დაკარგული სამოთხე სმირნა

იმპერიების ნგრევა არაა ლობიოობა. რაღაცის გადასარჩენად იღბალი და განსაკუთრებული გონიერებაა საჭირო

ეობესპიერში შეყვარებული თურქი ნაციონალისტი დიქტატორი ათათურქის მიერ მხეცურად გატარებულმა ევროპეიზაციამ მოსპო ისიც რასაც ბევრი დღევანდელი თურქი ხედავს როგორც სამოთხეს. ამაზეა ეს წიგნიც, ჟილ მილტონის ”დაკარგული სამოთხე”/

Le Paradis perdu : 1922, la destruction de Smyrne la tolérante par Milton
AJOUTER À M

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საბერძნეთი თავს დაესხა ოსმალეთის იმპერიის ნარჩენებს. მას უნდოდა მცირე აზიაში ქრისტიანული იმპერიის აღდგენა. იმპერიის გული უნდა ყოფილიყო სმირნა //დღევანდელი იზირი//. 

პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა დიდმა ევროპულმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს თურქეთთან მეომარ საბერძნეთს. იყო შეჯახებებიც, პროვოკაციებიც, ბანდიტიზმიც. 

რობესპიერის და ნაპოლეონის თაყვანისმცემელი ფრანკ-მასონი მუსტაფა ქემალის პასუხი შემზარავი იყო. 

1922 წელს ბერძნები დამარცხდნენ. სმირნას მცხოვრებლებს ეშინოდათ რომ თურქული არმიები ააოხრებდნენ სმირნას. მათი შიშები გამართლდა და მოხდა სწორედ ეს. 

პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ევროპულმა სახელმწიფოებმა თითი არ გაანძრიეს ქალაქის გადასარჩენად. 

1922 წლის 9 სექტემბერს ქალაქი დაანგრიეს და მისი 2 მილიონი მცხოვრებისთვის ეს იყო მეოცე საუკუნის უდიდესი ადამიანური კატასტროფა.

1922. თურქების კავალერია შევიდა თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ სმირნაში // დღევანდელ იზმირში// და მთლიანად დაანგრია ეს ქალაქი. ისტორიკოსი Giles Milton გვიხსნის ამ ტრაღედიას, გვიყვება იმას თუ როგორ იქცა ნანგრევებად და როგორ მოისპო ოსმალეთის იმპერიის ეს უმდიდრესი და ყველაზე კოსმოპოლიტური ქალაქი.

სმირნას სიმდიდრე მოდიოდა ლევანტური დინასტიებიდან, უმრავლეს შემთხვევაში ინგლისელებიდან. ისინი 2 საუკუნის მანძილზე ცხოვრობდნენ ქალაქში. 

მათ თავისი წვლილი შეიტანეს ბერძნებით, სომხებით, თურქებით და ებრაელებით დასახაბული მაჰმადიანურ სამყაროში უნიკალური სავსებით ქრისტიანული ქალაქის შექმნაში. 

იყო იდილია, ოსმალეთის იმპერიის ამ კოსოპოლიტურ ქალაქში მშვიდობიანად თანაარსებობდნენ სხვადასხვა თემები მიუხედავად იმისა რომ თურქებისთვის ეს იყო ურჯულოთა ქალაქი.

მაგრამ პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა დიდმა სახელმწიფოებმა მოსპეს კოსმოპოლიტური ოსმალეთის იმპერია და გამხეცებულმა თურქებმა მოსპეს კოსმოპოლიტური სმირნა.


Aller au contenu 
GILES MILTONAccueil Page actuelle:Livres d’histoire Événements oratoires D’autres travaux Sur Contact 

Paradis perdu.jpg

PARADISE LOST -” აღმოსავლეთის მარგალიტი” სმირნას დანგრევა 1922 წელს. ლევანტის ტრაღედია

https://www.nonfiction.fr/article-3744-1922-la-destruction-de-smyrne-perle-de-lorient-une-tragedie-au-levant.htm

დაკარგული სამოთხე. კოსმოპოლიტური სმირნას დანგრევა.

სმირნა პირველ მსოფლიო ომამდე იყო ბრწყინვალე, მდიდარი,კოსმოპოლიტური ქალაქი. ამ პორტის სიმდიდრეს განაპირობებდა როგორც მისი გეოგრაფიული მდებარეობა ისე საუკუნეების მანძილზე იქ მცხოვრები 20 000 ბერძნის, 10 000 სომეხის და 140 000 თურქის კომერციული დინამიზმი და სიყოჩაღე. ისინი ვაჭრობდნენ მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზში. 

წარმოშობით ბრიტანელი, ფრანგი, ჰოლანდიელი,იტალიელი, ამერიკელი ოჯახების მრავალი თაობა მტკიცე ეკონომიკურ კავშირებს ამყარებდნენ ევროპასთან და მსოფლიოსთან.

ისტორიკოსი Giles Milton კერძო,პირადი არქივების შესწავლის საფუძველზე აღწერს ზოგი ამ ოჯახის ბედს თაობების მანძილზე.

აქ ნახენებია Giraud-ს, Aliberti-ების, le Williamson-ების, Paterson-ების, Rees-ების და, განსაკუთრებით Whitall-ების ოჯახებს à la tête ეს უკანასკნელები ხელმძღვანელობდნენ ძლიერ ფირმა  Whitall & Company-ს.

სმირნას თუექი გუბერნატორი Rahmi Bey-ს (1914-1919) და შემდეგ მისი მემკვიდრე Aristide Sterghiades-ის (1919-1922) მფარველობის ქვეშ მყოფი მრავალ ენაზე მოლაპარაკე კომერსანტთა ეს დინასტიები ხვდებოდნენ ქალაქში მყოფ ევროპელ დიპლომატებს, ამერიკის კონსულ George Horton-ს.

მეოცე საუკუნის დასაწყისში სმირნაში მოხვედრილი მოგზაურები გაოცებულები იყვნენ ქალაქის სანაპიროებზე,საწყობებში, მაღაზიებში გამოფენილი პროდუქტების სიუხვით. ერთ-ერთი უმდიდრესი მაღაზია ჰქონდა ბერძენ ქსენოპულოსთა ოჯახს. იყო აღმოსავლეთიდან ჩამოტანილი გახმარი ხილი, ეგვიპტის თუ ჩრდილოეთი აფრიკის ძვირფასი ხალიჩები, ხე, სუნელი, აბრეშუმი.

ფუფუნების ამ ატფოსფეროში საუკუნეების მანძილზე ქალაქში სრული ურთიერთგაგებით ცხოვრობდნენ ეთნორელიგიური თემები :

ერთმანეთის გვერდით იყო სომხური და ბერძნული ეკლესიები, მიზგითები, თურქული ჰამამები, მედრესეები, სინაგოგები.

რაც შეხება ლევანტურ ოჯახებს ისინი დიდ ვილებს აგებდნენ სმირნას გარეუბნებში, იკრიბებოდნენ ოპერაში,

sporting club-ში ან კიდევ Grand Hôtel Kraemer-ში სადილებზე, თეატრალურ თუ მუსიკალურ წარმოდგენებზე, ჩაის სმსზე ცეკვის დროს. ბრიტანელები და გრანგები განსაკუთრებით დადიოდნენ სმირნას წრეში, ბერძნები და სომხები კი ერთმანეთს ხვდებოდნენ Country Club-ში.

სმირნას გახსნამ ხმელთაშუა ზღვაზე და მსოფლიოსკენ ვაჭართა ოჯახების ენერგიამ ქალაქი და მისი მოსახლეობა შედარებით დაიცვა პირველი მსოფლიო ომის პირველ წლებში. 1916 წელს პროდუქტები ჩადიოდა რეგულარული რიტმით.
ორმაგი კონტექსტი : ელეფთერიოს ვენიზელოსის  Magna Idea და მუსტაფა ქემალის აღზევება.

1897 წლის და კრეტას აჯანყების შემდეგ გააქტიურდა ბერძნული ნაციონალიზმი. 1910 წლიდან ბერძენი პოლიტიკოსები და ინტელექტუალები ელოლიავებოდნე ”დიდ იდეას” “Magna Idea“-ს.

მათ უნდოდათ ბერძნული იმპერიის არდგენა. ამ იდეის არსებობა გამართლებული იყო ისტორიით რომელშიც ერთმანეთს ერეოდა მოგონებები ძველბერძნული თალასოკრატიის ძალაზე მცირე აზიის სანაპიროზე და ბიზანტიის იმპერიის საზღვრებზე.

ამ ელინური იმპერიის ”შუქურა” ქალაქბი უნდა ყოფილიყვნენ კონსტანტინეპოლი, ათენი თუ სალონიკი, მაგრამ სმირნა ევროპისკენ და აღმოსავლეთისკენ გახსნის გამო რჩებოდა ამ ტერიტორიული ქიმერის მარგალიტად.

თურქულ ტერიტორიაზე არსებული უმთავრესად ქრისტიანული გადასავლურებული და ელინიზებული ქალაქი სმირნა იყო Magna Idea-ს სიმბოლო : ელეფთერიოსის ვენიზელოსის აზრით სწორედ ამ ქალაქიდან უნდა დაწყებულიყო ბერძნების მიერ მცირე აზიის ხელახალი დაპყრობა.

1916 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მისული ვენიზელოსი ხელისუფლებაში საბოლოოდ დამკვიდრდა ხელისუფლებაში 1917 წელს ათენში. ის აგრძელებდა ანტანტასთან დაახლოებას და უპირისპირდებოდა ლტოლვილობაში მყოფ მეფე კონსტანტინეს.

1919 წელს ვერსალის და სევრის კონფერენციებზე ვენიზელოსმა წარმოადგინა მისი აზრით ბერნებისთვის წართმეული ტერიტორიების უკან დაბრუნების პროექტი. სოლიდურად არგუმენტირებული მოხსენებებით მან აჩვენა რომ რომ ბერძენთა მხოლოდ 55 პროცენტი ცხოვრობდა კონტინენტურ საბერძნეთში.

მისი ტერიტორიული მოთხოვნები რთული იყო: ვენიზელოსს უნდოდა სმირნას დაპყრობა ნებისმიერ ფასად, უნდოდა ეგეოსის ზღვის თურქული კუნძულები, მაშინ იტალიის მიერ გაკონტროლებული დოდეკანეზი, ჩრდილოეთი ეპირი და მთელი თრაკია.

ვენიზელოოს მხარი დაუჭირა Il Wilson-მა, მაგრამ ყველაზე მეტად უპირობოდ დაუჭირა მხარი Lloyd George-მა,ვისაც უნდოდა დიდი ბრიტანეთის პოზიციის განმტკიცება აღმოსავლეთ მელთაშუა აღვაში, სრუტეების გაკონტროლება.

1919 წლიდან, მაშინ როდესაც კონსტანტინეპოლი ოკუპირებული ანტანტას ძალების მიერ ამერიკელების და ბრიტანელების მიერ შეიარაღებელმა ბერძნულმა ჯარმა დაიწყო შეტევა. მან გაიმარჯვა თრაკიაში და ედირნეს ირგვლივ. 1921 წელს ქალაქი ესკისეჰირის აღების სემდეგ მიდი იდეა-მაგნა იდეას განხორციელება თითქოს ახლოს იყო.

1920 წელს არჩევნებში ვენიზელოსის დამარცხების შემდეფ ხელისუფლებაში დაბრუნებული მეფე კონსტანტინე პირველი ტროიმფით ეწვია თურქული სანააპიროს მრავალ ბერძნულ ქალაქს. სმირნა მაშინ ოკუპირებული იყო 140 000-ზე მეტი ბერძენი ჯარისკაცის მიერ.

როგორც ხას უსვამს souligne Giles Milton 1919-1921 წლებში იყო ანატოლიის თურქული მოსახლეობის ჟლეტა. საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრი ააღელვა ბერძნული სარდლობის დამოკიდებულებამ. წითელი ჯვარი გაამწესეს დამკვირვებლად და დაავალეს მას ანგარიშების დაწერა.

მაგრამ 1919 წლის შმდეგ ანგორაში აეწყო წინააღმდეგობა მუსტაფა ქემალის ირგვლივ. მას შეუერთდა მრავალი თურქი ნაციონალისტი რომლებსაც არ მოსწონდათ ოსმალეთის იმპერიის ნგრევა. მას მიემხრნენ ახალგაზრდათურქების ყოფილი მომხრეები. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქემალის სამხედრო გარემოცვას, განსაკუთრებით პოლკოვნიკ Ismet Inönü-ს. Gilles Milton თავის ნაშრომში უბრუნდება ნაციონალისტი აქტივისტი

Halide Edib-ის დიდ როლს. ის მრავალ მიტინგზე გამოდიოდა ბერძნების მიერ სმირნას ოკუპაციის წინააღმდეგ.

1919 წლის მაისში ქემალმა მოიწვია ანგორაში კრება რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სმირნას ბერძნული ოკუპაციით აღშფოთებულებმა.

1921 წლის ზაფხულში ბერძმებმა მოიპოვეს ახალი გამარჯვებები და მიდნენ ანკარას კარიბჭმდე.

1 წლის შმდეგ, 1922 წელს გააფთრებულმა ქემალმა წამოიწყო ”დიდი შეტევა. რამოდენიმე კვირიანი ბრძოლების შემდეგ ბერძენთა ძალები სასტიკად დაამარცხეს. ბერძნებმა უკან დაიხიეს. 1922 წლიის სექტემბრის ბოლოს თურქებმა აიღეს ბერძნული ქალაქები და მეფე კონსტანტინე პირველის არმია საბოლოოდ განდევნეს ანატოლიიდან.



” სამოთხის” დაცემა : სმირნას დანგრევა 1922 წლის სექტემბერში

1922 წლის 8 სექტემბერს თურქული ჯარი შევიდა სმირნაში. დაიქყო სასკლაო-მკვლელობათა, ძარცვათა გრძელი სერია, მდიდარი ლევანტური მოსახლეობები გაიქცნენ. სომხები გააუპატიურეს, დაამცირეს, დახოცეს. სხვა ქრისტიანებიც დაარბიეს. სმირნას ეპისკოპოსი ქრიზოსტომი დაიღუპა ხანგრძლივი წამების შემდეგ. ბერძნებმა ის მარტვილად გამოაცხადეს.

Giles Milton ზეპირ მოწმობებზე და ზოგი მოწმის მიერ გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით აღწერს ქემალის თურქების მიერ მოწყობილ ჯოჯოხეთს.

ამერიკის კონსულმა George Horton-მა თქვა რომ მომხდარის შემდეგ მას სცხვენოდა რომ არის ადამიანი.

l’auteur du Paradis Perdu résume l’atmosphère qui régnait alors à Smyrne. Le diplomate déclara en effet : “L’un des sentiments les plus vifs que j’ai rapportés de Smyrne est la honte d’appartenir à l’espèce humaine”     .

5 დღის მანძილზე სმირნას ქუჩები და პორტების წლები გაივსო გვამებით. მოსახლეობათა ევაკუაცია ხდებოდა უდიდეს ქაოსში. თურქთა მხეცობები არ წყდებოდა. იქვე მდომი ევროპული გემები // 20 გემი// კი არ იღებდნენ იმათ ვინც არ იყვნენ მათი მოქალაქეები.

აღარც სასმელი წყალი იყო და აღარც საჭმელი. ოდესღაც ძვირფასი საქონლით სავსე სანაპიროები გაივსო ადამიანებით დ მათი პირადი ბარგით. მათ იქვე ეჭინათ. ისინი ცდილობდნენ ასვლას გემზე რომელიც მათ წაიყვანდა უახლოეს ბერძნულ კუნულებამდე, პირევსამდე თუ სალონიკამდე. გავრცელდა ქოლერის და მალარიის ეპიდემიები. საერთაშორისო პრესა ყვიროდა ჰუმანიტარულ კატასტროფაზე.

ამ აპოკალიფსის ატმოსფეროში ამერიკელი Asa Jenning ცდილობდა ბავშვების და ფეხმძიმე ქალების გადარჩენას. ზოგმა ბავშვმა და მოზარდმა მოახერხეს თავის გადარჩენა. გადარჩენილთა ნაწილი წავიდა ათენში სადაც კვარტალში Nea Smyrni სცადეს დაღუპული ბრწყინვალე სმირნას ხსოვნის შნარჩუნება. სხვები წავიდნენ კანადაში და აშშ-ში სადაც სულ დაივიწყეს საბერძნეთის ბედი.

მაგრამ ყველას არ ჰქონდა ეს შსანიშნავი შანსი. დარჩენილი ბერძნები და სომხები გადაასახლეს. უმრავლესობა დაიღუპა ანატოლიის ზეგნის ცხელ ქვიშაში.

დაბოლოს 13 სექტემბერს სმირნას პორტში მოხდა ხანძარი. დაიწვა ბანკები, სასტუმროები, რესტორანები თეატრები,კაზინოები, სავაჭრო სახლები….

სმირნელები რომლებმაც ვერ ნახეს თავშესაფარი ევროპულ გემებზე მოხვდნენ ხაფანგში.

ზოგი სასოწაკვეთილი გადახტა ზღვაში და თავი დაიხრჩო. ზოგი გემებზე ასულ თანამემამულეების თვალწინ დაიუპა საშინელი ტანჯვით.

13-14 სექტემბერს მთელი ქალაქი სმირნა ჩაიღუპა ცეცხლში. ეს იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ხანძარი.

ქემალის ნაციონალისტური თურქეთის რესპუბლიკა გაჩნდა ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი ულამაზესი კოსმოპოლიტური ქალაქის, აღმოსავლეთის ”მარგალიტის” ფერფლზე.

    .
de la République turque nationaliste de Kemal qui naquit sur les cendres de la cosmopolite “perle” de l’Orient

Soyons clairs : si

Leave a comment