნაცემ  ნაცნობსაც და უცხოსაც, . და თუ იქნებით ასეთები მაშინ გაიგებენ რომ ხართ ქრისტიანები, ესაა ქრისტე.

შაბათი ძალების აღსადგენად

Résultat de recherche d'images pour "shabbat"

 

 

რომ არ  გაგიჟდე-შაბათი, ებრაული წესი

 

 

 

ევროპელები  ფიქრობენ  ბედნიერებაზე

ფრანგული  სამეცნიერო  პოპულარული  ჟურნსლი Le  Point-ის  საგანგებო  ნომერი

 

ბედნიერება, ფუნდამენტური  ტექსტები // ეპიკურე, მარკუს  ავრელიუსი, რუსო, ბუდა, კონფუციუსი…//  Bonheur, les  rextes  fondamentaux, Epicure, Marc  Aureèle, Rousseau, Bouddha, Confucius,

23-ნომერი 23, 2009  წლის  ივლის-აგვისტო//

აქ  შემოვიფარგლებით  ჟურნალში მოყვანილი  ზოგი ტექსტით.

 

შაბათი  იუდაიზმში არის  დღე  როდესაც  უტილიტარული  შრომა  წყდება, ადამიანები  წყვეტენ ფიქრს  ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ სირთულეებზე //ტანკით მოჭენავე პროფესორ თენგიზ სიგუაზე//, ოჯახის  წევრები და მეგობრები პარასკევს   შემოუსხდებიან  გაშლილ  სუფრას  და  თავისუფლად, ლაღად მღერიან, გალობენ.

 

ესეთი  სუფრა  იშლება  სამჯერ

// პარასკევს  საღამოს,  შაბათს შუადღისას  და შაბათს  საღამოს  დასაწყისში//.

 

სუფრას  მიმსხდარი  ოჯახები  გალობენ  ძირითადად კაბალისტების  მიერ  ამ პურმარილისთვის  დაწერილ საგალობლებს.

 

  ადამიანური  განსრულება

მთელი  კვირა  შრომის  შემდეგ,  ვნებებით  დაგლეჯილი  ყოველდღიურობის  შემდეგ  შაბათი, გაშლილი  სუფრის  ირგვლივ  დროისტარება   და  გალობა  ნათესავებთან და  მეგობრებთან ერთად  არის  დამსახურებული  ბედნიერება.

ესაა  მშვიდობის, სიმშვიდის, მატერიალური  სიამოვნების და სიხარულის  ნავსაყუდარი, როგორც  სხეულის  ისე  სულის  დაკმაყოფილება.

 

დამქანცველი  შრომით  სავსე  კვირის  შემდეგ  ესაა  მოწყვეტა ვნებებით აყროლებული  წუთისოფლისგან,  გახსნა  უსასრულობისკენ, მარადისობისკენ და 

, შაბათის სუფრას შემომსხდარნი  უგალობენ  სამყაროს შემოქმედს და  ლოცვებსაც კითხულობენ.

 

შაბათის  დრო არის  აღდგენის, ხელახლა  შექმნის, ოკონომიკისადმი  სოციალური და პოლიტიკური პრობლემებისადმი  მონობისგან განთავისუფლების  დრო, გონზე  მოსვლისთვის  და  ძალების აღდგენისთვის აუცილებელი პაუზა.

 

ბედნიერებას  ვერ  წარმოიდგენ  ყველა  ადამიანური  მოთხოვნილების  ჰარმონიულად  და  გაწონასწორებულად  დაკმაყოფილების  გარეშე…..

 

შაბათის  საგალობლების  ერთ-ერთი ავტორია ააფედის  კაბალისტური სკოლის ყველაზე  მნიშვნელოვანი  მოძღვარი  ისააკ  ლურია //1534-1572//. მან განაახლა  იუდაიზმის  ეზოტერული  მიმდინარეობა  კაბალა, რომელიც  მე-12  საუკუნეში  გაჩნდა  პროვანსში.

 

შაბათი, ამქვეყნიური  აურზაურისგან მოწყვეტა, ახლობლებში  სიხარული და მათთან ერთად  მარადისობისკენ გახედვა სულიერი  სიმშვიდეა, დამსხვრეული  ერის  გულების  წადილიაო, თქვა  ისააკ ლურიამ.

 

დამატება

 

https://scribium.com/caroline-plume/le-shabbat-la-fete-la-plus-importante-du-judaisme-sr62c9

 

 შაბათი, იუდაიზმის  ყველაზე  მნიშვნელოვანი  დღესასწაული

 

ყოველი  კვირის  მანძილზე  პარასკევი საღამოდან  შაბათ  საღამომდე  ებრაული თემები  აღნიშნავენ შაბათს.

ეს  რიტუალური  დღესასწაული  ებრაელებს ახსენებს  მათ გამოსვლას  ეგვიპტიდან და მონობის დასასრულს.

შაბათი იწყება პარასკევს  მზის  ჩასვლისას  და  მთავრდება  შაბათ საღამოს.

 

ესაა  იუდაიზმის  ძალიან  მნიშვნელოვანი, შეიძლება ყველაზე  მნიშვნელოვანი და  ყველაზე  ფუნდამენტალური დღესასწაული.

ისაა  10  მცნებიდან  ერთ-ერთის  სიტყვა-სიტყვით განხორციელება.

ესაა   შრომის  ყველანაირი ფორმის  შეწყვეტა, ყურადღების  ცენტრში საკუთარი თავის, ახლობლების, სულიერ  ღირებულებათა  მოქცევა.

 

სამყაროს  შემოქმედმა  ღმერთმა  მე-7  დღეს შეწყვიტა  შრომა.

მას  ბაძავს  მორწმუნე  ებრაელი.

ესაა  გაცნობიერება  იმისა  რომ აუცილებელია შრომის  უღლისგან განთავისუფლება და  დროის  გამოყოფა  დაფიქრებისთვის.

 

შაბათი  აღინიშნება  ყოველ კვირას.

გამონაკლისია  მარტო დღე  როდესაც ადამიანის  სიცოცხლეს  ემუქრება  საფრთხე.

 

ასეთი  საფრთხის  შემთხვევაში  შეიძლება  შაბათის  წესის  დარღვევა.

იზრაელში  შაბათი უქმე, დასვენების  დღეა.

 

 

დრო  და  დრო  უნდა  განთავისუფლდე  შრომისგან რათა  არ  დაგრღნას  და  არ გადაგსანსლოს  შრომამ.

დრო და  დრო აღარ  უნდა  მიაქციო  ყურადღება  ჟინიანების  მიერ აქოთებულ სამყაროსაც  და  მოისვენო შენი ახლობლების  წრეში. ესაა  მაცოცხლებელი პაუზა  რომელიც  იწყება ყოველ  პრასკევს  დაღამებისას  და მთავრდება  შაბათს  შებინდებისას, ცაში სულ  მცირე  3 ვარსკვლავის გამოჩენისას.

 

ბიბლია  გვიყვება  რომ  ღმერთმა  მეშვიდე დღეს  დაასრულა  თავისი ქმნილება  და დაისვენა. დალოცა, აკურთხა მე-7, დასვენების  დღე.

 

, შაბათი  არის  სამოთხის  წინკარი, დრო  სტრესის, ტანჯვის,  სასიცოცხლო  საჭიროროებათა  გარეშე.

აკრძალულია  ყველანაირი ყოველდღიური  შრომა. 39 აკრძალვაა, აი ზოგი აკრძალვა:

არ  უნდა  აკეთო ის  რაც  დაკავშირებულია  კვებასთან, არ  უნდა  ხნა  და  თესო. არ  უნდა  დაანთო ცეცხლი და არ უნდა გამოიყენო ელექტრობა.

 

მაშ, წინასწარ  უნდა  მოემზადო. წინასწარ  უნდა  მოამზადო საჭმელიც რათა  პარასკევი საღამოდან  აღარაფერი  გქონდეს  გასაკეთებელი.

შაბათის მთელ საღამოს  ერთმანეთს  ესალმებიან «Shabbat Shalom!»,  და დაშვებულია  ყველანაირი აქტივობა  რაც არაა  დაკავშირებული  უტილიტარულ, მერკანტილურ  შრომასთან  და რომლებმაც  შეიძლება  მოიტანონ სიხარული.

შაბათის  რიტუალები: სინათლის, ოჯახის, პურის, ღვინის  დალოცვა.

 

შაბათი  ითვლება  ძვირფას  სტუმრად. შაბათის  დადგომისთვის სახლი უნდა  დაალაგოთ, დაასუფთავოთ, მოაკრიალოთ, უნდა  მოამზადოთ კარგი სჭმელი, უნდა  ჩაიცვათ  სუფთად  და ლამაზად.

მზის  ჩასვლისას სახლის  დიასახლისი ანთებს  ერთ, უკეთესი შემთხვევაში  ორ სანთელს.

  შემდეგ  არის  რიტუალური დალოცვები :

ლოცავენ  სინათლეს…

ოჯახის  მამა  ლოცავს  იქ  მყოფ  ბავშვებს  და  შემდეგ  პატივს  მიაგებს  მეუღლეს  ბიბლიის   შესაბამისი  ნაწყვეტის  წაკითხვით.

ლოცავენ ღვინოს  და  პურს.

სუფრასთან დაჯდომამდე  იბანენ ხელებს.  ჯერ  მარჯვენას, შემდეგ მარცხენას….

იკითხება  ლოცვებიც.

 

პარასკევს  საღამოს, შაბათს  დილით  და  შაბათს  ნაშუადღევს  სინაგოგაში  ტარდება  სამი  წირვა.

გალობენ, კითხულობენ  თორას  ნაწყვეტს, ლოცულობენ.

ბიბლიური სამოთხის მონატრება.

Résultat de recherche d'images pour "jean delumeau"

ლამაზი ლოზუნგების ძახილით დაქცეულ სამყაროში მით უფრო მოგენატრება.

 

ვიფილოსოფოსოთ ევროპელებთან ერთად 2

 

ევროპელები  ფიქრობენ  ბედნიერებაზე

ფრანგული  სამეცნიერო  პოპულარული  ჟურნსლი Le  Point-ის  საგანგებო  ნომერი

 

ბედნიერება, ფუნდამენტური  ტექსტები // ეპიკურე, მარკუს  ავრელიუსი, რუსო, ბუდა, კონფუციუსი…//  Bonheur, les  rextes  fondamentaux, Epicure, Marc  Aureèle, Rousseau, Bouddha, Confucius,

23-ნომერი 23, 2009  წლის  ივლის-აგვისტო//

აქ  შემოვიფარგლებით  ჟურნალში მოყვანილი  ზოგი ტექსტით.

 

 

კოლეჯ  დე  პრანსის  საპატიო  პროფესორი  Jean  Delumeau // ჟან დელუმო//,

 

სამოთხე  და  ბედნიერება  ამქვეყნად, დედამიწაზე.ებრაელებს, ქრისტიანებს  და  მაჰმადიანებს  უსასრულოდ და  უზომოდ  ენატრებათ  ბიბლიის  სამოთხე

ზოგისთვის  ეს  იყო ოქროს ხანა,  სრულყოფილი  სამყარო.

ზოგისთვის  კი  განცხრომის, ნეტარების სამყარო.

 

 

საწყისი სამოთხე, მაგრამ  აგრეთვე  მართალთა  და  რჩეულთა  სამეფო,.

სამოთხე  არის  აბსოლუტური ბედნიერების  სიმბოლო.  ტერიტორია  რომელიც  მუდამ  ენატრებათ  ებრაელებს, ქრისტიანებს  მაჰმადიანებს.

ისინი  დრო და  დრო  ცდილობდნენ  და  ცდილობენ  სამოთხის განმეორებას დედამიწაზე.

 

ევროპული სიტყვა paradis მომდინარეობს  ძველი  სპარსული  სიტყვიდან რომელიც  გადაიღეს  ბერძნებმა.

Paradeisos ნიშნავდა  ბაღს  რომელიც გარშემორტყმული  იყო მცხუნვარე  ქარებისგან  დამცველი კედლით.

 

ედემი  იყო  უდაბნოს  ხალხის  ოცნება, ხალხისა  რომელმაც 40  წელი  უდაბნოს  ქვიშებში  და  ქვებში ხეტიალის მერე ძლივს მიაღწია  სახელგანთქმული  ქანაანის  ქვეყნამდე. მისთვის ბედნიერება  შიძლებოდა  ყოფილიყო  მხოლოდ  უხვი  მცენარეულობის შუაგულში,  სიცხის  და  სიცივის  უკიდურესობებისგან  დაცულ ადგილას.

 

ებრაელებზე  და  ქრისტიაებზე  უფრო  მეტად  ნაყოფიერი  და  ჩრდილის  მომცემი  უხვი  მცენარეულობით  სავსე  სამოთხე  ენატრებოდათ  მაჰმადიანებს რომლებიც  საუკუნეების  განმავლობაში  აშენებდნენ მტანჯველი  ვნებებით, საფრთხეებით   სავსე  სამყაროს  გარეთ  გადამყვან  ზღაპრულ ბაღებს.

 

ბედნიერების  და  ბაღის  თითქმის  სტრუქტურული  კავშირი  ჩანს ბერძნულ-ლათინურ  ტრადიციებშიც. ჰესიოდე  და  ოვიდიუსი  უგალობდნენ ოქროს  ხანას. ელისეს  მინდვრებზე  განისვენებდნენ  რჩეული  მიცვალებულები.

ქრისტიანებმა  მიიღეს  ეს  მითები  და  იფიქრეს  რომ  ისინი  მომდინარეობდნენ იუდაიზმის  დამფუძნებული  მოსესგან.

 

მეტიც, აღორძინების  ხანამდე დასავლეთი დარწმუნებული  იყო  იმაში  რომ  სამოთხე  ისევ არსებობდა  დედამიწაზე  თუმცა  აკრძალული  იყო ადამიანის  იქ  შესვლა  და  მას  იცავდა  ცეცხლის  კედელი და ქერაბინის  მახვილი.

1498  წელს კრისტოფ  კოლუმბმა  აღმოაჩინა  ორინოკოს  შესართავი და  იფიქრა  რომ ეს  მდინარე  არის მიწიერ  სამოთხეში.

მან  დაწერა  რომ  იქ  ვერავინ  მივიდოდა  ღვთაებრივი  ნების  გარეშე.

შუა  საუკუნეებმა  მოიგონა  მეფე-ქურუმი  იოანეს საოცარი სამეფო  რომელიც  უნდა  ყოფილიყო სადღაც  ინდოეთთან  თუ ეთიოპიასთან.

მრავალი  ექსპედიცია  მიდიოდა  მაშინ აღმოსავლეთში  ამ სამეფოს აღმოსაჩენად.

 

სამოთხე  ევროპული  კულტურის  ცენტრალური თემა  იყო  მე-18  საუკუნემდე.

რეფორმამ  კიდევ  უფრო გააძლიერა  მისი  მიმზიდველობა.

 

სამოთხეში  იყო ხე სიკეთის  და  ბოროტების  ცოდნის ადამიანებისთვის  აკრძალული  ნაყოფით.

ადამმა  და  ევამ  დაარღვიეს  ღმერთის მიერ  დაწესებული  აკრძალვა  და  ღმერთმა  ისინი  განდევნა  სამოთხიდან.

ამ საწყისი  ცოდვის  სიმძიმე  დიდი  დებატის თემა იყო  ლუთერის და კალვინის  დროიდან //1509-1564//.

თავისუფალია  თუ  არა  ადამიანი ?

რამდენადაა  ის  დამნაშავე?

ცოდვის  გარეშე  სიცოცხლის  ხე  შეგვინარჩუნებდა მარადიულ ახალგაზრდობას და  ჩვენ აღარ  გსგვტანჯავდა  სიბერის  უხერხულობებიო, დაწერა  ლუთერმა ბიბლიის  თავის  კომენტარში. სიყვარული  კი  შეინარჩუნებდა  სიწმინდეს.

 

მიწიერი  სამოთხის  უკურნებელი  მონატრება მჭიდროდ  იყო  დაკავშირებული  აკრძალული  ბედნიერების  ცნებასთან.

ბედნიერების  დაკარგვამ  საუკუნეების  მანძილზე  კვება  მილენარისტული  ჩვენებები.

ცნება  მილინერარიზმი  უფრო   მიწიერი  ბედნიერების  ათას  წელზე  მიუთითებს ვიდრე  კატასტროფებზე  რომლებიც  წინ უნდა  უსწრებდეს  ამ  ბედნიერ  ხანას..

ძველ  აღთქმაში  ბევრი  წინასწარმეტყველება იუწყებოდა  ებრაელი  ხალხის ბედნიერი მომავლის  შესახებ.  

ყველაზე  ცნობილი  ასეთი წინასწერმეტყველების  ავტორად ითვლება  წინასწარმეტყველი ისაია:

« იქ  მგელი  იცხოვრებს  კრავთან ერთად,ვეფხვი  დაწვება  თიკანთან, ძუძუმწოვარა  ბავშვი ითამაშებს  კობრას  ბუდეზე, ბავშვი გაიწვდის ხელს გველის  ხვრელზე ».

 

ქრისტიანებში  მილენარიზმი  კიდევ  უფრო  კვება  წმინდა  იოაეს  აპოკალიფსმა.

 

ავტორმა  ნახა  თუ როგორ  ჩამოვიდან ციდან ანგელოზი  რომელმაც  ბორკილები  დო  ბოროტების  სიმბოლო  დრაკონს.

ისინი  ვინც  არ  ირწმუნეს  ურჩხულისა   ქრისტესთან ერთად იმეფებენ ათასი წლის  მანძილზე.

ამ ათასი  წლის  შემდეგ  სატანა  განაახლებს  ბრძოლას.

იქნება  ღმერთის  უკანასკნელი  ბრძოლა ბოროტების  წინააღმდეგ.

შემდეგ  იქნება  საყოველთაო  აღდგომა  და,ბოლოს, უკანასკნელი სამსჯავრო.

 

მილენარიზმის  ფუნდამენტური რწმენა ისაა რომ   ჩვენს  დროსა  და  უკანასკნელი სამსჯავროს  შემდგომ მარადისობას  შორის   დედამიწაზე  იქნება  მშვიდობის და  ბედნიერების პერიოდი.

 

ეს  რწმენა  პირველ ქრისტიან მარტვილებს  აძლევდა   ახლო მომავალში აღდგომის  და ვითარების  სრული  შებრუნების   შედეგად  მათი ტანჯვის მიწაზე  მეფობის იმედს.

 

წმინდა  ავგუსტინეს //354-430//  შემდეგ ოფიციალური  ეკლესია დაუპირისპირდა მილენარიზმს, მაგრამ მილენარიზმი არ გაქრა.

ბერ  Ioachim de Flore- სთან ერთად    მე-12  საუკუნეში  ის  ახალი  ძალითაც კი გამოჩნდა.

ეს  ბერი  ამბობდა  რომ  იქნება  სულის  დრო ეომელიც იქნება  წმინდა  სიღარიბეში, ღვთისმოსავად  და  მშვიდობის პირობებში მცხოვრები კაცობრიობის ხანა.

 

დანტემ //1265-1321//  «ღვთაებრივ კომედიაში» იოახიმ დე  ფლორე გამოაცხადა  წინასწარმეტყველად.

 

 იოახიმ დე  ფლორეს  თქმით   მსოფლიოს, კაცობრიობის  ისტორია იყოფა  სამ ხანად.

პირველი ხანა, აბრაამიდან  იოანე ნათლისცემლადე    სამყაროს  შემოქმედი  მამა  ღმერთის  მეფობის  ხანაა.

მეორე  ხანა, შობიდან  1260 წლამდე  ძის, იესო ქრისტეს  მეფობის  ხანა.

აპოკალიფსზე  დაყრდნობით  მან თქვა  რომ 1260  წელს  დაიწყება   და  სამყაროს  დასასრულამდე  გაგრძელდება სულიწმინდის  ხანა.

იოახიმ დე  ფლორე  ამბობდა  რომ

 

პირველი  ხანა  იყო კანონის ხანა.

მეორე  ხანაა  მადლის  ხანა.

მესამე  ხანა  კი  იქნება უფრო  უხვი მადლის ხანა.

პირველი  ხანა  იყო მონური მორჩილების  ხანა.

მეორე  ხანაა  შვილის  მამისადმი მორჩილების  ხანა.

მესამე  ხანა იქნება   თავისუფლების  ხანა.

 

პირველი  ხანა  იყო  შიშის  ხანა.

მეორე  ხანაა  რწმენის  ხანა.

მესამე  ხანა  იქნება სახარების  სულიერად და არა სიტყვა-სიტყვით გაგების, გულმოწყალება-გულუხვობის ხანა.

პირველი  ხანა  იყო მოხუცების ხანა.

მეორე ხანაა ახალგაზრდების ხანა  და მესამე იქნება  ბავშვების ხანა.

 

ამ მწვალებელი  ერეტიკოსის იდეა, ისტორიის  მისეული დაყოფა მე-19  საუკუნეში  აიტაცეს ოგიუსტ  კომტმა  და  ჰეგელმა.

ამას გარდა, იოახიმ  დე  ფლორეს  მეტ-ნაკლებად  კარგად  გაგებულ აზრს მე-13 საუკუნიდან დაემატა  სხვა  ესქატოლოგიური  ტრადიცია რომლის  თანახმადაც  ბოლო  დღეებში იერუსალიმში  დამკვიდრებული  ქრისტიანი მეფე  იმეფებს  დედამიწაზე, იქნება  მშვიდობა  და  მთელი კაცობრიობა გაქრისტიანდება.

ამის  იმედი  ჰქონდათ მე-17 საუკუნემდე.

 

მაგრამ  დედამიწაზე  რელიგიურ  სამოთხეზე  ოცნებამ, თავდაპირველი ეკლესიის  ხელახლა  გააქტუალურებამ კვება  ფრანცისკანული და, ესპანურ  დაპყრობათა  შემდეგ, ლათინური ამერიკის იეზუიტთა  « უტოპიები »

 

1620  წელს  ახალ ინგლისშიში  ჩასულებს  უნდოდათ  ამერიკაში  «ახალი  მიწის  და  ახალი  ცების»  («nouvelle  terre  et nouveaux  cieux »)  შექმნა  რისი  შექმნაც ვერ  მოახერხა  ევროპულმა  საქრისტიანომ.

 

1776  წელს აშშ-ს  დაფუძნებისას  ამერიკის  შეერთებული  შტატები ბევრი მისი მკვიდრის აზრით უნდა გამხდარიყო იყო « მშვიდობის, სამართალის და  თავისუფლების »  მე-5 იმპერია, რომელზეც  ლაპარაკობდა  ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი დანიელი.

დაბოლოს  აუცილებლად  უნდა  ვილაპარაკოთ  იმაზე  თუ როგორაა დაკავშირებული  მილენარიზმი პროგრესის  რწმენასთან განსაკუთრებით დასავლეთში.

ბერი  ტომაზო კამპანელას // 1568-1639// თხზულება  «მზის ქალაქი » წარმოდგენილია  როგორც უტოპია.

მაგრამ ის  აღწერს  თუ როგორი  იქნება  მისი აზრით კაცობრიობის  რეალური მდგომარეობა  ახალ  ოქროს  საუკუნეში რომელიც  დამყარდება  გარდაუვალი ეკონომიკური უსიამოვნებების გადატანის შემდეგ.

ის  ამბობდა  რომ ეს  ახალი  ოქროს  საუკუნე  გააუქმებს კერძო საკუთრებას,  საყოველთაოდ გახდის  სწავლა-განათლებას.

ჟანგბადის  აღმომჩენი  ინგლისელი თეოლოგი  და  მეცნიერი Prestley

//1733-1804//   კი  ამბობდა  რომ  კაცობრიობა  დედამიწაზე  ღმერთის  მეუფებას  და  ბედნიერებას  დაამყარებს მეცნიერების  მეშვეობით.

 

მერე ნიჰილისტებმა, ათეისტებმა და სოციალისტებმა  ბრძანეს  რომ მიწიერი სამოთხე იქნება  სოციალიზმი  თუ კომუნიზმი.

21-ე  საუკუნის  დასაწყისითვის მეცნიერებამ და  ტექნიკამ მართლაც განიცადეს  უზომი პროგრესი.

მაგრამ მორალურ-ეთიკური პროგრესი  ბოდიში.

 

// პროფესორმა  თენგიზ  სიგუამ საბჭოთა  ტანკით დაანგრია  თავისი საკუთარი ქვეყნის  დედაქალაქი.//

სოციალიზმის  ტოტალიტარული  ვერსია  ჩაემხო სისხლში

 

ჯიჰადიზმის  ფანატიკოსი ლიდერები  თავის  მაჰმადიანებს  ეუბნებიან თავი მოიკალით და  სამოთხეში იქნებითო.

ქრისტიანებმა თითქოს  საერთოდ უარი თქვეს  მიწიერი სამოთხის  ძიებაზე….

 

ორი  მსოფლიო  ომის, ბოლშევიზმ-ნაციზმის, გენოციდების, შუა  თბილისში ტანკით პროფესორი  თენგიზ სიგუას  თარეშის შემდეგ მიწიერ  სამოთხეზე  ოცნება  ძნელია.

 

 

და  მაინც ვიოცნებოთ  სამყაროზე სადაც ადამიანები  ადამიანურად მოეპყრობიან ერთმანეთს. და არ აქცევენ თავის ქვეყანას  მოსახლეობისგან დაცლილ უდაბნოდ როგორც ეს  ხდება  საქართველოს ზოგიერთ არაოკუპირებულ რეგიონში.

 

ამასაც არა უჭირს.